 | ავტორი: ვანანო ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 9 ივლისი, 2020 |
"ყველაფერს თუ დაწერ ხალხი მონაგონად ჩაგითვლის, მაგრამ მონაგონი ყოველთვის გაუბედავია: მან ხალხის ნდობა უნდა მოიხვეჭოს, სიმართლე ამას არ დაგიდევს, რადგან არ ეშინია დაუჯერებელი გამოჩნდეს" რაბინდრანატ თაგორი
რატომ აქვს ჩემ მოთხრობა მშრალი შესავალი,- რადგან ოთხ გვერდში დიდი ინფორმაცია დაიტია, ის ფსიქოპორტრეტი რაც ჩაფიქრებული იყო ავტორის მიერ, შესავალში ხორციელდება თავისი ქმედებებით, რაც განაპირობებს მის შემდგომ ქცევებს ბავშვებისა და ზოგადად, ადამიანებისადმი დამოკიდებულებას. მოთხრობა წინააღმდეგობრივია, შეიცავს ფრაზებს "ჩანაწერებიდან", რითაც უამრავი ცხოვრებისეული დეტალი იკვეთება: ლიას ოჯახი, შვილები და მამის ტიპაჟი. რთულია, ერთბაშად ამ ყველაფრის გააზრება ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული დატვირთვის გვერდით. ეს ასეც იყო ჩაფიქრებული, რადგან მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი საკმარისად ჩავთვალე, ამ სიახლის როლი და მნიშვნელობა დამეკავშირებინა ლიტერატურულად უფრო გამართულ, აზრობრივად უფრო ალეგორიულ -მხატვრულ ნაწარმოებთან. მივესალმები ენერგოეფექტურობის მიერ დანერგილ ყველა სიახლეს, რათა დედამიწის ამოწურვადი რესურსები იქნეს შენარჩუნებული და განახლებული, ეფექტურად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რაც გლეხს მეტ დროს გამოუთავისუფლებს, მოგეხსენებათ დიდი შრომის გაწევა უწევს და ძალიან მცირეა მის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება- ვგულისხმობ ყურძნის ფასს ბაზარზე. ამ თემაზე უნდა მუშაობდეს ყველა ორგანიზაცია და სახელმწიფო. გლეხის შრომის სათანადოდ არდაფასება იწვევს დიდ რისკებს, განადგურდეს ვაზი, ფსიქოლოგიურ წნეხს - ამინდის ცვლილებაც კი. ყველაზე მეტად გლეხი- კაცი იჩაგრება. რაც შეეხება წალმისთვის "სივრცის გამოთავისუფლებას ჯგუფებში"- სკოლები და ბაღებში დანერგილი გათბობის სისტემა დიდი ხანი არაა რაც შეიცვალა, ყველას კარგად გვახსოვს ღუმელი და საკლასო ოთახებშივე შენახული შეშა, რაც სულაც არაა ეკოლოგიური საფრთხის შემცველი, -არაჰიგიენური. ამიტომაც ჩავთვალე, რომ არც თუ ისე არარეალური იქნებოდა სიუჟეტში ეს მონაკვეთი. სპეციალური გათბობის გვერდით ჩავრთე ბუხარი, უფრო მეტი დატვირთვისთვის, მხატვრულობისთვის, რათა მართლა მშრალი არ ყოფილიყო მოთხრობა. ბუხართან კითხვა, ნაცარქექია და სხვა პერსონაჟები ალბათ გაგხსენდათ, თუმც არ მსურდა ნაცარქექიისა და ბაყბაყდევის ენით საუბარი ნამდვილად, ეს ჩემი არჩევანია, არავის წინაშე ვიმართლებ თავს და არც არავის ვაკნინებ, საჭიროდ ჩავთვალე, ეს დამეწერა, უფრო მეტი სინათლისთვის, მკაფიობისთვის. ზინას პერსონაჟი არაა ცუდი, უბრალოდ განსხვავდება ლიასგან, რათა მკითხველმა გააკეთოს შედარება, რომლის მიდგომაა სწორი, რატომ და რა შემთხვევაში. "არაკეთილმოსურნე" არ ნიშნავს ბოროტს, ეს ის ადამიანია, ვისაც ამ შემთხვევაში ლიასი არ ესმის ან რაც ესმის სათავოსოდაა გაგებული. ხშირად ჩვენი მეამიტური ქცევა, გულიდან გაშვებული, დაუფიქრებელი, თუმც კეთილი, სხვანაირად ხვდებათ ყურში და ასეც თარგმნიან. ეს საკვანძო ფრაზა ფსიქოლოგიურ ჭრილში განხილული, დამჭირდა იმისათვის, ხაზი გაესვა მკითხველს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნას და რამდენად მნიშვნელოვანია ლიას მსოფლმხედველობაში ეს ნიუანსი- იცის ადამიანი და ცდილობს სასიკეთოდ მართოს მისი უნებლიე თუ ნებლითი ქცევა. ზინას მიხვედრილობა ადასტურებს ლიას ბავშვებთან დაკავშირებით, რომ მას შეუძლია გაზრდა, მასში არის ნაპერწკალი სიკეთის, ამიტომაც არ ვახდენ აქ ადამიანებისთვის იარლიყის მიწებებას, რომ ბოროტია ან ასეთია. დიალოგებისა და ფრაზების გააზრება ყველა შეკითხვის გასაღებია. "პირდაფჩენილები"-კიდევ ერთი საკვანძო ტერმინი, რატომ არ არის ლიტერატურული? კუთხურია თუ სლენგი? ზუსტად იტევს ჩემს სათქმელს- ბარტყები არიან პირდაფჩენილები, რა საკვებსაც მიუტანს დედა, დაუფიქრებლად სანსლავენ, ვერ აანალიზებენ, არგებთ თუ არა ეს საკვები. ამიტომაცაა დედის როლი განუზომელი შვილის ცხოვრებაში- რა ინფორმაციასაც მივაწვდით, ასე ვთქვათ იმით იშიფრება, კოდირდება- " ცარიელ დაფად დაბადებულებზე ჩვენ ვწერთ მის ხასიათს, ქცევასა და სურვილებს-რასაც ვუღვივებთ, რა მიმართულებასაც ვაძლევთ, იქით მიდის. "ავტობუსისკენ უბიძგა"- უბიძგა ზუსტად ის სიტყვაა, რამაც დაიტია ის ქმედება, რაც იმ დროს ყველაზე მეტად გამოხატავდა ლიას ქმედებას. ის ბიძგებით მართავს ბავშვებს, ძლიერი და სათუთი ხელის ბიძგებით, იმ მზის ენერგიით, რაც უფრო მკაფიო გახდა ვაზთან ზიარების შემდეგ. ეს ფანტასტიკური ელემენტი-მისი გადასხვაფერებისთვის, საკუთარი თავის ბოლომდე გაცნობიერებისთვის დასჭირდა ლიას და ლიასთვის კი მე- ავტორს. საკუთარ თავს თუ არ ეძებ, გარშემო ვერავის პოულობ, არ ცოცხლობ და ვერც ვერაფერს გრძნობ. " ავტობუსში შეფრინდა"- ლია ტრანსშია ჩავარდნილი, ვაზთან სიახლოვით, ამიტომაც ამ სიტყვაში დაცული უხილავი ფრთები ის საჭიროებაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა."ნაფოთლი"- ასევე ზუსტად გამოხატავს ალერგიურ გამოვლინებას ფიზიკურად. რაც შეეხება ძირითად მიზანს, რისი მიღწევაც მსურდა და რატომაც დავტვირთე ასე ეს ერთი ციდა მოთხრობა-საქმე გავირთულე, შემეძლო მართლაც ერთი დიალოგით მეთქვა სათქმელი ენერგოეფექტურობაზე და ალბათ გაუგებრობასაც არ გამოიწვევდა ჩემი ნაწარმოები. ჩემი ამოსავალი წერტილი არის ადამიანი, აქაც და ყველა ლექსში. ბავშვი ის ლარნაკია, რომელიც ჩვენი ხელის მოძრაობით ყალიბდება. ამ საუკუნეში ფუფუნებისკენ სწრაფვა უმთავრესი პრიორიტეტია. ადამიანებისთვის, ყველა რესურსიც მისკენაა მიმართული. ბავშვი რჩება უშინაარსოდ, უსახსროდ, სულიერ კრიზისს განიცდის და ყველა ბავშვი ცოდვაა მშობლისგან მიგდებული ყველაზე სანუკვარი საჩუქრიანად- ტელეფონი, ინტერნეტი, რითაც უნდა დაიკმაყოფილოს ის ფსიქო-სექსუალური მოთხოვნები, რასაც თავად მშობელი უნდა აკეთებდეს, მასთან საუბრით კომუნიკაციით, გაზიარებით, უაზრო ლაქლაქით, თამაშების მოგონებით( ჩემს ბავშვებთან ერთად მრავალ თამაშს ვიგონებ "ცუდი და კარგი" ჰქვია იმ თამაშს, რითაც ვიგებ, ყოველდღე რა მოხდა მათ ცხოვრებაში ცუდი და კარგი- ანუ რას აღიქვამენ ცუდ ფაქტად და პირიქით, საუკეთესო ხერხია, იმის გასაგებად, სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არა შენი შვილი. კითხვა ის მოვლენაა, რამაც უნდა დაუკმაყოფილოს ფანტაზია, აღზარდოს, სიამოვნება მოუტანოს, რათა სოციალურ ქსელში სხვისი ყურადღების მიპყრობის სურვილი არ გაუჩნდეს და მრავალი სხვა არაჯანსაღი ქცევის პროვოცირება მოხდეს სულიერების კრიზისის დროს. შეიძლება უხეში არგუმენტები მომყავს მაგრამ ეს სწორედ ისაა, რაც საკუთარ თავზე დაკვირვებით, ჩემს შვილებზე მრავალჯერ გამომიცდია. ჯერ პატარები არიან და ამიტაც ვამზადებ მათ დიდობისთვის. ისინი ჩაიდენენ შეცდომებს, თუმც მინდა განცნობიერებული ქონდეთ რა შედეგები მოჰყვება მათ საქციელს. ამდენი მკვლელობის ფონზე, სულიერი კრიზისი ჩვენს მომავალ თაობაში აშკარაა. აღზრდა და განათლება ერთადერთი იარაღია და სწორი მიდგომა კიდევ მნიშვნელოვანი ამ შედეგების დასადებათ. ამიტომაც არ გაგიკვირდებათ, რატომაა ჩემთან სხვა დანარჩენი მატერიალური ეფექტურობა მეათეხარისხოვანი. მე მივესალმები ყველა ჯანსაღ ქმედებას, რაც ადამიანის პიროვნების ჭეშმარიტ არს წაადგება, ბავშვებს სულიერებას მიცემს. დღეს ყველას აქვს ვილა, ფეშენებელური სახლი, ყველა რესურსს ადამიანურსა და სხვას, ამისთვის ხარჯავენ და რისთვის? ვისთვის? ურჩხულები იბუდებენ ჩვენს შვილებში ამ დროს, ჩვენ მათ გვერდით არ ვართ, ამიტომაც შემდეგ, ვერაფრით იკმაყოფილებენ საკუთარ ეგოს, ფსიქიკა უზიანდებათ უსიყვარულობით, მშობლებისგან მიღებული უნდობლობით, გაუცხოებით. მერე სხვაგან ეძებენ თავშესაფარს, ცუდ გარემოცვაში ავლენენ ნამდვილ სახეს, რადგან იციან იქ არ გაკიცხავენ. ისეთ კაცებს მიყვებიან, ვისგანაც უფრო ძლიერად უნდათ რომ იგრძნონ თავი, რადგან დაუცველად გრძნობდა ოჯახში თავს, ხშირად ასეთი კაცები მოძალადეები არიან. ასე ინგრევა უამრავი ადამიანის ცხოვრება, მერე მათი შვილები მშობლების შევდომების მსხვერპლნი უარეს მდგომარეობაში იზრდებიან: მკვლელებად, მოძალადეებად, მატყუარებად. ლიას ფსიქო- პორტრეტი და მასში ჩატეული ძირეული ცვლილებები, უცვლელად თაობებს შორის ომი, ეს რეალობაა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი თაობის წარმომადგენელია, საფუძვლიანი არგუმენტებით, პრაქტიკაში განხორციელებით, იმას რასაც ქადაგებ დამარწმუნებელი ფაქტორებია ბრძოლის გასაგრძელებლად. დღეს ათასი საშუალება არსებობს გაცნობიერდე სწორ მიდგომებში. ბავშვებს ველაპარაკოთ როგორც დიდებს, არ დავაკნინოთ მათი პიროვნულობა, მოვისმინოთ ყოველთვის რაც არ უნდა მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდეთ. ჩავებათ მათ საზრუნავში, რადგან ვაგრძნობინოთ რამდენად საჭირონი არიან ჩვენთვის, შეიყვარონ საკუთარი თავი, დააფასონ ადამიანური ღირებულებები, შეისწავლონ საკუთარი თავი, რათა სხვებსაც სათანადო საჭიროებებით მოექცნენ, რათა მართლა გაამართლოს ჩვენმა შრომამ მატერიალურმაც და სულიერმაც. მონსტრი თუ გაიზრდება, მას არც შენ დაჭირდები და არც ენერგოეფექტურობა.
მადლობა ყურადღებისთვის ჩემს მკითხველს!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. არაფრის მოლოდინი არ მაქვს, არც დასაწყისში ვარგოდა ეს მოთხრობა, გული არ მწყდება, თქვენს გარდა აქ ვერ ვნახე ნორმალური შეფასება და კომენტარი. არაფრის მოლოდინი არ მაქვს, არც დასაწყისში ვარგოდა ეს მოთხრობა, გული არ მწყდება, თქვენს გარდა აქ ვერ ვნახე ნორმალური შეფასება და კომენტარი.
18. ვანანო,
რა უნდა მოგიტანოს ამ პუბლიცისტურმა წერილმა როგორ ფიქრობ? რაც ამის წერას მოახმარე, ის დრო ვაზის ალერგიის რედაქტირებისთვის რომ გამოგეყენებინა, ხომ დაიდებოდა შედევრი? სამწუხაროა რომ ვერაფერი გაიგე ჩემი კომენტარიდან. 5 წლის ბავშვი ვენახში რომ შეუშვა სამუშაოდ, უფლებადამცველები ღობეზე გადაგკიდებენ, იმიტომ რომ ის ჯერ ქმედუუნაროა და არ შეიძლება მათი ექსპლუატაცია. - აქ რამე გაუგებარია? 4 ღერ შეშის ნაჭერზე, გახურებული "ფეჩის" ქვეშ რომ ინახავდენ, მაგაზე არ გქონდა ლაპარაკი იმ ნაწერში. მთელი ზამთრის საშეშე მარაგზე გქონდა ლაპარაკი, თუ ახლა რამე არ შეცვალე. ისე გონიერი ხალხი, მაგ 4 ნაჭერსაც ოთახის კარის წინ აწყობენ და ოთახში არ შეაქვთ, თუ სოხანეზე ცხოვრობენ და იქვე ძროხებიც თუ ყავთ დაბმული, ეგ აღარ ვიცი. არაკეთილმოსურნე პერსონაჟი ? უნდა ახსნა, რატომაა არაკეთილმოსურნე, თორემ პირიქით, ეგ ალერგიული ლია გამოგდით დაულაგებელი, რა უნდა, რას ერჩის იმ ზინას საერთოდ აბა? ესე იგი დღეს ყველას აქვს ვილა და ფეშენებელური სახლი? თქვენ რა საქართველოში არ ცხოვრობთ? უამრავი უსახლკაროა და ძალიან ბევრს შია კიდევაც და ვერც ამბობს, ჰოდა რისი ხაზგასმა გინდათ საერთოდ? პოლემიკა თუ არ გინდოდათ, მაშინ არც ეს ინსტრუქცია უნდა გამოგეფინათ. მე ახლავე წავშლიდი ამას თქვენს ადგილას, მაგრამ თქვენ არ წაშლით. საკუთარ მოთხრობაზე წერთ კრიტიკას, აქებთ როგორი კარგია და ჩვენ, მკითხველები თურმე ბნელები ვართ და ვერ გავიგეთ?
აღარ გავაგრძელებ და მოკლედ გკითხავთ: ერთი ციდა მოთხრობას, ორჯერ მეტი მოცულობის ინსტრუქცია რომ დაჭირდება ასახსნელად, ის მოთხრობა ვარგა?
ვანანო,
რა უნდა მოგიტანოს ამ პუბლიცისტურმა წერილმა როგორ ფიქრობ? რაც ამის წერას მოახმარე, ის დრო ვაზის ალერგიის რედაქტირებისთვის რომ გამოგეყენებინა, ხომ დაიდებოდა შედევრი? სამწუხაროა რომ ვერაფერი გაიგე ჩემი კომენტარიდან. 5 წლის ბავშვი ვენახში რომ შეუშვა სამუშაოდ, უფლებადამცველები ღობეზე გადაგკიდებენ, იმიტომ რომ ის ჯერ ქმედუუნაროა და არ შეიძლება მათი ექსპლუატაცია. - აქ რამე გაუგებარია? 4 ღერ შეშის ნაჭერზე, გახურებული "ფეჩის" ქვეშ რომ ინახავდენ, მაგაზე არ გქონდა ლაპარაკი იმ ნაწერში. მთელი ზამთრის საშეშე მარაგზე გქონდა ლაპარაკი, თუ ახლა რამე არ შეცვალე. ისე გონიერი ხალხი, მაგ 4 ნაჭერსაც ოთახის კარის წინ აწყობენ და ოთახში არ შეაქვთ, თუ სოხანეზე ცხოვრობენ და იქვე ძროხებიც თუ ყავთ დაბმული, ეგ აღარ ვიცი. არაკეთილმოსურნე პერსონაჟი ? უნდა ახსნა, რატომაა არაკეთილმოსურნე, თორემ პირიქით, ეგ ალერგიული ლია გამოგდით დაულაგებელი, რა უნდა, რას ერჩის იმ ზინას საერთოდ აბა? ესე იგი დღეს ყველას აქვს ვილა და ფეშენებელური სახლი? თქვენ რა საქართველოში არ ცხოვრობთ? უამრავი უსახლკაროა და ძალიან ბევრს შია კიდევაც და ვერც ამბობს, ჰოდა რისი ხაზგასმა გინდათ საერთოდ? პოლემიკა თუ არ გინდოდათ, მაშინ არც ეს ინსტრუქცია უნდა გამოგეფინათ. მე ახლავე წავშლიდი ამას თქვენს ადგილას, მაგრამ თქვენ არ წაშლით. საკუთარ მოთხრობაზე წერთ კრიტიკას, აქებთ როგორი კარგია და ჩვენ, მკითხველები თურმე ბნელები ვართ და ვერ გავიგეთ?
აღარ გავაგრძელებ და მოკლედ გკითხავთ: ერთი ციდა მოთხრობას, ორჯერ მეტი მოცულობის ინსტრუქცია რომ დაჭირდება ასახსნელად, ის მოთხრობა ვარგა?
17. ყველა ნაწარმოებს აქვს თავისი პათოსი, ტონი და ასე შემდეგ. უფლება გაქვთ არ მოგწონდეთ სუბიექტური მიზეზებით და არც გედავებით. ყველა ნაწარმოებს აქვს თავისი პათოსი, ტონი და ასე შემდეგ. უფლება გაქვთ არ მოგწონდეთ სუბიექტური მიზეზებით და არც გედავებით.
16. კადნიერება ახსენეთ ჩემს ნაწერთან დაკავშირებით. არც კი დაგაფიქრათ ამ მითხრობამ, თუმც აღიარეთ რომ ჭკუას გასწავლით და არ მოგწონთ. კადნიერება ახსენეთ ჩემს ნაწერთან დაკავშირებით. არც კი დაგაფიქრათ ამ მითხრობამ, თუმც აღიარეთ რომ ჭკუას გასწავლით და არ მოგწონთ.
15. ლაშას მივმართე, თქვენ რა შუაში ხართ? თუბთქვენს ნაწერზე არ გეაიამოვნათ ბოდიში, და ილიაზე მეც იგივე დავწერე, პოლემიკა არც მქონია, პატივის ცემით გესაუბრებოდით. პოლემიკაში ეგ მავიწყდება ხოლმე, უსაგნოთ ვმსჯელობ ლაშას მივმართე, თქვენ რა შუაში ხართ? თუბთქვენს ნაწერზე არ გეაიამოვნათ ბოდიში, და ილიაზე მეც იგივე დავწერე, პოლემიკა არც მქონია, პატივის ცემით გესაუბრებოდით. პოლემიკაში ეგ მავიწყდება ხოლმე, უსაგნოთ ვმსჯელობ
14. ილიასთან რომ პირდაპირაა სათქმელი გაცხადებული ასე ვარსად მინახავს. მოვრჩი თქვენთან პოლემიკას და მაინც არ მეშვებით. ილიასთან რომ პირდაპირაა სათქმელი გაცხადებული ასე ვარსად მინახავს. მოვრჩი თქვენთან პოლემიკას და მაინც არ მეშვებით.
13. ლაშა-გელაძე, ეგ სხვა რამეა, სიტუაციას რომ ანახებ სხვაა, დიდაქტიკურ ტონზე ვამბობ, როცა სიტუაციას ანახებს ავტორი დ ათავის. მოსაზრებას ამ სიტუაციის მოგვარებაზე რომელიმე პერსონაჟის პირით გადმოსცემს. აიი ილიას კაცია ადამიანი არის სიტუაციის დანახება და ძალიან მკაფიოდ და ძალიან მისაღებად ჩემთვის, ისევე ილიას. ოთარაანთ ქვრივი და ამ ქალის სიტყვით გამოსვლები არი ლს დიდაქტიკა და მიუღებელია ჩემთვის, კადნიერებად მიმაჩნია. ლაშა-გელაძე, ეგ სხვა რამეა, სიტუაციას რომ ანახებ სხვაა, დიდაქტიკურ ტონზე ვამბობ, როცა სიტუაციას ანახებს ავტორი დ ათავის. მოსაზრებას ამ სიტუაციის მოგვარებაზე რომელიმე პერსონაჟის პირით გადმოსცემს. აიი ილიას კაცია ადამიანი არის სიტუაციის დანახება და ძალიან მკაფიოდ და ძალიან მისაღებად ჩემთვის, ისევე ილიას. ოთარაანთ ქვრივი და ამ ქალის სიტყვით გამოსვლები არი ლს დიდაქტიკა და მიუღებელია ჩემთვის, კადნიერებად მიმაჩნია.
12. გეთანხმებით ლაშა. თუ მოგინდებათ აზრის გამოთქმა, რა თქმა უნდა გამიხარდება. გეთანხმებით ლაშა. თუ მოგინდებათ აზრის გამოთქმა, რა თქმა უნდა გამიხარდება.
11. არ წამიკითხავს , ვანანო ! ვეცდები საღამო ხანს წავიკითხო და მეტსაც დავწერ , თუ რასაკვირველია საინტერესი იქნება შენთვის . საფიქრელის დატოვებას რაც შეეხება რავიცი , გააჩნია . მთავარია კარგად იყოს ამბავი გადმოცემული და საინტერესოდ და საფიქრელის დამტოვებელი იქნება თუ არა ეს ჩემთვის არაა მთავარი )) ისეთ კარგ მწერლებს აქვთ მოთხრობები ხელის გულზე რო ჩანს ყველაფერი. არ წამიკითხავს , ვანანო ! ვეცდები საღამო ხანს წავიკითხო და მეტსაც დავწერ , თუ რასაკვირველია საინტერესი იქნება შენთვის . საფიქრელის დატოვებას რაც შეეხება რავიცი , გააჩნია . მთავარია კარგად იყოს ამბავი გადმოცემული და საინტერესოდ და საფიქრელის დამტოვებელი იქნება თუ არა ეს ჩემთვის არაა მთავარი )) ისეთ კარგ მწერლებს აქვთ მოთხრობები ხელის გულზე რო ჩანს ყველაფერი.
10. რატომ უნდა გამომეკიდოთ ვერ ვხვდები, ჩემი აზრი ვთქვი, საზოგადო ჭეშმარიტებას ხომ არ ვამტკიცებ რატომ უნდა გამომეკიდოთ ვერ ვხვდები, ჩემი აზრი ვთქვი, საზოგადო ჭეშმარიტებას ხომ არ ვამტკიცებ
9. კი ბატონო, როგორც თქვენ გინდათ. არ ვაპირებ სიტყვებზე გამოკიდებას. კი ბატონო, როგორც თქვენ გინდათ. არ ვაპირებ სიტყვებზე გამოკიდებას.
8. საერთოხ არ დამაფიქრა, ყველაფერი ცხადი იყო. ესაა პრობლემა სწორედ, შწფრინდა გაფრინდა. საერთოხ არ დამაფიქრა, ყველაფერი ცხადი იყო. ესაა პრობლემა სწორედ, შწფრინდა გაფრინდა.
7. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ საფიქრალს უნდა გიტოვებდეს ავტორი: ჩემი ყველა ლექსი ასეთია და აქამდე მიწევს იმ კომენტარების მოგერიება, რომ "ამირან გულში მღეროდას" არ ვწერ. დავტოვე ამ მოთხრობაში მრავალი კითხვის ნიშანი, გასააზრებელი, ზინას პერსონაჟით დაწყებული, მამა და თავად ლიაც კი, რომლის აზრებიც თითქოს ზედაპირულია. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ საფიქრალს უნდა გიტოვებდეს ავტორი: ჩემი ყველა ლექსი ასეთია და აქამდე მიწევს იმ კომენტარების მოგერიება, რომ "ამირან გულში მღეროდას" არ ვწერ. დავტოვე ამ მოთხრობაში მრავალი კითხვის ნიშანი, გასააზრებელი, ზინას პერსონაჟით დაწყებული, მამა და თავად ლიაც კი, რომლის აზრებიც თითქოს ზედაპირულია.
6. კომპლექსი არ მაქვს, ამის დასტურია სწორედ ეს წერილი, რატომ გინდათ გითხრათ? კომპლექსი რომ მქონოდა იმის, თუ რამდენი შეცდომა დავუშვი და რატომ გადავუხვიე საკონკურსო თემას, ამ განმარტებებს აქ ვერ იხილავდით. ეს წერილი ის პასუხისმგებლობაა, რამაც თვითონ ეს მოთხრობა დამაწერინა, კომენტარებში იყო კითხვები დასმული, იმ მომენტისთვის ვერ გავეცი პასუხი და მერე ვიფიქრე დროს დავუთმობდი ამაზე მსჯელობას. მადლობა ფინქ, ისიც კარგია რომ დაგაფიქრათ. კომპლექსი არ მაქვს, ამის დასტურია სწორედ ეს წერილი, რატომ გინდათ გითხრათ? კომპლექსი რომ მქონოდა იმის, თუ რამდენი შეცდომა დავუშვი და რატომ გადავუხვიე საკონკურსო თემას, ამ განმარტებებს აქ ვერ იხილავდით. ეს წერილი ის პასუხისმგებლობაა, რამაც თვითონ ეს მოთხრობა დამაწერინა, კომენტარებში იყო კითხვები დასმული, იმ მომენტისთვის ვერ გავეცი პასუხი და მერე ვიფიქრე დროს დავუთმობდი ამაზე მსჯელობას. მადლობა ფინქ, ისიც კარგია რომ დაგაფიქრათ.
5. ადრე, 2018 წელი იყო, ენ გეითსი იყო ერთი იუზერი აქ და დამიწერა ჩემს მოთხრობქზე, მიყვარს საფიქრალს რომ მიყოვებს ავტორიო, რომელიც 2019 წელს მივ ვდი რას გულისხმობდა და დღებდე მადლობელი ვარ მისი. იქნებ თქვენც იფიქროთ ამაზე... ანას დაიუჯერეთ, მე თუ არა :)))) ადრე, 2018 წელი იყო, ენ გეითსი იყო ერთი იუზერი აქ და დამიწერა ჩემს მოთხრობქზე, მიყვარს საფიქრალს რომ მიყოვებს ავტორიო, რომელიც 2019 წელს მივ ვდი რას გულისხმობდა და დღებდე მადლობელი ვარ მისი. იქნებ თქვენც იფიქროთ ამაზე... ანას დაიუჯერეთ, მე თუ არა :))))
4. ვანანო, რატომ გაქვთ ის კომპლექსი თუ რაცაა, რომ. ვერ იგებენ თქვენზ ნაწწერს? მითუმეტეს ამ მოთხრობას? რეალიზმის სტილში დაწერილი დიდდაქტიკური მოტხორბაა, სადაც ლია მას2ავლებლის პირით ყველაფერი პირდაპირაა ნათქვამი მიმთითებლურად, სად რა ვის ან როგორ ვერ უნდა გაეგო რეალიზმის სტილის მოთხრობაში, ყველაფერი წერია, ყველაფერი, ყველაფერი, ჭკუას მასწავლის თქვენი მოთხრობა, ამიტომ არ მომეწონა ვანანო, რატომ გაქვთ ის კომპლექსი თუ რაცაა, რომ. ვერ იგებენ თქვენზ ნაწწერს? მითუმეტეს ამ მოთხრობას? რეალიზმის სტილში დაწერილი დიდდაქტიკური მოტხორბაა, სადაც ლია მას2ავლებლის პირით ყველაფერი პირდაპირაა ნათქვამი მიმთითებლურად, სად რა ვის ან როგორ ვერ უნდა გაეგო რეალიზმის სტილის მოთხრობაში, ყველაფერი წერია, ყველაფერი, ყველაფერი, ჭკუას მასწავლის თქვენი მოთხრობა, ამიტომ არ მომეწონა
3. აქ გავცემ ყველა კითხვას პასუხს, რა საკითხიც გამომრჩა. :) აქ გავცემ ყველა კითხვას პასუხს, რა საკითხიც გამომრჩა. :)
2. ხო, კიდევ ერთი საკითხი გამომრჩა: რომ ბავშვები პატარები არიან იმისათვის, თვითონ შეაგროვონ წალამი. არ დავეთანხმები ამ მოსაზრებას.ბავშვი არასდროსაა პატარა აქტივობისთვის, სასიამოვნო შრომისთვის, გაზრდისთვის, სულიერებისთვის, რაც კეთდება მშობლისა თუ აღმზრდელის მიერ. კეთებით სწავლა და გონებრივი განვითარება ერთადერთი სწრაფი შედეგის დამდებია. ხო, კიდევ ერთი საკითხი გამომრჩა: რომ ბავშვები პატარები არიან იმისათვის, თვითონ შეაგროვონ წალამი. არ დავეთანხმები ამ მოსაზრებას.ბავშვი არასდროსაა პატარა აქტივობისთვის, სასიამოვნო შრომისთვის, გაზრდისთვის, სულიერებისთვის, რაც კეთდება მშობლისა თუ აღმზრდელის მიერ. კეთებით სწავლა და გონებრივი განვითარება ერთადერთი სწრაფი შედეგის დამდებია.
1. უკაცრავად შეცდომებისთვის, სიჩქარისა და მოუცლელობის ბრალია!! :) უკაცრავად შეცდომებისთვის, სიჩქარისა და მოუცლელობის ბრალია!! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|