ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2020


უსიყვარულოდ დაწერილი ლექსი

დიდი ხანია ლექსის წერას გადავეჩვიე, - ვერ მივეჩვიე
უსიყვარულოდ წერას და ფიქრებს...
ეს ღამეც იქნებ
გადავაგორო და მზეს შიშველი
ხელებით მივწვდე.
***
მე რომ მიყვარდა, სხვანაირი ვიყავი მაშინ,
ან უფრო ზუსტად სხვანაირად
ვცხოვრობდი ალბათ, რადგან არასდროს
მეშინოდა წვიმის და ქარის,
რადგან არასდროს არ
მიგრძვნია
ისეთი დაღლა, როგორიც ახლა დამჩემდა ბოლოს.
**
მე რომ მიყვარდა, ღმერთო, როგორ მიყვარდა მაშინ...
მიყვარდა ძლიერ, მტანჯავდა მისი
დაკარგვის შიში
და როგორც კაცი ღელვის დროს ზღვაში,
და როგორც კაცი ღელვის დროს ნავში,
ისე ვდარდობი,
რომ არასოდეს არ ეგრძნო არვის
მისი თითები.
***
დიდი ხანია ლექსის წერას გადავეჩვიე, - ვერ მივეჩვიე
უსიყვარულოდ წერას და ფიქრებს...
ეს ღამეც იქნებ
გადავაგორო და მზეს შიშველი
ხელებით მივწვდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს