მე უკონტროლო სივრცეს გავხედნი, ხორცი ვერ იღებს უცხო მეთანებს. ჩვენი სიგიჟით და სითავხედით დიდი ხანია ვცდილობთ ერთმანეთს...
ფრთაო, ნუ წუხარ, ჟანგი მემხრობა, სულ სხვა ეკრანის უღვთო ცა მიყვარს. ზეცა ძაბრივით ჩამოემხობა და სითავხედე მაღლა წამიყვანს.
უცნაურობის ცაში გამიშვი, ფრთაო, არასწორ ზეცას მიუხველ. მსურს გადავაგდო ბნელში ბალიში და მუცლის ღრუში დამკრას სიუხვემ.
ფრთაო, გიყურებს ჟანგი შიშიდან მიწაზეც, ცაზეც, ყველგან შიში დევს. ჭკნობას აჯობა ვარდმა ქვიშიდან და ბალახივით წიწკნა სიმშვიდე.
ფრთაო, შეცდომილ თვალში მატირე, რა საჭიროა მიწა მითხარი; ფეხებს დავაგდებ როგორც კასტილებს და გავფრინდები ცაში ნიფხავით!
( მე ბოროტების ალით ვკიაფობ ) მიწას ავაჭრი ერო სატევარს. მე მოღალატე მქვია იაგო, ცეცხლად ქცეული ჰეროსტრატე ვარ!
ფრთაო, მე შენი ნდომით ზეზე ვარ, ფრთაო, ედემში ევას ევაშლე. ყველა დუმილის მომიზეზე ვარ და ყველა ტკივილს უნდა შევაშრე.
ფრთაო, ამზიდე ცაში ნიფხავით, სიმშვიდე ფანტავს გონებას ავსულს. ნაჩვევ სიშორეს ისე მივბღავი გადასახლება საწოლში არ მსურს.
ვაშლის ჩირები ედემს უსწრებენ, ფრთაო იცოდე; მტერი ტორია. არ დაატყვევო ტვინებს უსწრებელს ჩემი სიმშვიდის ტერიტორია!
ცამ სისადავე სულს დაუკავა, ხორცს ამოვიცვამ როგორც ბახილებს. ფრთაო, მიწაში ვაშლის კურკა ვარ სიკვდილი მინდა! მზად ვარ სახილედ.
მე უკონტროლო სივრცეს გავხედნი, ხორცი ვერ იღებს უცხო მეთანებს. ჩვენი სიგიჟით და სითავხედით დიდი ხანია ვცდილობთ ერთმანეთს!
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2020 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ხარება და გოგია მაინც რომ იყოს მოვიწონებდი. :))))) ხარება და გოგია მაინც რომ იყოს მოვიწონებდი. :)))))
4. მეც ვიცი რო კასტილები ყავარჯნებია ჩრდილო :) მეც ვიცი რო კასტილები ყავარჯნებია ჩრდილო :)
3. "კასტილები" ყავარჯნები...
ნიფხავით წასაკითხი ლექსია. "კასტილები" ყავარჯნები...
ნიფხავით წასაკითხი ლექსია.
2. მეთანი აირის გარდა სხვა რამესაც ნიშნავს? მეთანი აირის გარდა სხვა რამესაც ნიშნავს?
1. ბარე ორს ჯობიხარ, მიქაელ, მაგრამ რითმას ნუკი ემონები, იქეთ დაიმონე რა. ადრეც იდო და ადრეც იმაზე შევწუხდი, რაზეც ახლა. ისიც ვიცი, რომ შენ კი არა, უმრავლესობა ისეთ ჩამოყალიბებულად გრძნობს თავს, რომ შეუვალია, ვერაფერს ეტყვი, რომ კითხო არც ქულები აინტერესებთ, არც რეიტინგი, არც სხვისი კომენტარები... მაგრამ თქმას რომ აზრი აქვს ეგეც კარგად ვიცი. დანერჩენი? ყველამ თავის საქმე იცის! ბარე ორს ჯობიხარ, მიქაელ, მაგრამ რითმას ნუკი ემონები, იქეთ დაიმონე რა. ადრეც იდო და ადრეც იმაზე შევწუხდი, რაზეც ახლა. ისიც ვიცი, რომ შენ კი არა, უმრავლესობა ისეთ ჩამოყალიბებულად გრძნობს თავს, რომ შეუვალია, ვერაფერს ეტყვი, რომ კითხო არც ქულები აინტერესებთ, არც რეიტინგი, არც სხვისი კომენტარები... მაგრამ თქმას რომ აზრი აქვს ეგეც კარგად ვიცი. დანერჩენი? ყველამ თავის საქმე იცის!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|