ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
5 მარტი, 2009


ერთი დღე აფთიაქში

ორშაბათი...

  დედაქალაქს გაემგზავრა...
  მოვლენებმა, განვითარება ერთ პატარა აფთიაქში ჰპოვა...
  როგორი დღე იყო მისთვის?
  ლამაზი?!
  დამრთგუნველი?!
  ფერადი თუ შავი?! - მკითხველს მივანდობ განსასჯელად...

* * *

  აფთიაქის წინა ფასადს უზარმაზარი მინა ამშვენებდა. შიდა ფართობი საკმაოდ შეზღუდული გახლდათ კვადრატობაში. კომუნისტური პროექტირების "სიზუსტე" ეტყობოდა.
  რაღა ბევრი გავაგრძელო... -  სრული შეუთავსებლობა მეპატრონის უგემოვნობაზე ან უფულობაზე მეტყველებდა.

* * *
  - ინგა სად ხარ?
  - აფთიაქში, შენ?
  - უკვე ჩამოვედი, შენთან მოვდივარ. - თბილა მის სიტყვებში.
  - გიგი, ჯერ არ მცალია, იმედია არ მიწყენ. ღამით მორიგე ვარ, ამიტომ...
  - ნუ სწუჰხარ ლამაზო, მოვალ და გინახულებ. შენთვის ჩამოვედი. მომენატრე!
  - კარგი, რადგან არ იშლი... რომელ საათზე მოხვალ?
  - ახლა თორმეტია... პირველზე შენთან ვარ! საქმისთვის ერთი საათი მეყოფა.
  - ეგაა, შენს გამო ჩამოვედიო? - გაეღიმა ინგას.
  - გამომიჭირე, შე ცუღლუტო შენა!
  შეხვედრის საათი დაინიშნა.
  ტელეფონებიც გაითიშა.


* * *
  - სალამი გოგონებო!
  - გამარჯობა გიგი! - ერთხმად წარმოსთქვეს გოგონებმა. ინგას ჩათვლით სამი გოგონა მუშაობდა ფარმაცევტად აფთიაქში. ერთმანეთზე უკეთესები. გიგის დანახვაზე გაუბრწყინდათ თვალები, აუფანცქალდათ გულები, მაგრამ...
  ინგა მოსასვენებელი ოთახიდან გამოვიდა.
  - ინგა შენი სატრფო მოვიდა... - გასძახა ნატამ.
  - ჰმმ... შეგშურდეს, როგორმე. - სახის მანჭვით შეეპასუხა ინგა.
  - კარგი რა ინგა... გახედე რა ბიჭი დგას ჩვენს წინაშე!
  - და ვისია ეს ბიჭი? - ყელზე ხელი შემოხვია გიგის ინგამ და ისე წარმოსთქვა ეს ფრაზები, ერთი ნაზადაც გაუღიმა გიგის წყლიან თვალებს და კისრის არეში, ნაზი, ამბორით დაატკბო ვაჟი.
  სიამოვნება შეხვედრისა, მხოლოდ რამდენიმე წამით გაგრძელდა...
  აფთიაქის კარი გაიღო.
  ინგა თავის ადგილს დაუბრუნდა. უკვე მყიდველს შეეგება გაღიმებული.


* * *

ტკივილგამაყუჩებელი

  ყველამ ვიცით თუ აგონია რისი წინამორბედი მდგომარეობაა.
  სიკვდილის!
  ნაზი ტუჩები თბილ ღიმილს აგებებს ცივ, პირქუშ, უაზრო, გამომეტყველებას...
  - დააია... ერთი,ორი,საამი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მინდა რაა... - გიგი იქვე ტახტზე დაჯდა. ცოტა არ იყოს გაკვირვებული უყურებს.
  - რომელი მოგართვათ?
  - სულ ერთია... ფუუულს ვიხდი! - ხმას ცოტა სიჯანსაღე შეემატა. ისევ დახლს დაეყრდნო.
  წაბარბაცდა მამაკაცი...
  გიგი წამოდგა და მიეშველა.
  - დიდი მადლობა, ძამია! არ გინდა ჩემთან წამოდი, დავლიოთ!
  - გმადლობთ, არა. - მოჭრილად უპასუხა გიგიმ.
  - არ ინანებ ძმოოობილო!
  - ვიცი შენი ჭირიმე, მაგრამ...
  - ახლა მეტყვი, ასეთ ნასვამს აფთიაქში რა დარჩენიაო. გინდა გიპასუხო? -  მთვრალი კაცის ცხელი ცრემლები... სცვივა თვალთაგან.
  ინგამ შეხედა გიგის და ხელით არაო ანიშნა. ტუჩებიც აამოძრავა და წაიჩურჩულა: - არ გაჰყვეო... გიგიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
  - ხო, სად შევჩერდი?!... გამახსენდა. - ცრემლები აღარ მოსდიოდა. - იცი რად შემოვედი აქ ან რად მინდა ძლიერიიი ტკიივიილგა-მა-ყუ-ჩე-ბე-ლი? ძმა დაიჭრა ჩემი, ეს ოხერი, ომში... ე.წ. რუსულ-ქართულ ომში! გესმის შენააა, ჰაა!.. დაიჭრააა!!! ახლაც ჩამესმის მისი ყვირილი ყურში. ხომ ვერ ამომიფერთხაავ? შეძლეებ? - კითხვებზე პასუხს თავადვე სცემდა. - ვერა, ვერ შეძლეეებ! იცი რატომ? - ეს სიტყვები უკვე ყურში ჩასჩურჩულა გიგის: - ნაბიჭვრების სისხლი უნდა დავლიო ან მათი ფიტულები, მაინც, უნდა დავწვაო! ეს უნდა მოხდეს და ვიცი მალე მოხდება! მე ვიზეიმებ და აი მაშინ... უკვე სხვა განწყობით დავთვრები. - ისევ წასკდა ცრემლები...
  - ინებეთ თქვენი წამალი, ბატონო!
  - გაიხარე გოგონი. თქვენი სახელი დაიკო? - სლუკუნებდა შუახნის მამაკაცი.
  - ინგა.
  - გაიხარეეე ინგა!
  - მიგაცილებთ კარამდე... - შესთავაზა გიგიმ.
  - არ შეწუხდე... სეეევდა მომყვება მეგზურად, არ დავიკარგები. მიმიყვანს ჭიშკრამდე...


* * *
  - სიხარულო, გითხარი ხვალ შევხვდეთქო?
  - არა ინგა, მარტო ვერ დაგტოვებ აქ.
  გოგონებმა ამ სიტყვებზე კისკისი წამოიწყეს.
  - როცა შენ აქ არ ხარ, ნეტავ ვინ გვიცავს, გიგი? - ეკეკლუცებოდნენ, ინგას თვალწინ, გიგის.
  - საღამოს რას იზამ? სასტუმროში წახვალ?
  - არა. აქ დავრჩები!
  - შენ, რა გაგიჟდი?
  - არა, აქ ვრჩები! ვთქვი და დავამთავრე.


* * *
იოდი, ბამბა და ა.შ...

  - გოგონებო, ნახეთ ვინ მოდის? - ამჟამად ნატა გამოვიდა სიტყვაში?
  - უი... პრუტუნა ბებო?!
  - ისე რა კოხტა ბებოა? - შეათბო ნატას სიტყვები მარიმ.
  - ძალიან მიყვარს პრუტუნა ბებო... მართლა საყვარელია და თბილი. - ეს სიტყვები უკვე ინგას ეკუთვნის.
  - გამარჯობათ ლამაზებო, ჩემო „კრასავიცებო“... როგორ ხართ?
  - აბა რას ამბობთ ციალა ბებო? ჩვენ და „კრასავიცები“?
  - ეს თქვენი ახალგაზრდობა იყო სილამაზე და არა ჩვენი... - სხვებმაც თანხმობის ნიშნად დაუკრეს თავი ინგას სიტყვებს.
  - ციალა ბებო, გვაჩვენეთ რა ისევ თქვენი სურათი?
  - ახლავე! 
  პატარა ხელჩანთა მარცხენა ხელით დაიჭირა, მარჯვენით ელვა გახსნა. იქიდან ჯერ, პატარა, კოხტა სუფულე ამოიღო. იქვე დახლზე დადო. შემდეგ ისევ ჩაყო ხელი... ამჯერად ის სურათი ამოიღო სადაც, ასე, ოცი-ოცდაორი წლისა იქნებოდა. წლოვანებას არ ამბობდა.
  გიგი წამოდგა ტახტიდან და ინტერსით დააცქერდა სურათს.
  - ეს თქვენ ხართ?
  - კი, მე ვარ!
  - დაუჯერებელია!
  - ეჰჰ, შვილო... ახალგაზრდობა - წითელი ვაშლივით სავსე და წვნიანია. სიბერე კი ჩაკბეჩილი და გაყავისფერებული უკურკო ვაშლი!
  - აი თქვენი: იოდი,ბამბა, მწვანე ბრილიანტი, კორვალოლი, კატაბალახას ნაყენი, ანალგინი, დიმედროლი და ნოშპა. ფულიც ავიღე ციალა ბებო. საფულე არ დაგავიწყდეთ, ჩაიდეთ ხელჩანთაში. - სურათს იმ წამსვე აბრუნებდა ხელჩანთაში.
  - მადლობა ჩემო კარგებო!
  - არაფრის, ცია, ბებო!
  - მიგაცილებთ კარამდე, ცია, ბებო! - შესთავაზა გიგიმ
  - არა შვილო, ნუ შეწუხდები, საღ ჭკუაზე ვარ ჯერ კიდევ, ვიცი კარი საითაა! - გაეღიმა პრუტუნა ბებოს.
  - მანც, რატომ ეძახით პრუტუნა ბებოს, ვერ მივხვდი?! - კითხვა დასვა გიგიმ.
  - მოფერებით. ოთხმოცაათი წლისაა უკვე. მისი მეზობლებისგან ვიცით. ერთ მეზობელს მისთვის პენსია მოაქვს ხოლმე სახლში და გვითხრა: - პასპორტში ვნახე მისი დაბადების წელიო. ათას ცხრაას ცხრამეტიანიაო.


* * *
  ინსულინის ნემსი.
  საინექციო წყალი.
  სუპრასტინი.
  პიპლოფენი.
  „მარგანცოვკა“

* * *

საყურეებიანი ბიჭი და ბებუთიანი გოგო

  ახალი თაობის ბიჭუნამ შემოაბიჯა აფთიაქში.
  - ვააა მარი... სექსი! როგორ ხარ?
  - ბიჭო, შენი სექსი ვინაა... შე ღლაპო? რამდენჯერ გითხარი ეგრე შენს ტოლებს მიმართეთქო?
  „სიდი ფლეიერი“ ლამის ტრუსზე მიემაგრებინა. ჰიპობდა ბიჭი ვითომ... - აბა გეკითხათ ერთი განმარტება ჰიპისა... ნეტავი თუ იცოდა?
  - კარგი რა მარი, ხო იცი, ჩემი ოცნების ქალი ხარ! მიყვარს ჩემზე უფროსები... გამოცდილები ხართ....
  - ტუტუცო, გეყოს-მეთქი გითხარი!
  გიგიმ ვერ მოითმინა შეურაცხყოფები.
  - პატარა ძამიკო, გამოიჩინე გოგოს მიმართ პატივისცემა!
  - ვისა... ამას ვცე პატივი? კარგი რა... ძმაო, საერთოდ მიცნობ ვინ ვარ ან რითი ვსუნთქავ? შემეშვი რა...
  - მე გარკვევით გითხარი, თავი დაანებე!
  - შენ იცი ეგ ბოზი, ჩემი მამის საყვარელია. - ხმას აუწია ღლაპმა. - ეხლა კი გადი რა... შემეშვი! მე ვიცი რასაც ვაკეთებ და რატომ. მინდა ეს ქალი და რა ვქნა? თან, ჩემზე ოთხი წლითაა უფროსი მეტი კი არა. მამაჩემი კი ასე ოცი წლით იქნება უფროსი. - ისევ მიუბრუნდა მარის და დაამატა: - მოვა დრო, ბოზო და ჩემს ლოგინში აღმოჩნდები! დაბერდება მამაჩემი, აბა რა იქნება?! უფრო სწორად მალე ჩაძაღლდება. მე კიდევ იმ დროისთვის საუკეთესო ვიქნები შენთვის. ყველაფერი ჩემი იქნება რაც მას გააჩნია... ჩემი იქნება! ვერ გამიგია რა ნახე მასში?
  - ის, რომ შენისთანა ნაბიჭვარი არაა... - ვერ მოითმინა მარიმ შეურაცყოფები, რომელსაც თითქმის ყოველდღე ისმენდა ამ ღლაპისგან. -  აი შენ კი, ნაბიჭვარი ხარ! რაა... არ იცოდი? წადი ჰკითხე მამაშენს, რომელი ბავშვთა სახლიდან დაგიხსნა. ახია მაგაზე! სჯობდა გაეჩინა და თუნდაც ინვალიდი დარჩენილიყო ბავშვი. საკუთარი უფრო დააფასებდა. აი შენზე, არც კი იცის ვინ ყავს...
  - არ მაინტერესებს ჩემი წარმომავლობა, თვითონ ნაბიჭვარო! მთავარია ყველაფერი ჩემი იქნება! - გაიმეორა კიდევ ერთხელ ღლაპმა.
  - გიგი შეეშვი გთხოვ! ესენი ასე კამათობენ ყოველთვის. გთხოვ შარში ნუ გაყოფ თავს. მარისაც მისი გასაჭირი ეყოფა...
გიგი ისევ ტახტზე დაჯდა.
  - ნატა, მომეცი, რა, ჩემი წამლები...
  - აჰა... აიღე! ყველაფერია მანდ: ინსულინის ნემსი, საინექციო წყალი, სუპრასტინი.
  - გაიხარე ჩემო ანგელოზო! შენც მაგარი ხარ! ბებოს გავახარებ ახლა... ერთს გავუჩხერ და შაქარიც დაუწევს.
  - კარამდე მიგაცილებთ!
  - შენ ძამია, ცოტა, ვერ ხარ ხო იცი?! რა... სამოთხე არ ვიცი საითაა? - გადაიხარხარა გულიანად და ქარის სიჩქარით მიიმალა ხეებს იქით.


* * *
  ქარის სისწრაფით ჩაუქროლა გიგის გოგონამ და სააფთიაქო დახლს აეტმასნა. ლამის ტანთ გააძრო გიგის...
  გოგოს აშკარად ეტყობოდა - მეტალისტი იყო.
  აქსესუარები ყელზე:
  ყელსაბამი კურდღლის გამოსახულებით.
  ყელსაბამი სვასტიკის გამოსახულებით. მნიშვნელობა იცოდა ნეტა სვასტიკის?.. -  დარწმუნებული ვარ, არა! მხოლოდ, ამით, მის ვითომ და, უდრეკ ხასიათს ამჟღავნებდა. ჰო... ბებუთიც უმშვენებდა მარჯვენა თეძოს.
  ყელსაბამები ჯვრებით, სამი ცალი: ოქროს, ვერცხლის და ხის.
  ტანსაცმელს აღარ შევეხები, ისედაც ცხადია...
  - გოგონებს დიდება!
  - გაგიმარჯოს ლენაჩკა!
  - როგორ ხართ ქალებო?
  - ვართ, რა...
  - ეს ვაჟკაცი ვინაა?
  - ეს ჩემი საქმროა. - გაუღიმა ინგამ.
  - ყოჩაღ შენ! ერთი ღამით არ მათხოვებ?
  გიგი წამოდგა და შარვალი შეისწორა, დახლთან ახლო მივიდა...
  - რაო ბიჭო... გაგიკვირდა რამე?
  - არაფერი მიკვირს უკვე. თუმცა არც ადრე მიკვირდა...
  - რატომაო ვითომ? ყველაფერი გესმის და ყველაფრის მცოდნე ხარ?
  - ყველაფერი არ მესმის, უბრალოდ ყველაფერს ვხედავ!
  - გონებასთან ერთად, შენი მამაკაცური ღირსებაც ესე აზროვნებს? თუ ჭკუას აღარ ეკითხება არაფერს? - სიცილისაგან კინაღამ გაიგუდა ლენაჩკა.
  - არა უბრალოდ ორივე აქტიურია!
  - გიგი, რა დღეში ხარ? - შეწუხდა ინგა.
  - მოითმინე... არ მინდა ჩემი გალანძღვის უფლება მივცე ამ ბოზს.
  - ეგ რა მითხარი?! ლამაზიც ვყოფილვარ! შენგან არ მესმის მარტო...
  - საინტერესოა?!
  ლენაჩკამ ჯიბისკენ წაიღო ხელი. იქიდან ფული და პატარა ფურცელი ამოიღო. ფული მარცხენა ხელში გადაიტანა. მარჯვენა ხელი კი გიგის გაუწოდა.
  - ჩემი სახელი ლენაჩკა..
  - ჩემი... გიგი. - დაიბნა გიგი. უბრალოდ არ შეიმჩნია.
გიგი ისევ სავარძელში ჩაჯდა.
  - წამლები მომეცი ინგა! აი ესენი... და ფურცელზე ჩამოწერილი ჩამონათვალი გაუწოდა ინგას.

  ჩამონათვალი:
  ინსულინის ნემსი.
  საინექციო წყალი.
  სუპრასტინი.
  პიპლოფენი.
  „მარგანცოვკა“

* * *
  - ინგა, მე წავალ!
  - დაიღალე?
  - ჰოო... მართლა მინდა დავრჩე, მაგრამ დავიღალე საყვარელო! თან მარტო არ იქნები.

* * *
  დაღამდა. ფერი იცვალა დღემ...
  ღამის განათებები ჩაირთო...
  გალამაზდა დედაქალაქი...
  ქუჩა ჯერ კიდევ მოსიარულე...
  მიუყვება მამაკაცი ტროტუარის ფილაქნებს...
  ხელში ფურცელი უჭირავს.
  სიარული შეწყვიტეს ფილაქნებმა...
  ქარმა დაჰბერა...
  ქარის სიჩქარით მიიმალა ხეებს იქით ფურცელი...
  გაეღიმა გიგის.
  ფილაქნებმა განაგრძეს სიარული...
  ორშაბათის დასასრული...

* * *
შაბათი

  გათენდა! ფერი იცვალა ღამემ...
  გამოირთო ღამის განათებები...
  ატალახდა დედაქალაქი...
  ისევ ლამაზია დედაქალაქი
  ქუჩა უკვე ახმაურდა...
  მიუყვება მამაკაცი ტროტუარის ფილაქნებს...
  ხელში ყვავილები უჭირავს...
  გულის ჯიბეში კი ბეჭედი...
  ზურგის ქარმა დაჰბერა...
  მამაკაცი მიიჩქარის...

* * *
  სამებამ დარეკა ზარი!
  ხელი-ხელ ჩაკიდებული მიდის წყვილი...
  საქართველოში ჯერ კიდევ არიან ჭეშმარიტი ქართული ოჯახები.

* * *
  ჯვრის წერა დაიწყო...
  ცხოვრება კი ისევ წამლებით გრძელდება!

5 მარტი 2009 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები