ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2021


ზარნაზიდა (კაკბების ციკლიდან)

ზვინებს გადაზიდა
ზურგი ზარნაზიდა
ნარნარი თავზინდა,
ბოლო კლარა-ლინდა.
მარწუხი საბელი,
ბიბილომ აზიდა.
ბუმბული ქარაფის
ძალით გაიზიდა.
ბაძავდნენ ქორები,
ოშკის და ხახულის
კაკაბმა იზიდა
მათი ბოღმა-რინდვა.
ბუმბულს უსველებდა
თვით წვიმა მამალი.
კაკბის ყელს მხოლოდ
მზე-წნული აჩენდა,
წვიმა კი - ვერაფრით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები