ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2022


დერეფნები

ისინი მოძრაობენ,
როგორც კლდეები ქარში,
ვერ ტყდებიან და განიცდიან,
ასე იყოვო დასაბამიდგან.
მიქადიან მხიარულებას
და ვუქნევ თავებს, რომელს სადაურად,
რამდენს ერთანაირად, ვუღიმი კამათლად.
არვის ვენახვები, როცა მინდა ვტირი სატირალს.
მეღვიძება ახალრტონაყარ ხესავით,
მძიმედ და კმარად,
გვიანიაო ფოთლების ჩამოყრა,ტირეა,
მოუხსნელ ჯაჭვებივით ცივი, სიცოცხლე!
ქრონიკული ვალერიანის სუნით გასალევი,
მხოლოდ დაყნოსაც კმარა, რომ გააგრძელო
და აჩქარება აღარ მოგინდეს!
სიზმარში გავდივარ გრაფიდან გრაფას,
დღიდან დღეზე გადასვლა შვება რატომ გგონია,
ან მწვანე დერეფანში სიცილი,
რადგან,ყვითელს რომ არ ეჩივლა,
წითელს ვერასდროს ვიხილავდი.
მივდივარ, სადაც დაყოვნება
ცხოვრების გაყინვა, პირში ჩაჩერებას ნიშნავს
ყინულის მოსალხობად,
შემდეგ ყელის ტკივილს, მორჩენას ისევ სვლით.
შფოთვები საით მექაჩებიან,
ფოთლებივით ლილავდებიან
მიმალულ შუკებში,
ლურჯ-წითელ აისზე ლივლივებს განთიადი,
რომელიც მომელის და სადაც,
სულის დასაღებად, ჭრილობის გასაღებად,
მალამოს დასადებად, მეყოლნენ ბავშვები!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები