ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2020


***

როცა დანაკარგი ნაპოვნს გადაწონის,
დავთმობ ქარებთან ჭიდილს,
გაცრეცილ სამზეოს დრო-ჟამს ჩავაბარებ
და გავუღიმებ სიკვდილს.
როცა დასაკარგი სხვა არა იქნება
ჩემი სიცოცხლის გარდა,
ტკბილი მოგონების ზაფიტ მოქსოვილი,
როცა ჩაწუდება ფარდა,
თეთრი საიქიო დამიმარტოხელებს...
რა გადაწონის ტკივილს?!
ჩემს ჰორიზონტზე ვიდგები მარტო
და გავუღიმებ სიკვდილს/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს