მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ვანანო
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2021
კუტი პურები
ობმოკიდებულ კუტი პურივით გამოუშრობს ნაკვერცხლებიდან მიმზერენ გზები.
კრატუნა ტკბილწათხეპნილ ხმიადს თონეზე ქალები აღარ აცხობენ
ღრეობად იქცევაო მძიმე პარასკევი.
თავადვე ჩაკრულებს ღონე თუ შერჩათ იმხიარულონ
ჩემ სახმო სიმებს თონესთან ვაწყობ
თეფშებზე დაკუწულ მიჩინის ნაჭრებთან.
კერტებს იგრილებენ წნილიდან ჩაპარულ წვეთებით.
წითელმა პარასკევმა ქალებს გადაუარა,
ჩამონადენმა უხერხულმა ქალობის მაცნემ,
ცეცხლგამოლეული თონესავით,
თოკზე გადაფენილ ნიფხვებიდან ოხშივარმა.
ალი აჩენს მათ ხურვებას, ფქვილიან მარაოთი სულს იბრუნებენ.
თონე ამოირწა, მარილწყლის შხეფებით გადაიბადრა დამსკდარი სახე, გაილოკა ატრუსული თმა-კანის სინჯები.
აღდგომას თუღა ელიან ლოთი ქალები
ღრეობა მოუდით დამახინჯებულ ახალგაზრდობასავით ამოგლეჯილ თონის ასანთებ რვეულიდან
ზღვარს იქითაც ვერგადასული, მინავლებული ცეცხლის ენებით ალოკილი სინორჩე, ძვლების ხაშად მოხარშული, პურჩაყრილი
ეჭმევათ უკბილოებს
არაყსაც ამიტომ აყოლებენ ააყოლონ არსებობა
ცხოვრების ბიძგებს.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
მიჩინის. მადლობა მუხა.
მიჩინის. მადლობა მუხა.
ვანანო.
2021-06-06 00:39:50
1.
ვიჩინის ?
ცეცხლგამოლეული თონესავით,
თოკზე გადაფენილ ნიფხვებიდან ოხშივარმა- ეს მომეწონა.
ვიჩინის ?
ცეცხლგამოლეული თონესავით,
თოკზე გადაფენილ ნიფხვებიდან ოხშივარმა- ეს მომეწონა.
მუხა.
2021-06-06 00:30:13
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
27.04.2026 20:14:16