მახსოვს ერთხელ ვთქვი,დედამიწაზე ყოფნის სამოცი წელი რომ შემისრულდება,ერთი მოთხრობა უნდა დავწერო მეთქი..და აი ახლა, როცა მართლაც გავიდა სამოცი წელი, მას შემდეგ, რაც დავაბიჯებ სისხლით და ცოდვებით გაჟღენთილი მიწა, სისხლით და ცოდვებით გაჟღენთილ მიწაზე, გამახსენდა, ეს თითქმის სულელური პირობა, რომელიც ჩემს თავს დავუდე და გადავწყვიტე არ მეღალატა მისთვის. ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ორმოცდაოთხწლიანი მოგზაურობის შემდეგ სახლში დავბრუნდი, სამოცი წლის კაცი, რომელიც ჯერ არ დავბადებულვარ, ყველაფერი კი ერთი პატარა წყაროს პირას დაიწყო. ღმერთის საჩუქარივით იყო ეს წყარო, მის გარშემო იყო გაშენებული ჩემი სოფელი და სოფლის არსებობაც მასზე იყო დამოკიდებული. სასმელიც იყო, სარწყავიც, გამაგრილებელიც და კიდევ ბევრი სხვა ფუნქცია ქონდა მინიჭებული სოფლის მოსახლწობის მიერ. დრო გადიოდა, მე წლები მემატებოდა სოფელს კი მოსახლეობა, უკვე ქალაქიც კი ეთქმოდა ამ დასახლებას. როცა საცხოვრებელი ადგილი არ ეყო ხალხს, ტყეს დაუწყეს ჩეხვა, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, ცხოვრება უფრო ადვილი და საინტერესო ხდებოდა, თუმცა წყარო დღითიდღე პატარავდებოდა და თანაც ისე რომ ვერავის შეემჩნია ეს, სანამ ერთ დღეს ქალაქის გარეუბანში მცხოვრებმა მოხუცმა არ თქვა, წყარო შრებაო. ხალხმა დაცინვა დაუწყო, რა თქმა უნდა არავინ უსმენდა, არავინ უჯერებდა, ყველა თავის ყოველდღიურ საქმიანობაში იყო ჩაფლული. მოხუცი არ ცხრებოდა, იმდენი ხანი იმეორა ეს სიტყვები სანამ ქალაქის ყველა მოსახლემ არ გაიგო მის შესახებ, უკვე ყველა დარწმუნებული იყო მის სიგიჟეში და ხუმრობების მოფიქრებაც კი დაიწყეს ამ მოხუცის გასაშაყირებლად, რომელსაც უკვე საკმაოდ ჰქონდა სახელი გავარდნილი. როგორც შემდეგ ამბობდნენ, მოხუცის დახინვის ამბავი წყარომაც გაიგოო და სწორედ ამიტომ უმატა დაშრობის ტემპსო. უკვე ისეთი სისწრაფით იკლებდა წყლის რაოდენობა მასში, რომ უკვე ყველა ხდებოდა გარდაუვალი უბედურების დადგომის ნიშნებს, დასასრულის ნიშნებს. ყველა შეშინებული დადიოდა, მაგრამ არავინ აღიარებდა. შერცხვენილები და თავდახრილები დადიოდნენ ქუჩაში, თვალს ვერ უსწორებდნენ ერთმანეთს. ზოგი მაინც არ აღიარებდა ამ თვალსაჩინო ფაქტს და ჯიუტად იმეორებდა გეჩვენებათ ყველაფერიო. ქალაქის სიცოცხლის უნარიანობა წყაროში წყლის დონესთან ერთად იკლებდა, მეგონა რომ უკვე ყველანი მკვდრები იყვნენ, სანამ ტერიტორიის დასაწვერად გაგზავნილმა გუშაგმა ცნობა არ მოიტანა სამხეთით მდებარე დიდი მდინარის შესახებ, რომელსაც უნდა გადაერჩინა დასაღუპად განწირული ქალაქი. დაზაფრულ მოსახლეობას, ბარგი ბარხანის ასაღებად ერთი კვირაც არ დასჭირვებია. წასვლის დღეს ქალაქის გასასვლელში ჭყლეტვა იყო. ყველას სურდა პირველი გასულიყო და თავისი ნაბიჯით ეტარებინა დანარჩენებიც.. მე ბოლოსკენ ვიდექი,მთლად ბოლო არა.აი ბრბო რომ ათ ნაწილად დაყო ,კარების მხრიდან, მეცხრეში ვიდგმებოდი, დაახლოებით...ჭყლეტვამ რამოდენიმე მოსახლე იმსხვერპლა, თუმცა ყველა ხარვეზის მიუხედავად ქალაქი მალე დაიცალა. იქ მხოლოდ ის მოხუცი დარჩა წყაროს დაშრობას რომ ღაღადებდა, როგორც შემდეგ გავიგე ქალაქის პირველი მოსახლე ყოფილა, ამბობდნენ ამიტომაც ეძნელა მისი დატოვებაო. სამი დღე იყო გასული მას შემდეგ რაც გზას დავადექით. ულამაზესი იყო გზის გარშემო მდებარე მინდვრები, უეკლო ვარდითა და იებით იყო მორთული და სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა. სამი დღის განმავლობაში თავზე ყვავების გუნდი დაგვჩხაოდა და გვამხნევებდა, ფეხის აჩქარებისკენ მოგვიწოდებდა, თან ლანძღავდა ძველ ქალაქს ახალს კი ხოტბას ასხამდა. (ახალ ადგილს თორემ ქალაქი ჩვენ უნდა აგვეშენებინა). როდესაც ჩვენს ქალაქზე რაიმე ცუდს იტყოდნენ ხალხი ახარხარდებოდა ხოლმე, განსაკუთრებით კი წინ მიმავალნი.ამაზე ვბრაზდებოდი, მიკვირდა თუ როგორ უცებ დაივიწყეს იმ ადგილის ამაგი. ამ სამი დღის განმავლობაში გულში მეწვეთებოდა ქალაქში დაბრუნების აზრი. ისე გაისმოდა ის ჩემში როგორც უკუნ,ცარიელ სარდაფში ისმის წყლის წვეთის დაცემის ხმა. მე მას ყურადღებას არ ვაქცევდი,თითქოს მეშინოდა მისი. უეცრად კენჭს ფეხი წამოვარტყი და წავიქეცი. ხალხში ჩოჩქოლი ატყდა , ზოგი იცინოდა , ზოგი გამარჯვებული მზერით მიყურებდა, უმეტესობას არც შევუმჩნევივარ,მხოლოდ ერთი მოვიდა და წამომაყენა, მადლობა გადავუხადე,კოჭლობით, მაგრამ გზა მაინც განვაგრძე. ნახევარი საათი არც იქნებოდა გასული პირველი წაქცევის შემდეგ როცა, ნატკენი ფეხი ქვიშის მარცვალს წამოვკარი და უფრო ძლიერად დავეცი. გულში სევდა ჩამეღვარა, გამახსენდა, როგორ დავხტოდი წყაროს პირას დაყრილ ლოდებზე. რაც ქალაქს მოვშორდი, თითქოს ძალა სულ გამომეცალა. მეორედ წამოდგომაში არავინ დამხმარებია, ერთმა ვითომ შემთხვევით ფეხიც კი დამადგა. რა მექნა?! ბრბოს კოჭლობით მივდევდი ერთი საათის განმავლობაში, ამასობაში კი ორ კილომეტრზე ჩამოვრჩი.. გარემოებებიდან გამომდინარე, მივხვდი რომ უკან დაბრუნება მომიწევდა, რადგან ძველი ქალაქი, ახალ ადგილთან შედარებით, ათჯერ უფრო ახლოს მაინც იქნებოდა. მოვბრუნდი, ასი ნაბიჯიც არ მექნებოდა გადადგმული უკან, ჩემი ქალაქისკენ, როცა კოულოდნელად ჩამოღამდა. გადავწვიტე დამეძინა, ვინაიდან ძალიან დაღლილი ვიყავი. გაღვიძებისას მზე უკვე პიკში იყო, თვალები მოვიფშვნიტე და რას ვხედავ, უწინ გზა თუ ია ვარდით იყო მოფენილი, ახლა ეკალ ბარდს დაეფარა. ყვავი მოვიდა ჩემთან და მითხრა, ნუღელავო, გასწავლი როგორ დაეწიო ბრბოსო, არასდროსაა გვიანო. მე მას არ მოვუსმინე, ძალიან არ მომწონდა ყვავები, ჩემს თავს მახსენებდნენ. ვეცადე მომეძებდა გასავლელი ამ ბარდებში, მაგრამ ადვილი გზის ძებნისას ვგრძნობდი როგორ ვიხევდი უკან, თითქოს ბევრდებოდა ჯაგნარი. შებინდებისას, როდესაც დასასვენებლად დავჯექი, გამახსენდა რომ ჩემი დაბადებისდღე იყო. გუშინ თექსვმეტი წლისა ვიყავი, იმ დღეს უკვე ჩვიდმეტინწელი შემსრულებოდა რაც დედამიწაზე დავაბიჯებ, მე კი თხუთმეტინწლის გავხდი. მეორე დღეს კიდევ განვაგრძე ადვილი გზის ძებნა.ყვავები მთელი დღე თავზე დამჩხაოდნენ,ერთი და იგივე ფრაზებით: ,, დაეწიე ხალხს" ,,რად ჩამორჩი?"...საღამო ხანს მივხვდი,რომ ადვილი გზა არ არსებობდა.ხვალ პირდაპირ ეკალ ბარდში უნდა მევლო.. სამი წელი გავიდა მას შემდეგ,რაც მე ქალაქში დასაბრუნებელ გზას დავადექი.მე უკვე თოთხმეტი წლის ვარ.მივდივარ და მგონი უკვე ოთხი კილომეტრი გავიარე.რაც უფრო ვუახლოვდები ქალაქს მით უფრო მეტი ყვავი დამჩხზავის თავზე. ბარდის ყლორტები გემრიელი ყოფილა თურმე. მის მეტი არაფერი მიჭამია მთელი გზაა.,მაგრამ ერთი ცალი ისე მანაყრებს თითქოს ტახი შემეჭამოს.. წყურვილს კი ის წვეთი მიკლავს ჩემს გულში,რომ ეცემა ახლა უკვე მთლად უკუნეთში არა ,მაგრამ მაინც ბნელ სარდაფში. კანიც დამსკდარი მაქვს, ფეხები მთლად გადაყვლეფილი,მაგრამ იცით მაინც რა ბედნიერი ვიყავი, ,ვგრძნობდი ტავისიფლებას, ვგრძნობდი რომ ფრენის ძალა მქონდა. აბა,რომ არ მეფრინა იქამდე რა მიმიყვანდა?! გზა ხომ დღითიდღე რთულდებოდა. ოცი წელი გავიდა რაც უკან დაბრუნება გადავწყიტე. ქალაქს ცხრამეტი კილომეტრით მივუახლოვდი.იმდენი ყვავია ცაში, სუნთქვა მიჭირს.ისე ეხლა გაცილებით წინ ვიქნებოდი ერთხელ,რომ არ მივბრუნებულიყავი.ნაკადული დავინახე სულ რაღაც ას ნაბიჯში.. არ მწყუროდა,მაგრამ მაინც დამძლია ცდუნებამ და წავედი მისკენ. ვაი ის ასი ნაბიჭი.თითქმის ერთი წელი მოვუნდი მის უკან გამოვლას.წამით აღარ მინდოდა გზის გაგრძელება,მაგრამ გამახსენდა ბავშვობის წლები,როდესაც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ ბედნიერებას თითქმის ვგრძნობდი,რადგან ძალიან ახლოს ვიყავი მასთან, რადგან უკვე ცხრა წლის ვიყავი. ორმორდაერთი წელია რაც გზაში ვარ.ქალაქს დავინახავდი,რომ არა ყვავები,რომლებიც უკვე ლაპარაკს აღარ ჯერდებოდნენ და სულში მიძვრებოდნენ.მატირებდნენ,რადგან სიმართლეს მეუბნებოდნენ,მე მართლაც არარაობა ვარ.არაფერი გავაკეთე თავის დროზე, ქალაქის დასაცავით. ცრემლები ტკივილს თუ მიყუჩებდნენ, მხოლოდ წამით,ყვავები კი აგრძელებდნენ კანში ძრომას.ისე გასჩხავიან, ისე თავგამოდებით მარწმუნებენ რომ არ დავბრუნდე, თანაც იმხელა ხმაზე, რომ ვერ გავიგებდი იმ წვეთის ხმას გულში რომ მქონდა, ვერ გავიგებდი მას, ადიდებული ნაკადულივით ღრიალი რომ არ დაეწყო, წყაროს ნაპირიდან მომავალ სიოს ვგრძნოდი კანის ქვეშ. ყლორტები აღარ მანაყრებდა. თუმცა არც მინდებოდა.ახლა როცა ქალაქამდე ორასამდე მეტრიღა დამრჩა გასავლელი.იცთ როგორ მეცოდებიან ისინი ვინც არ წამოვიდნენ უკან.. ძალიან მეცოდებიან.განა იმიტომ,რომ ვერ მიხვდნენ,რაოდენ ძვირფასია ქალაქი ჩვენთვის,განა იმიტომ რომ ვერ მიხვდნენ წყარო ჩვენივე მიზეზით რომ დაშრა,არამედ იმიტომ რომ მათ სხვა გზა არ აქვთ,მაინც მოუწევთ უკან დაბრუნება,და ჩემზე მეტი გზის გავლა მოუხდებათ ახლა კი მარტო აღარ ვარ პირველად მივხვდი რომ არც არადროს ვყოფილვარ მარტო მთელი ორმოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში.. რას ვიფიქრებდი რომ სამი წლისას გამინათდებოდა გონება...კი, მე ხომ სამი წლის ვიყავუ იმ დროს... სამი წლის ბავშვი. ორმოცდაოთხ წელს ორი დღე აკლია რაც გზაში ვარ და როგორც იქნა მივადექი ქალაქის კარებს.მივადექი და დავეცი.დავეცი ფიზიკურად.. ჩემმა სუსტმა სხეუმა ვერ გაუძლო ამხელა სიხარულს.. ამხელა სისავსეს რაც აქ ვიგრძენი.რას ვხედავ თვალცრემლიანი მოხუცი ჩემკენ გამოიქცა,ის მოხუცი,რომელიც ქალაქში დავტოვეთ.სახე გაბრწყინებული მომესალმა,წამომაყენა,მხარში შემიდგა და ჭიშკრისკენ გამიძღვა.მხოლოდ ახლა მივხვდი რომ მისი ხმა მესმოდა მთელი ამ ხნის მანძილზე წვეთების სახით. ისევ ვიგრძენი უწინდელი ძალა უწინდელი სიცოცხლე, უწინდელივით ვიგრძენი როგორ ამოძრავდა აწ უკვე დამშრალი სისხლი ძარღვებში.მივხვდი თუ რატომ არ ვიყავი მარტო.. მოხუცი ყოფილა ყოველთვის ჩემ გვერდით. როდესაც ჭიშკარს გავცდით, მომინდა მეკითხა რატომ მეხმარებოდა ამდენი ხანი, მეც ხომ ერთ-ერთი. ვიყავი. ვინც დასცინოდა მას…. თუმცა ის გაქრა. ქალაქს თვალი მოვავლე. ადამიანის ხელს მოკლებული ჯუნგლებს დამსგასებოდა ბუნება. შენობები არ დანგრეულიყო. უბედნიერესი ვიყავი. დიახ, ადამიანი რომელიც მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი და ადამიანს რომელსაც ორ დღეში, დედამიწაზე ყოფნის სამოცი წელი უნდა შემსრულებოდა, მივხვდი რომ ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, მივხვდი რომ ჯერ არ დავბადებულვარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ძალიან გამოხარდა რომ წაიკითხეთ და დატოვეთ კომენტარი, გამდლობთ. ქ. მზია, რა თქმა უნდა, მაკლია გამოცდილება, ყველა ჩემი ნაწერი, რომელზაც ახლა ვწერ, ჩანაწერი უფროა, დღიური აზრებისა რომელსაც იმედია განვავრცობ და ჩავურრმავდები როდესმე ძალიან გამოხარდა რომ წაიკითხეთ და დატოვეთ კომენტარი, გამდლობთ. ქ. მზია, რა თქმა უნდა, მაკლია გამოცდილება, ყველა ჩემი ნაწერი, რომელზაც ახლა ვწერ, ჩანაწერი უფროა, დღიური აზრებისა რომელსაც იმედია განვავრცობ და ჩავურრმავდები როდესმე
7. ვერაფერი გავიგე, თავი მეტკინა ფიქრისაგან , უწინდელიო, წინანდელიო ასეა, ძამიკო, ტრიალებს, ტრიალებს დედამიწა ტრიალებს. ვერაფერი გავიგე, თავი მეტკინა ფიქრისაგან , უწინდელიო, წინანდელიო ასეა, ძამიკო, ტრიალებს, ტრიალებს დედამიწა ტრიალებს.
6. მარადიული თემებია: დროის მსვლელობის თავისებურად აღქმა, დაბადება–არდაბადება, არსებობის ილუზორულობა, ცხოვრებისეული გზის გავლა, არგავლა, ფუჭად გავლა, ან არსის შეცნობა და საწყისთან დაბრუნება. კარგად წერთ. ამ ნაწერში, ჩემი აზრით, ოსტატობა დაგაკლდათ, ცხოვრებისეული გამოცდილება, თუმცა, მაინც საინტერესოა.
მარადიული თემებია: დროის მსვლელობის თავისებურად აღქმა, დაბადება–არდაბადება, არსებობის ილუზორულობა, ცხოვრებისეული გზის გავლა, არგავლა, ფუჭად გავლა, ან არსის შეცნობა და საწყისთან დაბრუნება. კარგად წერთ. ამ ნაწერში, ჩემი აზრით, ოსტატობა დაგაკლდათ, ცხოვრებისეული გამოცდილება, თუმცა, მაინც საინტერესოა.
5. რისი მადლობა, მადლობა თქვენ :) ხო, აი ეგაა, ხანდახან რომ გვგონია რომ უზუსტობაა და ამ დროს სწორედაც რომ დიდი სიზუსტე დევს შინ-ყველა ხომ ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით ვზომავთ, ვწონით და ვაფასებთ :) რისი მადლობა, მადლობა თქვენ :) ხო, აი ეგაა, ხანდახან რომ გვგონია რომ უზუსტობაა და ამ დროს სწორედაც რომ დიდი სიზუსტე დევს შინ-ყველა ხომ ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით ვზომავთ, ვწონით და ვაფასებთ :)
4. ,, მე წლები მემატებოდა სოფელს კი მოსახლეობა, უკვე ქალაქიც კი ეთქმოდა" ქალაქი გახდა, არამგონია უზუსტობა იყოს. და მეორე შეკითხვას რაც შეეხება ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია მოტხობისა და არ მინდა თქმა, ისედაც ცოტა კიტხულობა და მუღამი დაეკარგება მერე სულ :)))) რა თქმა უნდა, დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ და ვრცელი კომენტარი დამ8წერეთ, ვაფასებ და მიხარია ,, მე წლები მემატებოდა სოფელს კი მოსახლეობა, უკვე ქალაქიც კი ეთქმოდა" ქალაქი გახდა, არამგონია უზუსტობა იყოს. და მეორე შეკითხვას რაც შეეხება ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია მოტხობისა და არ მინდა თქმა, ისედაც ცოტა კიტხულობა და მუღამი დაეკარგება მერე სულ :)))) რა თქმა უნდა, დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ და ვრცელი კომენტარი დამ8წერეთ, ვაფასებ და მიხარია
3. ფინქ, პატარა უზუსტობებია, მაგალითად თავში გიწერია რომ წყაროს გარშემო სოფელია გაშენებული, მერე ქალაქიო. თუ სოფელში ქვეყანას გულისხმობთ, ხომ არ აჯობებს შემდეგშიც იგივე უწოდოთ?! კიდევ, ვერ გავიგე, თუ ამ სოფელსი დაბრუნებულს ასაკი აკლდება, მაშ 60 წელი როგორ შეუსრულდა ეგრევე? საინტერესო სიუჟეტია, ოდნავ ბურუსით მოცულიდ ა თუ ეს იყო ავტორის მიზანი, რომ გვაფიქროს-მაშ მიზანი მიღწეულია. ფინქ, პატარა უზუსტობებია, მაგალითად თავში გიწერია რომ წყაროს გარშემო სოფელია გაშენებული, მერე ქალაქიო. თუ სოფელში ქვეყანას გულისხმობთ, ხომ არ აჯობებს შემდეგშიც იგივე უწოდოთ?! კიდევ, ვერ გავიგე, თუ ამ სოფელსი დაბრუნებულს ასაკი აკლდება, მაშ 60 წელი როგორ შეუსრულდა ეგრევე? საინტერესო სიუჟეტია, ოდნავ ბურუსით მოცულიდ ა თუ ეს იყო ავტორის მიზანი, რომ გვაფიქროს-მაშ მიზანი მიღწეულია.
2. გმადლობთ, გამიხარდა რომ წაიკითხეთ ქალბატონო მზიანე, მაგრამ რა მიგნება? გმადლობთ, გამიხარდა რომ წაიკითხეთ ქალბატონო მზიანე, მაგრამ რა მიგნება?
1. ერთხელ გადაკითხვა არ მეყო ჩასაწვდომად და მორედ გულდასმით ჩავიკითხე.. კარგი მიგნება აგირჩევია... ერთხელ გადაკითხვა არ მეყო ჩასაწვდომად და მორედ გულდასმით ჩავიკითხე.. კარგი მიგნება აგირჩევია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|