ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცინიკოსი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2009


შენ- პოეზიის მეამბოხე, მე -თვითმარქვია!

შენ- პოეზიის მეამბოხე, მე -თვითმარქვია!
კაენის შური მკერდში ღრმად არ დამიმარხია.
(ვაშლის გემო აქვს ოდითგანვე შურსა და ცოდვას)
უჩემოდ შენი პოეზია მხოლოდ კრახია!
მე შენ გჭირდები, შენი სული რომ არ დაობდეს,
მე, დატენილი ნაგანი და სულ ერთი ტყვია!
მე შენ გჭირდები,მე დიდების წილში ვარ შენთან,
და სულ მკიდია ჩემზე მერე თუ რას იტყვიან!
შენთვის მუზები არ ხმარობენ არასდროს ნიღაბს,
რითმაც თავისით, უნებლიედ მოყვება სათქმელს
სიცოცხლე გიყვარს?! მაგ სიცოცხლის გერი ვარ მხოლოდ,
მოგკლავ და ამით გავითქვამ სახელს
ხალხი ბრბო არის შავ- ბნელს უფრო აფასებს საქმეს!

              *          *            *
ეს ვაშლის გემო, ჩემთვის ახლა უფრო მეტია,
ვიდრე ეგ შენი, სენტიმენტი თუ ტრაგედია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები