 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 14 აგვისტო, 2020 |
შემომიტია გრილმა სურვილმა ველად გავიჭრე და განვმარტოვდე... არ მეშინია... სული უნდა გადავირჩინო... იქ, ტყის შუაში ავიშენებ დროებით ბუდეს და გავიცინებ, მთელ სამყაროს დავცინებ ალბათ უთავბოლო მოძრაობისთვის, ბორიალისთვის, უსულობისთვის. და მე ვიქნები ყველაზე დიდი, ყველაზე მშვიდი და მეოცნებე... ჰო, მეოცნებე... თქვენ არც კი იცით რა ტკბილია ცხოვრება ასე... იმ ოცნებებთან, ახდენა რომ არ უწერიათ...ან უწერიათ და დროებით ცხოვრობენ ჩემთან, მანამდე, ვიდრე ყოფიერად არ იქვევიან... სითბო მწყურია... მარტოსულებს გვჩვევია ასე... არასდროს გვკმარა მზის სხივები ცოტაა თითქოს... ჰო, სხვებისათვის შეიძლება ზედმეტიც იყოს... მაგრამ ჩემს კალამს, ჩემს სულს, ჩემს ფიქრს უხდება ბევრი... ბევრი სინათლე, სილაღე და მოთმენა კიდევ...ჰო, ჰო მოთმენა ლოდინი რომ სიგიჟეს ჰგავდეს. და ველოდები როდის მოვა იმგვარი ღამე მთვარე მალულად რომ აყვება ნაბიჯებს ნაცნობს და ტყის დუმილში ჩემს ბილიკს რომ ჩაჰბერავს სუნთქვას... მე ველოდები და ლოდინის სურნელში ვიცი ბედნიერება ჩემი ბუდის ნოტებს აიღებს... მე მჯერა ამის, მე ვიცი მეტი, იმაზე მეტი ვიდრე უნდა ვიცოდე ალბათ სულის შესახებ... განცდის შესახებ... მე ზმანებებთან მწოლიარე ვიცნობ ვნებებსაც...დაუსრულებლად...დაუსრულებლად... და ასე ალბათ ემოციით დახუნძლულს, დამთვრალს სულ შემომიტევს ლურჯი ღელვა ველად გავიჭრე და განვმარტოვდე... გადავკარგო სული წვიმისგან... სულ შემომიტევს ოცნებები დავაბინავო... სულ შემომიტევს! - - - - - - - - - - - - - შემომიტია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მუხა გაიხარე. მუხა გაიხარე.
5. მადლობა ქალბატონო მზია. მადლობა ქალბატონო მზია.
3. ფლორენცია, ლაშა მადლობა თქვენ❤ ფლორენცია, ლაშა მადლობა თქვენ❤
2. არ მეშინია , სული უნდა გადავირჩინო .
ეს ფრაზა მომეწონა არ მეშინია , სული უნდა გადავირჩინო .
ეს ფრაზა მომეწონა
1. "შემომიტია გრილმა სურვილმა ველად გავიჭრე და განვმარტოვდე... არ მეშინია... სული უნდა გადავირჩინო..."
რა ლამაზა, ქალური, ფაქიზი... განმარტოვების სურვილი დიდი შინაგანი ძალების გამო გვიჩნდება ქალებს. 5 "შემომიტია გრილმა სურვილმა ველად გავიჭრე და განვმარტოვდე... არ მეშინია... სული უნდა გადავირჩინო..."
რა ლამაზა, ქალური, ფაქიზი... განმარტოვების სურვილი დიდი შინაგანი ძალების გამო გვიჩნდება ქალებს. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|