 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 14 აპრილი, 2022 |
ყოველი წუთი მნიშვნელობისა, თმის ღერი ქუდზე, ჩქამი თუ თრთოლვა. კედლებთან ვზივარ, მასავით ცოცხალი და ლურჯი. ხეები თეთრია და გადამკვდარი, მარტო არ ვიყო, სასარგებლო წესების ხრამი, სახლში არ ვიყო, სიარულით გამძღარი ბავშვი. ქარში არ ვიყო, წვიმებიან პეპლებად ვიცმევ, რაც მათ მასწავლეს, ვიღიმოდე ფრთებიან დარდით. ჩემთვისაც ვიყო, სხვანაირად ვიხსნები წელში. სახლს გადავეგო, არაფრისთვის საჭედი ხერხი. კედლებთან ვზივარ, არავითარ ზღუდიან კართან სულ სხვა ღიაა, არ დაკეტოთ ჩემში ეს კარი. არაფერია იმაზე სუფთა, სიმსუბუქეს ხელს უქნევდე, ის გიღიმოდეს, სხვა არავითარ სივრცეთა ფასში. სად ბარიერი, შფოთვის სიმუხთლე, რომელი ვიცან. ის საბანი დაგვძვრა მე და შენ და უღამური თვეებიდან დავიწყეთ პარვა. ნაქსოვი დარდი შემოგვაცვდა ყულფი ნაკრეფი, შერწყმულ დღეებში ორივესთვის შეგვეკრა ღილი. და იყო დილა, ღამით ჩამომდგარ მატარებელივით თეთრი ბატისტა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა, მუხა!!!! მადლობა, მუხა!!!!
3. მადლობა. შევცვლი :) მადლობა. შევცვლი :)
2. ის საბანი დაგვძვრა მე და შენ და უღამური თვეებიდან დავიწყეთ პარვა. ნაქსოვი დარდი შემოგვაცვდა პეტლად ნარჩენი,
მომეწონა, მაგრამ...
პეტლი ღილის კილოა ან საღილე :) ის საბანი დაგვძვრა მე და შენ და უღამური თვეებიდან დავიწყეთ პარვა. ნაქსოვი დარდი შემოგვაცვდა პეტლად ნარჩენი,
მომეწონა, მაგრამ...
პეტლი ღილის კილოა ან საღილე :)
1. მოკითხვა ურაკპარაკს!! მომნატრებია ეს გვერდი. :) მოკითხვა ურაკპარაკს!! მომნატრებია ეს გვერდი. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|