ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2020


Next

ეს ჩემი ხელი, დაღარული, დაღლილი შრომით,
ეს ჩემი გული, სევდის ზვავთა ქვეშ მოყოლილი.
გთხოვ აიღე და იცოდე, რომ სიცოცხლის თრობით,
მე ათასი მაქვს თვითმკვლელობა გადატანილი.
და რა მამხნევებს...
ვერ გაიგებ, მიზეზი ბევრი,
არის და დააბრალე შენ თუ გინდა გუნდს  თოლიების,
ნეტავ შემეძლოს ამ საუბარს ბევრი სქოლიო,
დავურთო, მაგრამ, როცა ვგრძნობ რომ არ მეყოლები;
ჩემი ცხოვრება იძირება, როგორც ხომალდი,
რომ ვერ მიაგნო განძს, რომელსაც ეხარბებოდა.
ისე მინდოდა, შენ არ იცი ჩემო ძვირფასო,
ჩემი ოცნება, შენს ოცნებას შეხამებოდა.
ახლა კი აქ ვარ, კლდის ნაპირზე.
რა ადვილია,
გადახტე მალე,
არ დაფიქრდე,
მხოლოდ გადახტე.
მაგრამ მე მინდა, რომ ეს ტილო ნახონ იმათმა,
ვინც საკუთარი ოცნებები ვერ გადახატეს.
ეს ის ლექსია, სადაც ვკვდები, სადაც ვცოცხლდები.
ჩემს გარდა ამას, ვერც ვერავინ ვერ გაიხსენებს,
მაგრამ ყოველთვის, (დარწმუნებით შემიძლია ვთქვა)
დაგწვავს ეს ჩემი დახანძრული კანის სიცხელე.
მე არსად წავალ, რა გგონია, ნუთუ დაგკარგავ,
ნუთუ გგონია შენს გარეშე ცხოვრება ვიცი.
ესეც დაღარულ ხელებისგან ძნელად ნაწერი...
ვისთვის ლექსი და შენს წინაშე დაღლილი ფიცი,
რომ მეყვარები,
რომ ვერასდროს ვერავინ შეცვლის
ვერცერთ იმ სურვილს რაც მემართა, რაც შენ გხიბლავდა,
ახლა კი ასე დამითმია ცხოვრება ჩემი,
მატყუარათა და ცხოვრების ათას მჩხიბავთა,
საკუთრებად....
არადა ვიცი,
რაც შენ გიყვარს მე ის მიყვარდა.
ეს ჩემი ფიცი ათასია ტყუილ ფიცთაგან,
და მე ეს ვიცი.
ის დაიჯერე, მხოლოდ რაც მე შენში მიყვარდა.
სიმართლე იცი.
------------------------------------
აი სიმართლე:
გადაიფრენენ თოლიები ამ ქალაქის წყლებს,
თვალს გავაყოლებთ და სევდისგან გაგვეცინება.
თვალს გადავავლებთ სიმარტივეს განვლილი წლების
და ბოლოს ვიტყვით: ღმერთმა იცის, რაც მან ინება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები