ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათია...
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2020


ვივალდი

შემოდგომა

გაჩხინკული ნეკერჩხალი -
ქალი,
შემოდგომის პოდიუმზე დადგა,
მოდის!
მოდის უკანასკნელ კივილს-
კენწეროზე წეროს ბუდე ადგას.


ზამთარი

ფოერვერკმა ჩაიარა.
ქუჩას
ელექტრონის  წვეთი
აღარ აწვიმს!
უსახლკაროდ, უსაქმოდ და
ურჩად
დგას ბუნკერთან
მოსროლილი ნაძვი.


გაზაფხული

მოფრინდა
მოფრინდა
მოფრინდა
წყალგაღმა სხვა კონტინენტიდან
ის -
ვინაც ერთ ციდა
ბარტყს ზრდიდა
და ერთ დღეს სარჩოსთვის გაფრინდა.
მერცხალი?
ოხ, არა რეისი
და დედა -
წაშლილი ფეისით...


ზაფხული

წამოდი
აიღე შვებულება,
ამ უმუშევრობიდან, მეგულება
ერთი ადგილი ალაზანზე
უთვალავ ვარსკვლავთან ღამისთევით,
მოდი, მოვიდეთ ცოტა აზრზე
სანამ ამ ქვეყნიდან გავიქცევით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები