ამდენი კუბო საქართველოს ბეჭით მოჰქონდა. მძიმედ მოჰქონდა, ნაცემს, მდუმარს და თალხდროშიანს. ვაიმე,როგორ მწარე არის გულთან ჭრილობა, როცა, სულს შია. ვაიმე, როგორ აგკუწეს და აგატიალეს, გამაფხიზლეთ და მიგეძინათ ბრძოლით დამცხრალებს, მო, გადაშალე ეს ფურცელიც, მემატიანევ, სისიხლით გამძღარი. ეს, მერამდენედ, მერამდენედ უნდა გაგვთელონ, წუთისოფელი მერამდენედ მზაკვარობს, მუხთლობს, ბრალად გვედება მაცხოვარი და საქართველო რომ გვიყვარს "უღვთოდ." ბრმების გალობას წყლულიანი ფრთებით აიტანთ საქართველოზე მოუყვებით , უფალს , მიგვრილნი, ნეტა, მარგუნა ასეთი გლოვა, ამდენი ტიტა, ასე სიკვდილი! დიდგორის ველი,ბედმა კიდევ გამოგვატარა. და გამარჯვების,თასი მაინც,,ცრემლით, ავავსეთ. ვით მოგიღერათ მზაკვრული ცელი, ნეტა, სატანამ, ასე ლამაზებს. ქართული ჯიშის, კვლავ, შეჰქმენით ერთი არაკი: -სიკვდილი მღერით, დედამიწას რომ გადაენთო. საკურთხეველთან შეიწირა - წმინდა ზვარაკი, მოგვხედე, ღმერთო! ფ.ნ. 10 აპრილი 1989
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მუხა, დიდგორი წინ გვაქვს! ახალი დიდგორი, მალეე! მუხა, დიდგორი წინ გვაქვს! ახალი დიდგორი, მალეე!
7. დიდგორის ველი,ბედმა კიდევ გამოგვატარა. და გამარჯვების,თასი მაინც,,ცრემლით, ავავსეთ. 1989 აპრილი
წელს კი, დიდგორის ბრწყინვალე გამარჯვების 900 წლისთავია.
დიდგორის ველი,ბედმა კიდევ გამოგვატარა. და გამარჯვების,თასი მაინც,,ცრემლით, ავავსეთ. 1989 აპრილი
წელს კი, დიდგორის ბრწყინვალე გამარჯვების 900 წლისთავია.
6. ვანანო., ზეიკო ,ლელა- ყველას -მადლობა!
არ ვთვლი, რომ ეს ჩემი საუკეთესო ლესია, მაგრამ იმ წუთებშია
დაწერილი და ამდენად, ძვირფასია. ვანანო., ზეიკო ,ლელა- ყველას -მადლობა!
არ ვთვლი, რომ ეს ჩემი საუკეთესო ლესია, მაგრამ იმ წუთებშია
დაწერილი და ამდენად, ძვირფასია.
5. მომეწონა ლექსი და შემთხვევით 2 ქულას დავაჭირე. მოკითხვა ავტორს ❤️ მომეწონა ლექსი და შემთხვევით 2 ქულას დავაჭირე. მოკითხვა ავტორს ❤️
4. Როგორი მტკივნეულია. :( Როგორი მტკივნეულია. :(
3. Როგორი მტკივნეულია. :( Როგორი მტკივნეულია. :(
2. განმიახლდა ის დღეები...მანადგურებს განმიახლდა ის დღეები...მანადგურებს
1. ტკივილით სავსე :((( ქულები დავტოვე ტკივილით სავსე :((( ქულები დავტოვე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|