 | ავტორი: სამურაი ჟანრი: პოეზია 12 აგვისტო, 2020 |
ასფალტზე ორი მწოლიარე ძაღლი - კადრი, რომელიც გვეუბნება: სძინავთ, ან ამ აუტანელ სიცხეს დანებდნენ. ამის მიღმა ვერაფერს დაინახავ თუ არ გინდა, თუ გინდა - პოლიტიკამდე დახვალ;
ტექსტები აისბერგებივით არიან, მრავალშრიანი ქვეტექსტებით. ხანდახან ასეც ხდება, გაგაკვირვებს მავანის აღქმა შენი ნათქვამის, სახარებამდეც რომ აიყვანს ზოგჯერ. ბუნდოვანება მკითხველს სხვა რელსებზე ვერ დააყენებს. იმიტომ რომ ლექსი უყვარს და ცდილობს გაგებას იმის, რასაც შინაარსს ვერ უსადაგებს, რასაც მუსიკა არ მოეპოვება, მაგრამ ლექსია;
იქნებ მთქმელს სათქმელის ჩარჩოში ჩასმა კუბოს აგონებს? ხოლო რითმები მასზე ლურსმების დაჭედების ხმას? და ამიტომ, ის გაზაფხულის მდინარესავით კალაპოტიდან გადმოსვლის უფლებას აძლევს თავს, იქნებ მხოლოდ აქ და ასე პოულობს თავისუფლებას?!
როცა ბავშვი ეცემა, ცრემლს „ვაიმე დედას“ ამოაყოლებს. გაიზრდება, დედას ღმერთით ანაცვლებს და ინსტიქტამდე აჰყავს „ღმერთო მიშველე!“.
დრო ყველაფერს ცვლის. არ სჭირდება თავისუფალ ლექსს სიტყვით შეწევნა ჩემისთანების, მაგრამ, ნეტავ ვიცოდე, როცა სტკივათ როგორ კვნესიან, (ვგონებ რიტმულად) ისინი, ვინც არ ცნობენ მას.
ნეტარ არს, ვინც საკუთარი ნიჭი, ცოდნა და სიტყვა სახარებას დაუკავშირა, ჩაასვენა სადაც არს, ქვაც დაადგა დაბადების თარიღით და სჯერა, როცა უნდა, ვისაც უნდა მაშინ მიაგნებს. ქარში გაფენილ „პროსტინასავით“ კი არ დაიკარგება.
მინდა მხოლოდ იმით ვხარობდე, რამაც დაბადა გზა სახარებამდე, მაგრამ ვდარდობ უგზოობაზე, ყოველთვის, ახლაც, სანამ ამ გაუსაძლის სიცხეს მინებებულ ძაღლებს ჩავუვლი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მზიანე, მადლობა ყურადღებისთვის. მზიანე, მადლობა ყურადღებისთვის.
20. +5 დანარჩენი უკვე ითქვა: ასეც და ისეც +5 დანარჩენი უკვე ითქვა: ასეც და ისეც
19. კარგად რომ აღიქვით, ეგეც კარგია :) კარგად რომ აღიქვით, ეგეც კარგია :)
18. ლექსად ვერ აღვიქვი, მაგრამ კარგია. ლექსად ვერ აღვიქვი, მაგრამ კარგია.
17. ზარქუა, გმადლობთ. ზარქუა, გმადლობთ.
16. ეს არის კარგი ლექსი ! არანაირი ჩანახატი და ა.შ. რა თემასაც ურტყამს, ისევ იმ თემაზეა საუბარი კომენტარებში, რაც კომიკურია. ეს არის კარგი ლექსი ! არანაირი ჩანახატი და ა.შ. რა თემასაც ურტყამს, ისევ იმ თემაზეა საუბარი კომენტარებში, რაც კომიკურია.
15. ეგოისტებში თქვენ კი არა,ის გამოცდილი და მცოდნე ავტორები ვიგულისხმე,ვინც მხოლოდ დებს ნაწერს და სხვას არ ეხმარება გაზრდაში ან თავის პოვნაში.არადა ამ საიტის ერთერთი ამოცანა ა მიზანი სწორედ ეგაა. წარმატებას გისურვებთ. კიდევ გავეცნობი თქვენს შემოქმედებას ,ამჯერად ჩუმად,რომ რამეთი არ გაწყენინოთ ეგოისტებში თქვენ კი არა,ის გამოცდილი და მცოდნე ავტორები ვიგულისხმე,ვინც მხოლოდ დებს ნაწერს და სხვას არ ეხმარება გაზრდაში ან თავის პოვნაში.არადა ამ საიტის ერთერთი ამოცანა ა მიზანი სწორედ ეგაა. წარმატებას გისურვებთ. კიდევ გავეცნობი თქვენს შემოქმედებას ,ამჯერად ჩუმად,რომ რამეთი არ გაწყენინოთ
14. სწორად გავიგე ე.ი. რატო გეუხცოვათ ის რომ დოგმასავით ჩამოაყალიბეთ თქვენი დამოკიდებულებები.შეუმცდარი არავინ ვართ. მეც არ მსურს ვინმეს ჩემზე გადამეტებული წარმოდგენა ქონდეს, ამიტომაც დავცინი საკუთარ თავს, სარკაზმით. მადლობა :))
სწორად გავიგე ე.ი. რატო გეუხცოვათ ის რომ დოგმასავით ჩამოაყალიბეთ თქვენი დამოკიდებულებები.შეუმცდარი არავინ ვართ. მეც არ მსურს ვინმეს ჩემზე გადამეტებული წარმოდგენა ქონდეს, ამიტომაც დავცინი საკუთარ თავს, სარკაზმით. მადლობა :))
13. გილო, გმადლობთ. გილო, გმადლობთ.
12. ფლორენცია, ეგოისტები ყველანი ვართ, მაგრამ თქვენ რა იცით ვკითხულობ თუ არა სხვის ნაწერებს? რადგან კომენტარებს არ ვტოვებ ? :) მარტივი ლოგიკაა, გაართულეთ :) იქნებ არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, ვტოვებ კომენტარს იმიტომ, რომ სამაგიეროთი დავავალდებულო. ეს ერთი, მეორეც, ჩვენთან მაინც არ უყვართ კრიტიკის მოსმენა და აზრს ვერ ვხედავ ვინმე გადავიკიდო.:) შეფასებით შემოვიფარგლები ამ ეტაპზე. ისე კი გეთანხმებით, რომ უმრავლესობას მხოლოდ საკუთარი ნაწერის განხილვა და შეფასება აინტერესებს. სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ?! ფლორენცია, ეგოისტები ყველანი ვართ, მაგრამ თქვენ რა იცით ვკითხულობ თუ არა სხვის ნაწერებს? რადგან კომენტარებს არ ვტოვებ ? :) მარტივი ლოგიკაა, გაართულეთ :) იქნებ არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, ვტოვებ კომენტარს იმიტომ, რომ სამაგიეროთი დავავალდებულო. ეს ერთი, მეორეც, ჩვენთან მაინც არ უყვართ კრიტიკის მოსმენა და აზრს ვერ ვხედავ ვინმე გადავიკიდო.:) შეფასებით შემოვიფარგლები ამ ეტაპზე. ისე კი გეთანხმებით, რომ უმრავლესობას მხოლოდ საკუთარი ნაწერის განხილვა და შეფასება აინტერესებს. სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ?!
11. ვანანო, დიახ დამოკიდებულებას ეხება. არ მეგონა განხილვას თუ მომთხოვდა ვინმე, თუმცა რადგან ითხოვთ და მეც მცალია, განვიხილოთ.
„ასფალტზე ორი მწოლიარე ძაღლი - კადრი, რომელიც გვეუბნება: სძინავთ, ან ამ აუტანელ სიცხეს დანებდნენ. ამის მიღმა ვერაფერს დაინახავ თუ არ გინდა, თუ გინდა - პოლიტიკამდე დახვალ;“
ძალღლები ლექსში შემთხვევით მოხვვდნენ, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე შევეჩეხე. ბევრი ფიქრი და შორიახლო ტრიალი სულაც არ სჭირდება ლექსს, თუ სათქმელი გაქვს რამე, ძაღლებსაც გამოიყენებ. რას ხედავს ადამიანი როცა გზაზე მათ ხედავს, არაფერს მათ გარდა, ისევე როგორც ზედაპირულად ლექსის მკითხელი, გადაიკითხავს და წავა, როგორც თავის გზაზე მიმავალი ადამიანი ჩაუვლის ზემოთ ხსენებულ ძაღლებს. ის ვინც მეტად დაინტერესდება, კარგად შეათვალიერებს, აქვთ თუ არა ყურზე ბირკა, ანუ ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ არაიან თუ არა. ამათ მე ტექნიკურად გამართულობის, სასვენი ნიშნების და მართლმეტყველების დამცველების მახვილი მზერის მქონე მკითხველებს შევადარებდი. ხოლო ის ვინც უსიტყვოდ ვერ შეძლებს ჩავლას და იტყვის რომ განვითარებული ქვეყნის დედაქალაქს არ ეკადრება, თუნდაც გამრავლების უფლებაჩამორთმეული ბირკიანი ძაღლების, მის მთავარ გამზირზე წანწალი და პოლიტიკამდე დავა, ისევე როგორც ზოგიერთი თავისუფალი ლექსის მოძულე თუ არა, დამკნინებელი მაინც, იტყვის რომ თუ სტრიქონები ზომაში არ ემთხვევა და მათი დაბოლოვება არ ერითმება ერთმანეთს ლექსად არ შეიძლება იწოდებოდეს და ა.შ.
„ტექსტები აისბერგებივით არიან, მრავალშრიანი ქვეტექსტებით. ხანდახან ასეც ხდება, გაგაკვირვებს მავანის აღქმა შენი ნათქვამის, სახარებამდეც რომ აიყვანს ზოგჯერ. ბუნდოვანება მკითხველს სხვა რელსებზე ვერ დააყენებს. იმიტომ რომ ლექსი უყვარს და ცდილობს გაგებას იმის, რასაც შინაარსს ვერ უსადაგებს, რასაც მუსიკა არ მოეპოვება, მაგრამ ლექსია;“
ეს სტროფი პოეზიის მოყვარულებზეა, პოეზიით რომ საზრდოობენ და ლექსში მათთვის გაუგებარ, ან ბუნდოვან ადგილებს იდუმალებად აღიქვამენ, საკუთარი ფანტაზიით ავრცობენ და იმას იღებენ რასაც ეძებენ. მომხმარებლები, პოეზიის ჭეშმარიტი მოყვარულები. მეც ასეთად მოვიაზრებ თავს.
„იქნებ მთქმელს სათქმელის ჩარჩოში ჩასმა კუბოს აგონებს? ხოლო რითმები მასზე ლურსმების დაჭედების ხმას? და ამიტომ, ის გაზაფხულის მდინარესავით კალაპოტიდან გადმოსვლის უფლებას აძლევს თავს, იქნებ მხოლოდ აქ და ასე პოულობს თავისუფლებას?!“
ეს სტროფი თავის მართლებაა და არა მხოლოდ ჰგავს მას, რადგან თავის მართლება ერთგვარი თავდაცვაცაა, თავისუფალი ლექსის მოძულეთაგან. ვინაიდან იგნორირებაც ქმედებაა და არანაკლებ მტკივნეული ვიდრე დაცინვა, არ აღიარება და ა.შ. თუმცა მეორე მხრივ კლასიკური ლექსის ჩარჩოდან გასვლის მიზეზიც არაერთი შეიძლება იყოს, მათ შორის ობიექტურიც, მაგ. დროის უქონლობა, რომელიც საჭიროა მის დასამუშავებლად. განსაკუთრებით მაშინ როცა ლექსის წერა კონკრეტული მიზნების მისაღწევად არ სჭირდება ადამიანს. ბოლო-ბოლო, იქნებ კომფორტულია ასე წერა?!
„როცა ბავშვი ეცემა, ცრემლს „ვაიმე დედას“ ამოაყოლებს. გაიზრდება, დედას ღმერთით ანაცვლებს და ინსტიქტამდე აჰყავს „ღმერთო მიშველე!“. “
ეს ნიშნავს, რომ დრო იცვლება და პოეზიის მაძიებელისთვისაც იცვლება ის, ამით იმას კი არ ვამბობ, რომ თავისუფალი ლექსია ახალი, არამედ ვისთვისაც ახლად დაიბადება მისთვის იქნება ახალი.
„დრო ყველაფერს ცვლის. არ სჭირდება თავისუფალ ლექსს სიტყვით შეწევნა ჩემისთანების, მაგრამ, ნეტავ ვიცოდე, როცა სტკივათ როგორ კვნესიან, (ვგონებ რიტმულად) ისინი, ვინც არ ცნობენ მას.“
აქ გულიწყრომა იკითხება ჩემი, მაგრამ მსუბუქი, რადგან იმ ადამიანების რიცხვი ძალიან მცირეა ვინც პოეზიას კითხულობს. ჩვენ, ვისაც ფრენდებად მოლექსეები გვყავს უმრავლესობაში, გვგონია რომ ყველა მეორე წერს ლექსს, სინამდვილეში მათი პროცენტი ძალიან დაბალია, პროზის მკითხველთან შედარებით და მით უმეტეს მოსახლეობის რაოდენობას თუ შევადარებთ. ამიტომ მინდა გავუფრთხილდე თვითეულს, ამიტომაცაა, რომ მიწევს ხშირი თავის მართლება რატომ თავისუფალი ლექსი და არა კონვენცია. არა იმიტომ როგორც ზოგიერთს ჰგონია რომ ადვილია, ჩემთვის შესაძლოა ეტაპი იყოს, თუნდაც დროში გაწელილი, ეს ვერც მეცოდინება და არც თქვენთვისაა საინტერესო.
„ნეტარ არს, ვინც საკუთარი ნიჭი, ცოდნა და სიტყვა სახარებას დაუკავშირა, ჩაასვენა სადაც არს, ქვაც დაადგა დაბადების თარიღით და სჯერა, როცა უნდა, ვისაც უნდა მაშინ მიაგნებს. ქარში გაფენილ „პროსტინასავით“ კი არ დაიკარგება.“
აქ ჩემს ლექსს ვაკნინებ მიზანმიმართულად, მათ საამებლად ვისაც ჰგონია, რომ ჰქმნის შემოქმედებას, რომელსაც დაკარგვა არ უწერია და ამიტომ ქვაზე მხოლოდ დაბადების თარიღს ვუთითებ. რომ ისევ გგაატარონ ტექტი, ვიდრე დააკნინონ ის. თუმცა, ის ვინც ღირებულს ქმნის, ქარში გაფენილ ზეწრებივით, დასაკარგად განწირულ ლექსებს არ შეეხება ცუდად, რადგან ესმის...
„მინდა მხოლოდ იმით ვხარობდე, რამაც დაბადა გზა სახარებამდე, მაგრამ ვდარდობ უგზოობაზე, ყოველთვის, ახლაც, სანამ ამ გაუსაძლის სიცხეს მინებებულ ძაღლებს ჩავუვლი.“
ესეც ფინალი: მინდა ვხარობდე მხოლოდ იმით რამაც დაბადა გზა სახარებამდე, ანუ სიყვარულით ვხარობდე, და ვდარდობ უგზოობაზე, ანუ უსიყვარულობაზე. ძალიან მარტივია თუ სიყვარულით მიუდგებით, ნებისმიერი რამ სიამოვნებას მოგანიჭებს, მათ შორის წერაც და კითხვაც, მნიშვნელობა არ აქვს ფორმას. უბრალოდ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ვანანო, დიახ დამოკიდებულებას ეხება. არ მეგონა განხილვას თუ მომთხოვდა ვინმე, თუმცა რადგან ითხოვთ და მეც მცალია, განვიხილოთ.

ესეც ფინალი: მინდა ვხარობდე მხოლოდ იმით რამაც დაბადა გზა სახარებამდე, ანუ სიყვარულით ვხარობდე, და ვდარდობ უგზოობაზე, ანუ უსიყვარულობაზე. ძალიან მარტივია თუ სიყვარულით მიუდგებით, ნებისმიერი რამ სიამოვნებას მოგანიჭებს, მათ შორის წერაც და კითხვაც, მნიშვნელობა არ აქვს ფორმას. უბრალოდ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.
10. რაზეა ლექსი, იქნებ განგვიმარტოთ. ლექსისადმი დამოკიდებულებაზე? თქვენებური დოგმები ჩამოაყალიბეთ ამაზე, თუ ვცდრბი? რაზეა ლექსი, იქნებ განგვიმარტოთ. ლექსისადმი დამოკიდებულებაზე? თქვენებური დოგმები ჩამოაყალიბეთ ამაზე, თუ ვცდრბი?
9. მოვედი ეგოისტი და ვთქვი რომ ეს არის კარგი ტექსტი. მოვედი ეგოისტი და ვთქვი რომ ეს არის კარგი ტექსტი.
8. ანუ, ჩანახატი არა და ლექსია? მე არ გედავებით - მე ესე ჩავიკითხე და არაკონვენციური ლექსების ოსტატი და შემფასებელი ვერ ვარ, სამწუხაროდ. საინტერესოდ რომ წავიკითხე, იმიტომ დავტოვე კომენტარი. აქ არიან ვერლიბრის კარგი შემფასებლები და იმედია ისინი, ვინც კარგად დაა სწორდ ხედავენ ვერლიბრს, იტყვიან ამ ნაწერის ქვეშ თავის სათქმელს - ეგოიზმია , როცა არ აფასებ სხვა ავტორებს და მხოლოდ ნაწერების დადებით კმაყოფილდები :) წარმატებები სამურაი ! ანუ, ჩანახატი არა და ლექსია? მე არ გედავებით - მე ესე ჩავიკითხე და არაკონვენციური ლექსების ოსტატი და შემფასებელი ვერ ვარ, სამწუხაროდ. საინტერესოდ რომ წავიკითხე, იმიტომ დავტოვე კომენტარი. აქ არიან ვერლიბრის კარგი შემფასებლები და იმედია ისინი, ვინც კარგად დაა სწორდ ხედავენ ვერლიბრს, იტყვიან ამ ნაწერის ქვეშ თავის სათქმელს - ეგოიზმია , როცა არ აფასებ სხვა ავტორებს და მხოლოდ ნაწერების დადებით კმაყოფილდები :) წარმატებები სამურაი !
7. მადლობა რომ კითხულობთ და აზრის გამოთქმასაც არ იზარებთ.
მადლობა რომ კითხულობთ და აზრის გამოთქმასაც არ იზარებთ.
6. ფლორენცია, ამ ჩანახატში რა წერია შეძლებთ ვინმეს მოუყვეთ? მართლა მაინტერესებს. ფლორენცია, ამ ჩანახატში რა წერია შეძლებთ ვინმეს მოუყვეთ? მართლა მაინტერესებს.
5. ვანანო, კერძოდ რა მოგეჩვენათ ფილოსოფიურ დოგმად? ვანანო, კერძოდ რა მოგეჩვენათ ფილოსოფიურ დოგმად?
4. ფილოსოფიურ დოგმასავით იკითხება :))) ფილოსოფიურ დოგმასავით იკითხება :)))
3. ლექსად ვერა, მაგრამ საინტერესო ჩანახატად წავიკითხე ლექსად ვერა, მაგრამ საინტერესო ჩანახატად წავიკითხე
1. "გაგაკვირვებს მავანის აღქმა შენი ნათქვამის"- მეც სულ მიკვირს, ლიტმცოდნეები ან უბრალოდ, მკითხველები რომ რაღაც დასკვნებს დებენ ნაწარმოებებზე.
საინტერესო ტექსტია.
"გაგაკვირვებს მავანის აღქმა შენი ნათქვამის"- მეც სულ მიკვირს, ლიტმცოდნეები ან უბრალოდ, მკითხველები რომ რაღაც დასკვნებს დებენ ნაწარმოებებზე.
საინტერესო ტექსტია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|