ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2020


იმედგაცრუებისა

შვიდასორმოცდათექვსმეტი გზა მოდიოდა შენამდე,
მე ერთი ვიყავ,
შენც.
რიგს ვერ დავარღვევდი, -
დღე დღეს მიჰყვება და!

ზოგი ლამის სირბილით გამოვიარე,
სიხარულით ვეძლეოდი ფიქრს,
სიხარულით მეძლეოდა ფრთა...

რაღაც მეგონა,
თურმე ვცდებოდი.
იქნებ იმ დღეებში მოდუნებული იყავი და მხოლოდ ამიტომ,
უფრო გვიან, ვიდრე ყოველთვის,
მაგრამ გზას მაინც მიჭრიდი.
უფრო სწორედ სურვილს მოვსულიყავი.

არ ვიცი წინ რა მელოდება,
არც ისეთი თავხედი ვარ,
რომ დილით გაღვიძების
ასპროცენტიანი იმედით ვიძინებდე,
მაგრამ მაინც ვიძინებ.

იმედს დიდი ხანია გამოვუსვი დანა,
გავისტუმრე მოუსავლეთში.
მისი შლეიფი არ მომწონს - მოლოდინი.
თავად ქრება და
შლეიფს ყულფად მიტოვებს.
რამდენჯერ ჩამოვიხრჩო თავი?!

შესანიშნავია,
ამდენი მოჭრილი გზის შედეგად რომ
უშიშარიც გავხდი.
ახლა,
„ ფეხებზე დამხედე და ისე დამშორდისაც“აღარ გეტყვი,
იმდენად სულერთია.
სალამი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები