ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2020


007

ჩემი სახელია ბონდი. ჯეიმს ბონდი.
გაგეცინება-მე ვარ იან ფლემინგი.
გინახავს ტეხურაზე გადებული ბონდი
ან ქვის მუმიად ქცეული ფლამინგო,
ნატრონის ტბაზე, ჩრდილოეთით, ტანზანიაში,
სისხლისფერ ტბაზე აორთქლება როცა ქანდება,
სამხარის ხვატში, შუაღამის უცხო ნიავში,
გინახავს, იან, ღამურების გაქანდაკება?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები