 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პოეზია 12 ოქტომბერი, 2020 |
ჩემს ეზოში ბავშვი დაეცა მუხლებგადატყავებული შემომყურებდა თვალცრემლიანი და მე შემნატროდა მე კი - მას. მინდოდა მეთქვა აეტანა ტკივილი და მანამ ერბინა თუ ეფრინა, სანამ კინეტიკური ენერგია ეყოფოდა, სანამ სული ისე არ დაუმძიმდებოდა რომ ფრენას ვეღარ შეძლებდა, რომ მყარად სიარული არაა თვითმიზანი და მუხლის გადატყავება ვერ შეედრება სულისას, მაგრამ დავდუმდი.
ჩემს უბნის მაღაზიაში თინეიჯერმა ჩიფსი აწაპნა. სალაროსთან შემომყურებდა მავედრებელი თვალებით და ალბათ, მე შემნატროდა, დეიდას გოლდ ბარათით ხელში, მე კი მას - ჩიფსით. მინდოდა მეჩურჩულა მისთვის რომ მე უფრო დიდი ქურდი ვიყავი, ქალი რომელიც დროს და ბედნიერებას პარავს საკუთარ თავს, რომ აქლემის და ნემსის ქურდი ერთი არაა, რადგან შეიძლება ეს ნემსი იმ მკერავისაა, ვისი ერთადერთი მარჩენალიც ისაა. მაგრამ, ვიყიდე საწამლავის ულუფა და განვშორდი.
სადღაც სკოლაში გამოცდას ვატარებდი. ბავშვები შემომყურებდნენ და შემნატროდნენ, მე კი - მათ. ნეტა ყოველდღე გამოცდას ვაბარებდე, ოღონდ ცხოვრებისეული გამოცდები არ მედგას რიგად, საპასუხისმგებლო და საშიში, რომელში ჩაჭრისასაც, ხელმეორედ გადაბარების შანსი არ გვეძლევა. მინდოდა მეყვირა მათთვის რომ დაეჭირათ მომენტი, არ გაეფლანგათ დრო და დამტკბარიყვნენ ბავშვობით, მაგრამ ავიყვანე თავი ხელში, მოვირგე სიმკაცრის ნიღაბი და გავაგრძელე მერხებს შორის წარბაწეულმა სიარული.
ჩემს ცხვირწინ პოლიტაქტივისტი დააკავეს. მან წამით შემომხედა და მომესმა "ეჰ, შენ რა გიჭირს" - მომეჩვენა, ჩემი ცხოვრება ინატრა - მშვიდი რუტინა და ყოველდღიურობა... მაშინ როცა მე იმ წამს მის ადგილას ყოფნას ვნატრობდი. მინდოდა ხმა მიმეწვდინა, მომენახულებინა და მეთქვა რომ ის გაცილებით უფრო თავისუფალია გისოსებს მიღმა, ვიდრე მე თავისუფლებაში. განა გისოსები შეედრება სხეულისა და მოვალეობების ციხეს? განა თავისუფლება ქუჩებში, ველებში და მინდვრებშია?! მაგრამ შემრცხვა, ცოტაც დამეზარა და გადავიფიქრე.
მერე კი მივხვდი, რომ... ჩემს ქალაქში ყველა ყველას შეჰნატრის. და შეჰნატროდე ცოდვა როდია?! სხვისი ტყავი ხომ უფრო თბილი და ფუმფულაა?! ბედნიერებისკენ სწრაფვა - ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება - განა რაა ამაში შესაცხადი ან საოცარი?! მაგრამ სევდიანი ნამდვილად არის, რადგან...
ჩემი ქალაქი აუხდენელი ოცნებების და ნატვრების ქალაქია, სადაც თოვლის პაპას და კიჭა ფერიას არ მოაქვთ საჩუქრები, სადაც აფთიაქებში სულის ტრანკვილიზატორი დეფიციტშია. სადაც დედებს უკვდებიან სულით ნაბერი შვილები... სადაც უძლური ხარ ბევრ რამესთან და ამ უძლურების პატიება რთულზე რთულია! სადაც ბიძიები ერთნიშნა ნომრებში იხდიან ხუთნიშნა თანხებს, მაშინ როცა პატარები შიმშილს ებრძვიან. სადაც იმათ, ვისაც ვუხდით ლუკმის მეხუთედს სულაც სრულადაც და სულგრძელად ფეხზე ვკიდივართ სადაც პოეტებს მოუმარჯვიათ ხმლებად ლექსები და უჩინმაჩინ, მოქრიალე დრაკონს ებრძვიან. სადაც ეზოში მწოლიარე მყაყე ლოთ საშას დედა ჰყავს სახლში - თვალები რომ ჩაუშავდა ღამის თევისგან. სადაც ამდენი სადაცაა , ამდენი "მაშინ", ამდენი "როდის", "როგორმე" და ამდენი სევდა. ჩემი ქალაქი გადამფრენი ჩიტებისაა და მეც გადამფრენ ჩიტად ყოფნას ვნატრობ დღეიდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. უღრმესი მადლობა უმა უღრმესი მადლობა უმა
22. ფლორე, ეს ლექსი საოცრებაა, შენი ერთ-ერთი საუკეთესო, ჩემთვის ძალიან ახლობელი განწყტობებით დახუნძლული. არაფერი რომ აკლია, ისეთი, ბრავო... "მე უფრო დიდი ქურდი ვიყავი, ქალი რომელიც დროს და ბედნიერებას პარავს საკუთარ თავს," გისოსებზე მეც დამიწერია მსგავსი რამ. მოვიხიბლე <3 ფლორე, ეს ლექსი საოცრებაა, შენი ერთ-ერთი საუკეთესო, ჩემთვის ძალიან ახლობელი განწყტობებით დახუნძლული. არაფერი რომ აკლია, ისეთი, ბრავო... "მე უფრო დიდი ქურდი ვიყავი, ქალი რომელიც დროს და ბედნიერებას პარავს საკუთარ თავს," გისოსებზე მეც დამიწერია მსგავსი რამ. მოვიხიბლე <3
21. მადლობა ქეით :) მადლობა ქეით :)
19. უღრმესი მადლობა დერვიშ, აგლაია და დავით.
უღრმესი მადლობა დერვიშ, აგლაია და დავით.
18. "რომ მე უფრო დიდი ქურდი ვიყავი, ქალი რომელიც დროს და ბედნიერებას პარავს საკუთარ თავს," როგორი აქტუალური და სევდიანი. არა მხოლოდ ეს მონაკვეთი, მთლიანი ტექსტიც. მეტად ცოცხალი კადრებია, იქ ვიყავი, გამოცდაზეც, მაღაზიაშიც, მიტინგზეც კი... "რომ მე უფრო დიდი ქურდი ვიყავი, ქალი რომელიც დროს და ბედნიერებას პარავს საკუთარ თავს," როგორი აქტუალური და სევდიანი. არა მხოლოდ ეს მონაკვეთი, მთლიანი ტექსტიც. მეტად ცოცხალი კადრებია, იქ ვიყავი, გამოცდაზეც, მაღაზიაშიც, მიტინგზეც კი...
15. მადლობა ჯონათან. ვხვდები რომ კიდევ შეიძლებოდა ამ ლექსზე მუშაობა :) მადლობა ჯონათან. ვხვდები რომ კიდევ შეიძლებოდა ამ ლექსზე მუშაობა :)
14. ყველაფერი პირობითი და შედარებითია...
კადრები და ფიქრები კარგად იყო შეპირწონებული.
ყველაფერი პირობითი და შედარებითია...
კადრები და ფიქრები კარგად იყო შეპირწონებული.
13. მადლობა თოვლს. მე კიდე მეგონა საკმარისი იყო ეს სადაცები,შეიძლება ვცდები❤ მადლობა თოვლს. მე კიდე მეგონა საკმარისი იყო ეს სადაცები,შეიძლება ვცდები❤
12. კარგი იყო, მაგრამ “სადაც.. სადაც..” მეც დამაკლდა. :)
კარგი იყო, მაგრამ “სადაც.. სადაც..” მეც დამაკლდა. :)
11. მადლობა i like your problems and cigarette :)❤გულწრფელობისთვის ყოველთვის ვერ მოგეწონება ჩემი პრობლემები და სიგარეტი. რაც მოგეწონება ისიც მითხარი please მადლობა i like your problems and cigarette :)❤გულწრფელობისთვის ყოველთვის ვერ მოგეწონება ჩემი პრობლემები და სიგარეტი. რაც მოგეწონება ისიც მითხარი please
10. Sxva komentarebs ver viziareb. :/ Ver agviqvi es nashromi rogorc 'leqsi'. ar momewona : (
Sxva komentarebs ver viziareb. :/ Ver agviqvi es nashromi rogorc `leqsi`. ar momewona : (
9. მადლობა მუხა❤ მადლობა მუხა❤
8. მადლობა მუხა❤ მადლობა მუხა❤
7. ძალიან, ძალიან კარგია, შესანიშნავი შესრულებაა. ძალიან, ძალიან კარგია, შესანიშნავი შესრულებაა.
6. დიდი მადლობა ლელა დიდი მადლობა ლელა
5. კარგი ტექსტია. "აქლემის და ნემსის ქურდი ერთი არაა, რადგან შეიძლება ეს ნემსი იმ მკერავისაა, ვისი ერთადერთი მარჩენალიც ისაა." ეს გამივარჩიე კარგი ტექსტია. "აქლემის და ნემსის ქურდი ერთი არაა, რადგან შეიძლება ეს ნემსი იმ მკერავისაა, ვისი ერთადერთი მარჩენალიც ისაა." ეს გამივარჩიე
4. მადლობა ჰოლმვუდ❤ მადლობა ჰოლმვუდ❤
3. როგორი მელანქოლიური ვიბრაცია აქვს ლექსს. მშვენიერი იყო. ძალიან მომწონს ეს კარპედიემული ნაწერები :) ფინალი მოკლე მომეჩვენა. მეგონა გაგრძელდებოდა " სადაც... სადაც... "
როგორი მელანქოლიური ვიბრაცია აქვს ლექსს. მშვენიერი იყო. ძალიან მომწონს ეს კარპედიემული ნაწერები :) ფინალი მოკლე მომეჩვენა. მეგონა გაგრძელდებოდა " სადაც... სადაც... "
2. Madloba samurai. Sruliad apolitizirebuli leqsia damijere :)))) Madloba samurai. Sruliad apolitizirebuli leqsia damijere :))))
1. ჰომ :) კარგი იყო დაწყებაც , შუაც, აი ფინალს სხვანაირს ვისურვებდი, განა მოტკბოს, მაგრამ...კულმინაციას პოლიტათინათები დაჰკრავს... ან მე მეჩვენება ამ გაპოლიტიზირებულ ყოფაში. მაინც 5 ჰომ :) კარგი იყო დაწყებაც , შუაც, აი ფინალს სხვანაირს ვისურვებდი, განა მოტკბოს, მაგრამ...კულმინაციას პოლიტათინათები დაჰკრავს... ან მე მეჩვენება ამ გაპოლიტიზირებულ ყოფაში. მაინც 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|