ღრუბელი ბავშვივით ატირდა. ვეწევი და ვეღარ გეწევი. ბოლოს რომ შეგხედე, მატილდა, სახეზე იმედი გეწერა.
სუსხია, დილაა ბრწყინვალე შენზე დარდს ეკლები მოსხმია, ქუჩებში ტაქსებმა იმრავლეს, დილაა, ბრწყინვალე სუსხია.
ფანჯრები მაშინვე დარაზე, თუ კი მზეს სხივები გაცილდა. აქ შენზე კარგი და ლამაზი მხოლოდ ის ფოტოა, მატილდა
სულ გულის ჯიბით რომ ვატარებ. არც ისე მყუდრო და ნასიცხარ ეზოში თავშეყრილ პატარებს სულ უნდა უღიმო, რას იზამ.
რადგანაც, არტისტი, ოსტატი არავის არაფრად სჭირდება. ნაადრევ ჭაღარებს მოგსტაცებს ზამთარი, გაჭრილი მინდვრებად.
მანამ კი უსმინე, მატილდა, მოხუცებს, ამინდის ცვლილებით სახსრები რარიგად ასტკივდათ, ითვალე დამწყდარი ღილები
სულ გულის ჯიბით რომ ატარებ. შენზე დარდს იმედი მოსხმია. ჯერ გარეთ ვერ ნახავ პატარებს, დილაა, ბრწყინვალე სუსხია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. არ არის მთლად ტყუილი :დ )) არ არის მთლად ტყუილი :დ ))
8. მადლობა, დავით. მადლობა, დავით.
7. "მანამ კი უსმინე, მატილდა, მოხუცებს, ამინდის ცვლილებით სახსრები რარიგად ასტკივდათ,"
რა მაგარია! თან უსმინეო... მთლიანი ლექსიც კარგია. კითხვისას მშვენიერი შეგრძნებები მივიღე. "მანამ კი უსმინე, მატილდა, მოხუცებს, ამინდის ცვლილებით სახსრები რარიგად ასტკივდათ,"
რა მაგარია! თან უსმინეო... მთლიანი ლექსიც კარგია. კითხვისას მშვენიერი შეგრძნებები მივიღე.
6. მადლობა, მეგობრებო. მადლობა, მეგობრებო.
5. მადლობა, მეგობრებო. მადლობა, მეგობრებო.
4. კარგია მატილდა. კარგია მატილდა.
3. რა კარგი ანჟამბემანითაა გაწყობილი ლექსი.
რა კარგი ანჟამბემანითაა გაწყობილი ლექსი.
2. მატილდა უნდა ერქვას ამ ლექსს, ლამაზად გაიჟღერებდა და უფრო სახასიათო იქნებოდა. :)))) 2 ქულა მატილდა უნდა ერქვას ამ ლექსს, ლამაზად გაიჟღერებდა და უფრო სახასიათო იქნებოდა. :)))) 2 ქულა
1. მომეწონა წინასწარმეტყველო და მისნური 5 ამ ლექსს მომეწონა წინასწარმეტყველო და მისნური 5 ამ ლექსს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|