ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა თამო
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2020


ორეული

    სულ სხვა ქალაქში.
    დედამიწის მეორე სფეროში
    ჩემი ორეული შემხვდა. . .

  უცბად ქუჩაში დავინახე
    მეორე მე;

  არც კი გავოცდი, არც კი დავფიქრდი,
    არც შევიმჩნიე;

  თვალები ჩემი, იერი ჩემი,
    სიარული და მოძრაობა,
    ხმა, თავის ფორმა და გამოხედვა. . .

    ჩემივე აზრი, ფორიაქი,
    გარემოს აღქმა;

  უკან გავყევი,
    მას სულ არ უკვირს,
      ნაბიჯები, მიხვრა - მოხვრა ზუსტად ერთი გვაქვს. . .

  ერთად აღმოვჩნდით
    მსგავს ქუჩაზე, მსგავს უბანში
    და მერე - ბინაც ზუსტად იგივე. . .

  ჩემსავით ცხოვრობს,
  მოსწონს, ერთობა და საქმიანობს
  და უყვარს ჩემსავით. . .

    თურმე კითხულობს
    და უყურებს იგივე ფილმებს,
    უსმენს მუსიკას,
      იმ ფირფიტებს, ჩანაწერებს,
      რაც სულ თანა მაქვს. . .

    რატომ ეძებენ ორეულებს
    პარალელურ სამყაროებში

    მე იგი აქ ვნახე,
    დედამიწაზე, სულ სხვა ქალაქში
      და კონტინენტზე;

  მეგობრებიც ისეთივე ჰყავს,
    ხასიათით, ზნით, გარეგნობით,
    როგორებიც მყავს მე გარშემო მთელი ცხოვრება. . .

  მაგრამ ერთი რამ მაფიქრებს
    და მაინტერესებს:
    იზიარებს კი იგი ჩემს ბედს?
      ალბათ ასეა. . .

  თითქოს სამყარომ
  სხვადასხვა მხარეს
      მიმოფანტა და - ძმა ტყუპები;

  ზოგნი ხვდებიან ერთმანეთს გზაზე
    და ზოგნი - არა;
    ერთი იცნობს, მეორე ამჩნევს,
      მესამე კი თვალს აარიდებს. . .

  მაგრამ ბევრი კი ისე განლევს
    ცხოვრების ბილიკს,
    წარმოდგენაც კი არა აქვს მის ტყუპისცალზე. . .

  სულ სხვა ქალაქში,
    სხვა სფეროში და კონტინენტზე
    ვიხილე ჩემი ორეული, ზუსტი ასლი, განმეორება. . .

  მსურს, შევაჩერო,
    რამე ვუთხრა, ვკითხო, ვურჩიო. . .
    არ გამოდის,
    რადგან თვით მასაც იგივე აქვს ჩემთვის სათქმელი. . .

      და შესაძლოა ათასში და კიდევ ათასში ერთხელ
      შევხვდეთ შემთხვევით;
      გადავკვეთოთ ერთმანეთის გზა;

        გზა, რომელიც დაიყოფა, დაიტოტება,
          და წაგვიძღვება დედამიწის საპირისპირო სფეროებისკენ. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები