 | ავტორი: ფინქ ფლოიდი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 22 დეკემბერი, 2020 |
ცხოვრობ უბანზე, სადაც ეულად ბჟუტავს ერთადერთი გადარჩენილი ლამპიონი, ქვრება და ინთება, ქვრება და.... მათხოვარიც გყავს, ამ შენს უბანს შეკედლებული და ეფიცხება ამ ლამპიონს, ყინვიან ღამეს, თბება და თან იყინება, თბება და თითები სძვრება სიმხურვალისგან. ის ბავშვობაში ოცნებობდა, რომ ამ თითებით, ნაზად ევარცხნა თმები, ვინმე ასულისათვის, ახლა კი ისინი მიწაზე ყრია და თოვლს უსერავენ უნაკლო თეთრ კანს. მათხოვარი ზის და უყურებს მბჟუტაგ ლამპიონს, მარტო, ყინვასთან დარჩენილი, უყურებს მუდამ, უთითო ხელებს ცაში იშვერს და ლოცვას იწყებს, გამაძლებინე უფალო ეს ერთი ღამეც, გამაძლებინე უფალო და ხვალ გამოჩნდება, ხვალ გამოჩნდება.... და აი მოდის, მეგობარი, ანდაც მიჯნური, განძარცვულია ფიქრებისგან, არც საკუთარი თავი აცვია და მათხოვარმა ღმერთს ახედა, ხომ გითხარიო, მიაძახა, გულზე მოეშვა და ჩაეკონა ამ უცნობს, მისთვის ხსნად მოსულ მაცნეს. არ დაიჯეროთ ეს დებილობა, ყველა გარშემო ეგოისტია, მარტო მოკვდებით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ფინქ, როგორ ხართ? მოგიკითხეთ.
ფინქ, როგორ ხართ? მოგიკითხეთ.
2. დიდი მადლობა ჯონათან. რა კარგი შენიშვნაა, დაამშვენებდა ლექსს ეგ დასასრული, სულ შეცვლიდა და შეკრავდა, თქვენის ნებართვით შევცვლი..? დიდი მადლობა ჯონათან. რა კარგი შენიშვნაა, დაამშვენებდა ლექსს ეგ დასასრული, სულ შეცვლიდა და შეკრავდა, თქვენის ნებართვით შევცვლი..?
1. ყველა ჩავქ(ვ)რებით.
ყველა ჩავქ(ვ)რებით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|