ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდალუზიელი
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2020


სახლი

ღმერთო ,
როგორ დაპატარავებულა ჩემი სახლი ,
გამხმარა თუთა .
გამოიცვალა ხალხი .
ასე უნდა იყოსო , ვიღაცას უთქვამს .
ვერ ვხედავ გუთანს ,
დამშრალა მდინარეც .
ღმერთო ,
ჩემი ბავშვობა ,
მოკვდა თუა მძინარე ?!
აღარც რუსა მამიდა ,
აღარც ლოთი კოლაუ.
იმდენი დრო გავიდა ,
დარდსაც უნდა მოვლაო .
მოვაო ,
დამიფიცა ბარეორმა ,
თეძამიც ადიდდებაო
და ...
მერე ,
მერე იქნება სიმწვანე ხეთა .
სილურჯე ცათა ,
სიყვითლე მზეთა .
ღმერთო ,
მომმადლე ხმაური კერის
სიმრავლე მარნის
ღვინო რომ მღერის .
რა დავიჯერო
ან რაა დასაჯერებელი .
სად მე
სად ჩემი სახლი .
სად მე
სად შიდა ქართლი .
ღმერთო , მენატრება .
ღმერთო , მენატრება .
ღმერთო , მენატრება .
აზრი აქვს ძახილს !
ღმერთო , მენატრება !



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები