 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 დეკემბერი, 2020 |
1985 წელს კინოსა და თეატრის ცნობილმა მსახიობმა, თბილისის საყვარელმა კოლორიტულმა პერსონამ გია ფერაძემ ერთი ვერსიით შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა საკუთარი მეუღლე ირინა მიქატაძე, ცნობილი მოქანდაკის და სახალხო მხატვრის ჯუნა მიქატაძის შვილი. მკვლელობის ბრალდებით ფერაძე სასჯელს იხდიდა ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან (1993) ორიოდე წელში გარდაიცვალა.
გია ფერაძე - ადამიანი, რომელიც უღვთოდ გასწირა ბედისწერამ. ზოგჯერ რა დაუნდობელია წუთისოფელი, ადამიანს ისე სტანჯავს, ლამის თვითმკვლელობამდე მიჰყავს იგი. გია ფერაძე ცხოვრებამ ტრაგიკულ პიროვნებად აქცია, ციხის კედლებში გამოკეტა... მიუხედავად ამისა, მას ამ ცხოვრებისთვის ზურგი არ შეუქცევია, ვაჟკაცურად უმკლავდებოდა თავის ხვედრს.
ირინა მიქატაძეს ძველი თბილისის კოლორიტი გულწრფელად უყვარდა, მაგრამ ვაი რომ არ დასცალდა მის გვერდით ტკბილად დაბერება. იმ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ,,არასერიოზული კაცი“-სა და ,,ლეკო თათაშელი“-ს როლების შემსრულებელი უკვე ლექსებში იგონებდა თავის ძვირფას მეუღლეს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ვერ დაივიწყა.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო, რომელსაც მე ,,გია ფერაძის მონოლოგი“ დავარქვი:
გია ფერაძის მონოლოგი
ეჰ, ქალბატონო დეიდა... თქვენ ის ხართ, ვინც მე მჭირდება! ეს გაუმარჯოს მეიდანს, ძველი თბილისის დიდებას!
ეჰ, ქალბატონო დეიდა... რა ვქნა, ცხოვრებამ დამღალა! ჩემი ბავშვობის ხეივანს აღარ ვახსოვარ ჭაღარა!
ბედმა უღმერთოდ გამწირა, როს გამიმეტა ციხისთვის! დროის დამძლია ქარ-წვიმამ, ვერ ვიარწივე მიწისთვის!
ოთარ რურუა
ცნობისათვის:. სამომავლოდ იდეაში გია ფერაძეზე პატარა მინი-სპექტაკლის გაკეთება მაქვს განზრახული ჩემს მეგობარ მინდია ქიტიაშვილთან ერთად (მე და მინდია ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდინახე“ - ში, იგივე გეპეის თეატრში), რომელშიც წაკითხული იქნება როგორც გიას ლექსები, ისე გიასადმი მიძღვნებიც. ვნახოთ რა გამოვა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არც ნაწამოები და არც მონილოგი არ მომეწონა, ოთარ ბატონო ცნობისათვის: იდეა მინი-სპექტაკლის გაკეთების შესახებ ხომ დამთრგუნა. თქვენ თვითონ აღნიშნავთ, რომ, ერთი ვერსიით შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა საკუთარი მეუღლე ირინა მიქატაძე. ოთარ ბატონო თქვენ რომელ ვერსიას ეყრდნობით სპექტაკლისას?! შემთხვევით ვერსიის დროს მკვლელი ცდილობს დაეხმაროს, გადარჩინოს მსხვერპლი და არა ფანჯრიდან გაიპაროს , და ეს ხომ დადგენილია, ცნობილია "ფანჯრიდან გაპარვა" და ეს მისმა შვილმაც კი იცის. ბაბუა ჯუნას ნაამბობიდან. გარდაცვალებულ ადამიანზე ან კარგს ამბობენ ან არაფერსო, ამიტომ ვჩუმდები.
ირინა მიქატაძეს დიდი სიყვარული იყო-გია ფერაძე და დიდი უბედურებაც.
იქ ნათელი დაადგეს ორთავეს.
არც ნაწამოები და არც მონილოგი არ მომეწონა, ოთარ ბატონო ცნობისათვის: იდეა მინი-სპექტაკლის გაკეთების შესახებ ხომ დამთრგუნა. თქვენ თვითონ აღნიშნავთ, რომ, ერთი ვერსიით შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა საკუთარი მეუღლე ირინა მიქატაძე. ოთარ ბატონო თქვენ რომელ ვერსიას ეყრდნობით სპექტაკლისას?! შემთხვევით ვერსიის დროს მკვლელი ცდილობს დაეხმაროს, გადარჩინოს მსხვერპლი და არა ფანჯრიდან გაიპაროს , და ეს ხომ დადგენილია, ცნობილია "ფანჯრიდან გაპარვა" და ეს მისმა შვილმაც კი იცის. ბაბუა ჯუნას ნაამბობიდან. გარდაცვალებულ ადამიანზე ან კარგს ამბობენ ან არაფერსო, ამიტომ ვჩუმდები.
ირინა მიქატაძეს დიდი სიყვარული იყო-გია ფერაძე და დიდი უბედურებაც.
იქ ნათელი დაადგეს ორთავეს.
3. 1993 თუ 1994 წელი იყო ბოლოს რომ ვნახე, ახალი გამოსული იყო, მოტეხილი და მობერებული ეთქმოდა, ძველი კინოსტუდიის წინ ტრიალებდა, პლეხანოვზე. სხვა ეპოქაში და სხვა ქვეყანაში ჩაჯდა და სულ სხვა, მძიმე დროსა და ქვეყანაში გამოვიდა.
1993 თუ 1994 წელი იყო ბოლოს რომ ვნახე, ახალი გამოსული იყო, მოტეხილი და მობერებული ეთქმოდა, ძველი კინოსტუდიის წინ ტრიალებდა, პლეხანოვზე. სხვა ეპოქაში და სხვა ქვეყანაში ჩაჯდა და სულ სხვა, მძიმე დროსა და ქვეყანაში გამოვიდა.
2. მინი-სპექტაკლი მართლაც საინტერესოდ ჟღერს! წარმატებები! მინი-სპექტაკლი მართლაც საინტერესოდ ჟღერს! წარმატებები!
1. უკარგესო ადამიანო . უკარგესო ადამიანო .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|