ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2020


მამაო ჩვენო!

რომელიცა ხარ ცათა შინა,მამაო ჩვენო!
სახელი შენი წმინდა იყავნ,ტკივილთა მრჩენო!
სუფევა შენი მოვიდეს და აღსრულდეს ნება!
ცათა შინაც და სრულიადაც ქვეყანას ზედა!
დღეს მოგვეც პური არსობისა!თანანადებნი
ჩვენნი ნაფიქრნი მოგვიტევე გულში ნადებნი!
ნუ შემიყვანებ განსაცდელსა,მამავ ბატონო!
ქვესკნელის,სკნელის და ზესკნელის მუდმივ პატრონო!
რომ მე მახსოვდეს ზეციერო,-ღმერთი ხარ ჩემი!
სიკეთისა და სიყვარულის ამ ქვეყნად მჩენი!
და არა იყვნენ უცხო ღმერთნი,შენსა გარეშე!
რომ ყველა კერპნი გაცამტვერდნენ,მიწას დაეშვნენ!
თაყვანი არ ვსცე მიწიერს და მსახურად ვუდგე!
არც თავი ჩემი კერპად ვიღო...ეშმასგან ვცდუნდე!
ექვსი დღე გარჯა-მუშაკობით მივიღო მადლი!
მეშვიდე დღე კი შენ მოგიძღვნა,ვიცოდე ყადრი!...
მამას და დედას პატივი ვცე,ორივეს ერთად,
გულწრფელი ვიყო დაბლა მათთან,მაღლა კი შენთან!
არ მოვკლა,კაცი!არ ვიმრუშო!არა ვიპარო!
მოყვასზე ცილის წამებით რომ არ გავიხარო!
არ მქონდეს თვალი დადებული სხვის ცოლ-სახლ-კარზე!
სხვის ქონებაზე,სიმდიდრეზე,ნაქსოვ-ნართავზე!
რომელიცა ხარ ცათა შინა,მამაო,ჩვენო!
სახელი შენი წმინდა იყავნ,სიკეთის მჩენო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები