ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2021


* * * (მე ავაშენებ სახლს...)

მე ავაშენებ სახლს,
ნესტი მოერიოს მას და მარილი.
არწიონ ქარებმა საქანელა,
უნაყოფო, ბებერ მუხაზე,
რომ დიდხანს, დიდხანს, მდუმარედ ვუცქირო-
სანამ ბაღები აყვავდებიან.
გალავანს ავაგებ, ჭას გავთხრი
და ისე ტკბილად დავბერდები, მერე იტყვიან -
თიშ ხან ქორსხუდას.

მე გავაშენებ ვენახს - ოჯალეშს
და ჩემი ქალი -ჟღალთმიანი,
ცხრა მთას იქიდან მოყვანილი,
ჩემთვის უცხო, ლამაზ ენაზე
მტევანს უმღერებს.

სიკვდილის სარეცელზე კი,
დასხდებიან ჩემს ორთუმელთან შვილთაშვილები
და მათში უმცროს მე გავუმხელ დიდ საიდუმლოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები