ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2020


სახადი

შემომეძარცვა თეთრი კიმონო,
ვარ მხარშიშველი, უცხო მხარეში,
ჩემს პატრონს სულში ძაღლი მიაკვდა,
მეც თან მივყვები სიკვდილგალეშილს...

ჩამავალი მზე,  ობობის ქსელი
და ცხედრის მზერა ცუდად მენიშნა,
მეწადა, მაგრამ ახლაც ვერ ვსუნთქავ,
თუმც, აღარ მქვია მისი გეიშა.

წელის ბალიში, გეტა, მარაო,
თან გავაყოლე ვნების სამარეს,
ქვეცნობიერს კი, გონების მიღმა
თითქოს ვტოვებ და ვრჩები ამარა.

ცნობიერების ნარატივებთან,
ნორჩი საკურას ნაზი რტოებით,
ფუჭად ვხატავდი სიცოცხლის  ტოტემს
და არსებობის ნიშნებს ვტოვებდი.

მორჩილებიდან  მსახურებაში
გადასვლა ახლა უფრო ვალია,
უსიყვარულოდ არ მენანება,
დრო რომ ასეთი წარმავალია.

ბანალურია ამის გამხელა -
ჰარაკირს ითხოვს ბასრი  კატანა,
რადგან ხარკია თვალის გახელა,
სიცოცხლეს ვარქმევ „თავის გატანას.“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები