 | ავტორი: გიგო ამრა ჟანრი: პოეზია 22 სექტემბერი, 2020 |
ხანდახან გათენებაც მეეჭვება, ვიცი საზეპირო, უძილობის... ცაზე მოციმციმე მეჭეჭები, მზისგან ჩაყლაპული უცილობლად. ღამე ხომ მცირედი ნოველაა, სადაც ეჯახები აისბერგებს... მე კი, უძილობის ნობელიანტს, თვალში გადამიდის ჩაის ფერი. რაც არ უნდა იყოს, მანიშნებდე, რაღაც ნაღდია ან სათუოა... არის რიტუალი-თვალის ფშვნეტა, სიზმრებს უსახსოვრებ ქუთუთოებს. გაჰყვე ლაბირინთს და პავილიონს, ნახო დაკარგული ელდორადო... კანზე ამეკიდო ქავილივით, ყუთში გადაგმალო პანდორამდე. კანაფს მიეძალე, საკაიფოს, ლიპის ნუღარაფერს შეპირდები... მუდამ ვარსკვლავს ჰგავდე, მოკიაფეს, როგორც ალესანდრო დელ პიერო. ხანდახან გათენებაც მეეჭვება, ხანდახან ღამის ნოველები, ცაზე მოციმციმე მეჭეჭებიც, ყოველივე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ადრე ეწერა ერთს, ასეთ დროს ჰქვია მისწრება კანაფს, გვიანი ენკენის... იქნება რაცხა :)) ადრე ეწერა ერთს, ასეთ დროს ჰქვია მისწრება კანაფს, გვიანი ენკენის... იქნება რაცხა :))
10. რატომაც არა. რატომაც არა.
9. მადლობა, კანაფი 3-საც ხომ არ მიწინასწარმეტყველებ? :) მადლობა, კანაფი 3-საც ხომ არ მიწინასწარმეტყველებ? :)
8. მომეწონა ნამდვილად. მომეწონა ნამდვილად.
7. მადლობა, მუხა <3 მადლობა, მუხა <3
6. ამ ავტორის მიმართ სუბიექტური ვარ, არ ვიცი რატომ მარა მომწონს მისი შემოქმედება, ალალი, მართალი, გულიანი, შფოთვიანი ლოთიანი. ამ ავტორის მიმართ სუბიექტური ვარ, არ ვიცი რატომ მარა მომწონს მისი შემოქმედება, ალალი, მართალი, გულიანი, შფოთვიანი ლოთიანი.
5. იქ, უფოლიანტო მაქვს ნობელიანტზე :) გმადლობთ, მადამ ფისუნია :)
იქ, უფოლიანტო მაქვს ნობელიანტზე :) გმადლობთ, მადამ ფისუნია :)
4. "უძილობის ნობელიანტი " - სულ მახსოვდა :)
"უძილობის ნობელიანტი " - სულ მახსოვდა :)
3. მე მომეწონა +5 მე მომეწონა +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|