 | ავტორი: მზიანე ჟანრი: პოეზია 31 ივლისი, 2020 |
შენ ხარ დილის ამოფრენა და საღამოს ბინდ-ბუნდი, რაღად მინდა მერე ლხენა თუ კი შენ დამიდუმდი. შენ ხარ ჩემი მოიმედე, საბუდარი, საძვალე, სააქაოს მოიხედე, მეტად ნუღარ მაწვალებ. ჩემო დასაფიცარო და გადაღლილო ოცნებავ, ჩემო კუბოს ფიცარო და ჩემო პატიოსნებავ. შენ ხარ დილის ამოფრენა და საღამოს ბინდ-ბუნდი, რაღად მინდა მერე ლხენა თუ კი შენ დამიდუმდი! პ.ს. ესეც ადრინდელია, როგორც სხვა დანარჩენი უმრავლესობა. რაღაც პატრიოტული ტალღა ,,მეცა“ და სანამ არ გადაივლის ან გადამივლის, ასე ვიქნები))))))

| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მთებიცააა...ზღვებიც....და კიდე ჩვენც! სერგეი მთებიცააა...ზღვებიც....და კიდე ჩვენც! სერგეი
8. ოჰ ეს სამშობლო....რომელიც განა მარტო ლამაზი მთებია ? :) ოჰ ეს სამშობლო....რომელიც განა მარტო ლამაზი მთებია ? :)
7. ამ ლექსს მეტი სხვა ღირებულება რომც არ ქონდეს,მარტო ამ შეფასებისთვის ღირდა დაწერად კობა-ბ.ძალიან დიდი მადლობა...კიდევ უფრო ღირებულის წერისკენ მიბიძგეთ თქვენ, რომ იცოდეთ. ამ ლექსს მეტი სხვა ღირებულება რომც არ ქონდეს,მარტო ამ შეფასებისთვის ღირდა დაწერად კობა-ბ.ძალიან დიდი მადლობა...კიდევ უფრო ღირებულის წერისკენ მიბიძგეთ თქვენ, რომ იცოდეთ.
6. ამ ლექსს მეტი სხვა ღირებულება რომც არ ქონდეს,მარტო ამ შეფასებისთვის ღირდა დაწერად კობა-ბ.ძალიან დიდი მადლობა...კიდევ უფრო ღირებულის წერისკენ მიბიძგეთ თქვენ, რომ იცოდეთ. ამ ლექსს მეტი სხვა ღირებულება რომც არ ქონდეს,მარტო ამ შეფასებისთვის ღირდა დაწერად კობა-ბ.ძალიან დიდი მადლობა...კიდევ უფრო ღირებულის წერისკენ მიბიძგეთ თქვენ, რომ იცოდეთ.
5. პატრიოტიზმი, ეს ყველაზე ზნემაღალი ადამიანურობის გამომსახველობაა და რა სამწუხაროა, რომ ეს ბევრ ადამიანში საერთოდ არ არის.
ლამაზი ლექსია, ბევრი სევდით და სიღრმით. გმადლობთ იმ სიამოვნებისთვის, რაც ამ ლამაზი შემოქმედებით განმაცდევინეთ და თქვენ - ამ განსაკუთრებულობისთვის
პატივისცემით პატრიოტიზმი, ეს ყველაზე ზნემაღალი ადამიანურობის გამომსახველობაა და რა სამწუხაროა, რომ ეს ბევრ ადამიანში საერთოდ არ არის.
ლამაზი ლექსია, ბევრი სევდით და სიღრმით. გმადლობთ იმ სიამოვნებისთვის, რაც ამ ლამაზი შემოქმედებით განმაცდევინეთ და თქვენ - ამ განსაკუთრებულობისთვის
პატივისცემით
4. უპირველეს ყოვლისა მადლობა გურამმმ, ძალიან ყურადღებით რომ კითხულობთ. რაც შეეხება უფრო გაშლილად და დეტალურად ემოციისა თუ ძირითადი სათქმელის გადმოცემას, ნაკლებად მახასიათებს. უმეტესწილად მოკლედ ვწერ, ,,დაფლული" აზრებითა და ემოციებით. თან მკითხველს ხშირად ვუტოვებ თავისეული ინტერპრეტაციის საშუალებას. მაქვს ბევრი მინიმა. ზოგადად, იშვიათად ვწერ ვრცლად. უპირველეს ყოვლისა მადლობა გურამმმ, ძალიან ყურადღებით რომ კითხულობთ. რაც შეეხება უფრო გაშლილად და დეტალურად ემოციისა თუ ძირითადი სათქმელის გადმოცემას, ნაკლებად მახასიათებს. უმეტესწილად მოკლედ ვწერ, ,,დაფლული" აზრებითა და ემოციებით. თან მკითხველს ხშირად ვუტოვებ თავისეული ინტერპრეტაციის საშუალებას. მაქვს ბევრი მინიმა. ზოგადად, იშვიათად ვწერ ვრცლად.
3. "რაღად მინდა მერე ლხენა თუ კი შენ დამიდუმდი."
"სააქაოს მოიხედე, მეტად ნუღარ მაწვალებ."
მართლაც რა გიჟური და არაადეკვატურია სიხარული და ბედნიერება მაშინ, როდესაც იტაკზე დაბიჯებისას ჭრაჭუნის ხმა არ ისმის და სამყარო პასუხს არ სცემს შენს მოქმედებას. მდუმარე სამშობლო, სიკვდილის კლანჭებში მოქცეული და ღამის ბინდ-ბუნდიდან ვეღარ გამოსული - ალბათ, ყველაზე ტრაგიკული სურათია.
სააქაოს უნდა მოიხედოს? ანუ სადმეა წასული ან სხვაგან იმზირება? საინტერესოა, აქ რას გულისხმობთ. მით უფრო, რომ სამშობლოს მიერ სააქაოს მოხედვა აღარ გაგაწვალებთ და დამშვიდდებით. განა ვერ ვხვდები, რა აწვალებს ავტორს და რა არ აძლევს მოსვენებას, მაგრამ მინდა, რომ ვრცლად გაშალოთ ეს ყველაფერი. ზოგადად, ძალიან მიყვარს მხატვრული ეფექტების განმარტება. "რაღად მინდა მერე ლხენა თუ კი შენ დამიდუმდი."
"სააქაოს მოიხედე, მეტად ნუღარ მაწვალებ."
მართლაც რა გიჟური და არაადეკვატურია სიხარული და ბედნიერება მაშინ, როდესაც იტაკზე დაბიჯებისას ჭრაჭუნის ხმა არ ისმის და სამყარო პასუხს არ სცემს შენს მოქმედებას. მდუმარე სამშობლო, სიკვდილის კლანჭებში მოქცეული და ღამის ბინდ-ბუნდიდან ვეღარ გამოსული - ალბათ, ყველაზე ტრაგიკული სურათია.
სააქაოს უნდა მოიხედოს? ანუ სადმეა წასული ან სხვაგან იმზირება? საინტერესოა, აქ რას გულისხმობთ. მით უფრო, რომ სამშობლოს მიერ სააქაოს მოხედვა აღარ გაგაწვალებთ და დამშვიდდებით. განა ვერ ვხვდები, რა აწვალებს ავტორს და რა არ აძლევს მოსვენებას, მაგრამ მინდა, რომ ვრცლად გაშალოთ ეს ყველაფერი. ზოგადად, ძალიან მიყვარს მხატვრული ეფექტების განმარტება.
2. ხო მზია, გადაიღალა ჩვენი სამშობლო ჩვენი ამდენი დაუდევრობითა და შეცდომებით! ხო მზია, გადაიღალა ჩვენი სამშობლო ჩვენი ამდენი დაუდევრობითა და შეცდომებით!
1. ჩვენი გადაღლილი სამშობლო
ჩვენი გადაღლილი სამშობლო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|