და, შენს თითებთან, შენს ღიმილთან, აპლოდისმენტთთა სიჩუმე ისმის, ისმის, ძახილი შენი ხმის ტემბრთთა, და ეს ამ მარტის ბოლოა თითქმის, შენი ლავიწი ღილებს შეიხსნის, ამ წაბლისფერი, ლივლივა თმისთვის, და გაგიჟების ყველა რეისი, შენი ზღვის ფერი თვალისკენ ილტვის, შენი ხელები გადმოყირავდნენ, წითლად შეივსე... რადგან სიწითლე შენში არ იწვის შენს კანში , ასე უნდა შევიდე ! ღამეა მაგრამ მზე ისე იბრძვის ეს შავი ფერი შენში, შემინდე! როგორ უხდები ამ სინარნარეს, როცა კის კისებს შენი ღიმილი, ვეღარ ვცილდები შენს ლამაზ თვალებს, სიშორე უნდა შევხსნა ღილივით, სიცოცხლე სიკვდილს გადმოიბრალებს, აღგიქვი მიუწვდომელ ხილივით, შენი ტუჩები სევდას იკავებს, ხარ, შეუმჩნევი დარდთა კივილი, და ეს პროფილი სურვილს მიწამებს, წამეულ სურვილს უნდა ტირილი, დუმილს მოუნდა ახლა იმის თქმა, შენი ცრემლები რასაც ვერ იტყვის, შენ მარტოობის გახდი თილისმა, და მარტოობა გამხადე თითქმის, შენი ყურებიდან- ბრილიანტების ხმა, შენი ვენებიდან, - გამოზაფზულების ფიცი, მოდი, მომიბრძანდი, ზეცა გადმოგისხა, მოულოდნელური გამოდარებები ვიცი, აბა როგორ გინდა ყველა აკორდის თქმა? როგორ დაგიხაზეს, თეთრი რაშიანი პრინცი? მოდი, სულის ფსკერზე დარდი გადმოგისვა, ღამე რომ ატარო დღისით ... ს.შ 2020.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. "სულის ფსკერზე დარდი გადმოგისვა"- ასეთი სუფთა შეგრძნებებით :) 5ქ "სულის ფსკერზე დარდი გადმოგისვა"- ასეთი სუფთა შეგრძნებებით :) 5ქ
1. "მოულოდნელური გამოდარებები ვიცი" :))
ასეთი არასტაბილური ავტორი მეორე არ მეგულება ურაკზე :)
"მოულოდნელური გამოდარებები ვიცი" :))
ასეთი არასტაბილური ავტორი მეორე არ მეგულება ურაკზე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|