არასოდეს არაფერი მოიპარო, შვილო, სხვისი არაფერი გინდოდეს, ვიდრე ვცოცხლობ, მინდა შენით გავიხარო და ცხოვრების ეტლი მშვიდად ვიდოდეს.
ღვთის წყალობით შენიც არის საქართველო, მოეფერე მიწას, როგორც დედაშენს, თვალისჩინო, ღმერთმა დიდხანს გაჯანმრთელოს, მთის წყალივით ვსვამ ჩვენივე ზედაშეს.
მაშ, ისმინე, შვილო, ჩემი დარიგება, მენდე მშობელს, გქონდეს ჩემი იმედი, მე ვარ ის, - ვინც შენ ყოველთვის გაგიგებს და ჩვენს ტაძრამდე მხოლოდ რწმენით მივედი.
არასოდეს არაფერი მოიპარო, სხვისი კიდეც არაფერი გინდოდეს, ვიდრე მყავხარ, მინდა გულით გავიხარო, ამ ცხოვრების ეტლი მშვიდად ვიდოდეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|