ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2020


***

ნისლის ქალაქში მე დავეძებ თაფლისფერ ყვავილს
და ყვავილივით მზისკენ მზირალ აზიდულ სულებს
დავეძებ ყველგან,ყოველივეს ღმერთისგან გზავნილს,
ციდან მოსულებს...გულფრთიანებს,ცისკენ წასულებს

ნისლის ქალაქში დაკარგულა უმანკო ფერი
იის,ზამბახის,კესანების,მაგნოლიების,
სევდიანია,უფეროა აქ ყველაფერი,
ხმაა მწუხარე ქარის,ზღვისა და თოლიების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს