*** მოდიოდნენ და დღეს მართმევდნენ ღელეების შავი მაყვლები მარცვალ-მარცვალ აკინძული შევაგემე შაქარმოუყრელ მაჭკატებს მჟავე მურაბას რომ გვაჭმევდა მიტომ მომწონდა ასეა გრძნობა ბევრ ტკბილთან ერთად მწარეს გვაგემებს.
*** ვწერ რომ გამოჩნდეს ამოვიდეს მზე ხუთი მეხუთედი შეკრება შევთავაზე ტოლობით ყოფა იქნებოდა სათქმელის ტოლფასი ცხოვრების საფასური გამყოფი ხაზის გარეშეც გაიყოფა მთელს აქცევს ნაწილებად დღეებს კი ჯაჭვად ნამყო იყოს განაყოფის სევდით საკმარი ნამრავლისთვის არ გიღირდეს სისუსტის ტოლობა მეტობა დაუწერე და დაპატარავდი თუმც გაიზარდე.