ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცინიკოსი
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2009


ანგელოზები ვერ კლავენ, მისს!(გვანციოლას)

ცდებით,
პოეტები კვლავ ცუდად ისვრიან!
თქვენ მე ვერ მომკლავთ, მისს!
თქვენს მკერდში მარადი გაზაფხულია,
იისფერ წვიმებით წვიმს.
ჩემი კი, მარწმუნეთ სიკვდილიც სხვისია.
რითმებიც სხვისია, მისს!
ყოველთვის იქ ჩნდება, სადაც ნათელია,
ვერაფრით ვერ წაშლით ჩრდილს,
ცინიზმსაც თვალებში ვერასდროს ჩახედავთ,
მზერა აქვს აბელის ძმის.
ამ სცენას ყოველთვის ერთი ფინალი აქვს,
ბოლოში ბრბო ყვირის; "ბის!"



შეეშვით,ფუჭია ეგ თქვენი ოცნება,
ანგელოზები ვერ კლავენ, მისს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები