ლეჩხუმური ელეგია
მწვანე ბალახს ცვარი ხონდა, ხეებს სიო მოჰქონდა-ყე, გაჰყვიროდა ცხონდა, ცხონდა ცა ღრუბლებში მოლაყლაყე. ალმოდებულ აყალ-მაყალს ამძაფრებდა ნისლი მძაყე, კუბოს ფიცარს - მიწანაყარს თან გაჰქონდა ხმები ლაყე. პირს იბანდა ნადეშტურა, მე მის ნამთა ცრემლი ვყლაპე, გოდება და მოთქმა შტურმად ვჩეჩქვე, ვგვემე, ტუკით ვნაყე. გაეფინა ვაი-ვიშით ცას ღრუბელი ხვამლზე, ფაყზე, გაჰყვიროდა მორალიში, შკაულაში იდგა ყალყზე. თავშიშველი მახაშური იელები ტყნირი და ტყე გაჰყურებდნენ ზეცას შურით უშენობას ტიროდა-ყე. კენაშს ხელი ერტყა თავში, ლარტყოლიაშს დარდი ვაწყვე. ჯავრს წაეღო ცეკირაში აწი ხეებს რა ექნა-ყე?!
მწვანე ბალახს ცვარი ხონდა, ხეებს სიო მოჰქონდა-ყე, გაჰყვიროდა ცხონდა, ცხონდა ცა ღრუბლებში მოლაყლაყე...
მარკოზ ხვამლელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ვიკა მადლობა კიდევ ერთხელ ვიკა მადლობა კიდევ ერთხელ
20. გოძია1990 იმერულშიც თუ იყო არ ვიცოდი გოძია1990 იმერულშიც თუ იყო არ ვიცოდი
19. გოლეთიანი მადლობა შეფასებისთვის და კომენტარისთვის, რამოდენიმე ადგილი ძალიან ახლოა თქვენს ნაკურალეშთან... თქვენი ემოციები გავიგე და ვიგრძენი გოლეთიანი მადლობა შეფასებისთვის და კომენტარისთვის, რამოდენიმე ადგილი ძალიან ახლოა თქვენს ნაკურალეშთან... თქვენი ემოციები გავიგე და ვიგრძენი
18. ლეჩხუმური ჯანსაღი ენერგეტიკა მოედინება ამ პოეზიიდან...ლეჩხუმი ჩემი სიყვარულია!ჩემი ლაღი და ტკბილი ბავშვობაა! ბოლომდე ჩაკითხვამდე ველოდებოდი ნაკურალეშიც მეპოვნა ლექსში..ალპანიდან ფეხით ნაკურალეშამლე დაუღლელად ავდიოდი,თითქმის ავრბოდი,ისე მოულოდნელად ველოდი ,რომ მიმეღო ის ეთერული სიყვარული ,რომელსაც ბაბუ,ბაბუდა და მთელი კუთხის ტკბილი მოხუცები მაგებებდნენ ისე უხვად და თავისთავად მჩუქნიდნენ ამ იუშვიათეს და უწმინდეს გრძნობებს. ,რომ ამ გრძნობებში თავიდან ვიბადებოდი ყოველ ასვლაზე და ამით განახლებული დავდიოდი შეყვარებული მთელს სამყაროზე..ძალიან მენანება მათი დაკარგვა არავინ დარჩა მათთაგანი ,მაგრამ მუდამ ცოცხლობს ჩემში ის ყოველი სიკეთე რაც მათ შთამაგონეს და ის სიყვარული,რომელიც მათ მასწავლეს!!!გაიხარე ხვამლელო! ლეჩხუმური ჯანსაღი ენერგეტიკა მოედინება ამ პოეზიიდან...ლეჩხუმი ჩემი სიყვარულია!ჩემი ლაღი და ტკბილი ბავშვობაა! ბოლომდე ჩაკითხვამდე ველოდებოდი ნაკურალეშიც მეპოვნა ლექსში..ალპანიდან ფეხით ნაკურალეშამლე დაუღლელად ავდიოდი,თითქმის ავრბოდი,ისე მოულოდნელად ველოდი ,რომ მიმეღო ის ეთერული სიყვარული ,რომელსაც ბაბუ,ბაბუდა და მთელი კუთხის ტკბილი მოხუცები მაგებებდნენ ისე უხვად და თავისთავად მჩუქნიდნენ ამ იუშვიათეს და უწმინდეს გრძნობებს. ,რომ ამ გრძნობებში თავიდან ვიბადებოდი ყოველ ასვლაზე და ამით განახლებული დავდიოდი შეყვარებული მთელს სამყაროზე..ძალიან მენანება მათი დაკარგვა არავინ დარჩა მათთაგანი ,მაგრამ მუდამ ცოცხლობს ჩემში ის ყოველი სიკეთე რაც მათ შთამაგონეს და ის სიყვარული,რომელიც მათ მასწავლეს!!!გაიხარე ხვამლელო!
17. ,, ყე ბოლოსართი ზმნას დაერთვის ლეჩხუმურ დიალექტში და მრავლობითში დადაჰყავს "
მარკოზ ხვამლელი
არამხოლოდ - ლეჩხუმურში, ზოგადად იმერულში... ,, ყე ბოლოსართი ზმნას დაერთვის ლეჩხუმურ დიალექტში და მრავლობითში დადაჰყავს "
მარკოზ ხვამლელი
არამხოლოდ - ლეჩხუმურში, ზოგადად იმერულში...
16. საბოდიშო არაფერია! <3 Მამის დაკრძალვის დღეს დაგიწერიათ, ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, კადნიერებაა რჩევების ``გაცემა``, მიუხედავად იმისა, არის თუ არა თავად თქვენთვის რჩევის მიღება პრობლემა. Არც მოსაფიქრებელია რამე! ლექსი თქვენია, ტკივილი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენია, _ რაც ჩემთვისაც ძალიან ნაცნობი გრძნობაა, _ და სჯობს, ჩვენს ლექსებში სხვა არ ჩავრიოთ, ამიტომ, როგორც თავადვე მიმაჩნია მორალურად, Და ყოველთვის ასე იყო, რჩევებს ჩემთვის შევინახავ. :) <3 უბრალოდ , იმდენად მომეწონა, ჩემი მიდგომა დავაფიქსირე კილოკავსა და არაქართულ სიტყვების ურთიერთობის შესახებ. სულ ეს იყო... ^_^ Ზოგადად კი, ამ ლექსს ვერანაირი რჩევა ჳერ დააკნინებს. Უმშვენიერესია! Სიკეთეს და შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ! <3 საბოდიშო არაფერია! <3 Მამის დაკრძალვის დღეს დაგიწერიათ, ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, კადნიერებაა რჩევების ``გაცემა``, მიუხედავად იმისა, არის თუ არა თავად თქვენთვის რჩევის მიღება პრობლემა. Არც მოსაფიქრებელია რამე! ლექსი თქვენია, ტკივილი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენია, _ რაც ჩემთვისაც ძალიან ნაცნობი გრძნობაა, _ და სჯობს, ჩვენს ლექსებში სხვა არ ჩავრიოთ, ამიტომ, როგორც თავადვე მიმაჩნია მორალურად, Და ყოველთვის ასე იყო, რჩევებს ჩემთვის შევინახავ. :) <3 უბრალოდ , იმდენად მომეწონა, ჩემი მიდგომა დავაფიქსირე კილოკავსა და არაქართულ სიტყვების ურთიერთობის შესახებ. სულ ეს იყო... ^_^ Ზოგადად კი, ამ ლექსს ვერანაირი რჩევა ჳერ დააკნინებს. Უმშვენიერესია! Სიკეთეს და შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ! <3
15. ვიკა მადლობა შეფასებისთვის.
ირაკლი ასლანიკაშვილს ჩემი მეორე ლექსის კომენტარში გავეცი აქ დაწერილ კომენტარზე პასუხი, თითქოს დავპირდი რამეს მოვიფიქრებ-მეთქი, არ ვიცი ვერ თუ არ მოვიფიქრე...
არ ვარ გულგრილი ზოგადად შენიშვნების მიმართ, ამ შემთხვევაშიც ასეა, უფრო მეტიც, ვიზიარებ სადღაც გულის სიღრმეში ამ შენიშვნას, მაგრამ... რა გითხრათ, ვერ თუ არ ვცვლი...
ეს ლექსი მამას დაკრძალვის დღეს დავწერე და თითქოს იმის მერე ხელის ხლებაც არ მინდა, იქნებ ეს მაბრკოლებს რომ შევცვალო ეგ ერთი სიტყვა.
თუ შევცვალე ხომ კარგი, თუარადა მომიტევეთ.
მადლობა ყველას კიდევ ერთხელ!
ვიკა მადლობა შეფასებისთვის.
ირაკლი ასლანიკაშვილს ჩემი მეორე ლექსის კომენტარში გავეცი აქ დაწერილ კომენტარზე პასუხი, თითქოს დავპირდი რამეს მოვიფიქრებ-მეთქი, არ ვიცი ვერ თუ არ მოვიფიქრე...
არ ვარ გულგრილი ზოგადად შენიშვნების მიმართ, ამ შემთხვევაშიც ასეა, უფრო მეტიც, ვიზიარებ სადღაც გულის სიღრმეში ამ შენიშვნას, მაგრამ... რა გითხრათ, ვერ თუ არ ვცვლი...
ეს ლექსი მამას დაკრძალვის დღეს დავწერე და თითქოს იმის მერე ხელის ხლებაც არ მინდა, იქნებ ეს მაბრკოლებს რომ შევცვალო ეგ ერთი სიტყვა.
თუ შევცვალე ხომ კარგი, თუარადა მომიტევეთ.
მადლობა ყველას კიდევ ერთხელ!
14. Პრინციპში, ვეთანხმები ჩემ წინა კომენტარის ავტორს. Ლექსი თქვენია და არავის აქვს "ვალდებულება", საჯაროდ გასცეს რჩევა, დარჩეს მასში გერმანული შტურმ-ი [გერმ. Sturm] - გადამწყვეტი იერიში მოწინააღმდეგის გამაგრებული ადგილის ასაღებად, თუ ქართულ სინონიმით: კვეთა, _ ჩანაცვლდეს ის. Როგორც მახსოვს, სხვა გვერდების მსგავსად, აქაც საჯარო რჩევები მიღებულია. Თუმცა ამის შემდგომ მე, როგორც ავტორი, ძლიერი სურვილის შემთხვევაში, მხოლოდ პირადი შეტყობინების სახით გავაგზავნი ჩემს აზრს. Ლექსის საბოლოო სახე კი, ყველა შემთხვევაში, ავტორის საქმეა და არა სხვისი. Რაც უფრო მეტადაა დაცული ეთიკის სტანდარტები, მით უფრო მეტად იმსახურებს ის პატივისცემას. ამასობაში, Თავად ჩვენც ვიზრდებით!.. Პრინციპში, ვეთანხმები ჩემ წინა კომენტარის ავტორს. Ლექსი თქვენია და არავის აქვს "ვალდებულება", საჯაროდ გასცეს რჩევა, დარჩეს მასში გერმანული შტურმ-ი [გერმ. Sturm] - გადამწყვეტი იერიში მოწინააღმდეგის გამაგრებული ადგილის ასაღებად, თუ ქართულ სინონიმით: კვეთა, _ ჩანაცვლდეს ის. Როგორც მახსოვს, სხვა გვერდების მსგავსად, აქაც საჯარო რჩევები მიღებულია. Თუმცა ამის შემდგომ მე, როგორც ავტორი, ძლიერი სურვილის შემთხვევაში, მხოლოდ პირადი შეტყობინების სახით გავაგზავნი ჩემს აზრს. Ლექსის საბოლოო სახე კი, ყველა შემთხვევაში, ავტორის საქმეა და არა სხვისი. Რაც უფრო მეტადაა დაცული ეთიკის სტანდარტები, მით უფრო მეტად იმსახურებს ის პატივისცემას. ამასობაში, Თავად ჩვენც ვიზრდებით!..
13. გთხოვთ "შტურმი" დატოვეთ, არაფერი არაა ზედმეტი :) გთხოვთ "შტურმი" დატოვეთ, არაფერი არაა ზედმეტი :)
12. გთხოვთ "შტურმი" დატოვეთ, არაფერი არაა ზედმეტი :) გთხოვთ "შტურმი" დატოვეთ, არაფერი არაა ზედმეტი :)
11. „შტურმი“ მოვაშოროთ და არაჩვეულებრივია!!! ჩვენს ადგილობრივ ულამაზეს კილოკავებს ვერ „უმეგობრდება“ საერთაშორისო სიტყვები. ნამდვილად არ გაგიჭირდებათ შემცვლელის მოძებნა. დარწმუნებული ვარ. ^_^ <3 ეტყობა, ყველას თავიდან ბოლომდე ისე ძალიან მოგვეწონა, რომ „შტურმისთვის“ არ გვემეტება. ესაა მიზეზი!.. მართალია, საფუძვლიანად ნამდვილად არ ვიცი ლეჩხუმური კილოკავი, მაგრამ გავიგე და აზრი გამოვიტანე. ულამაზესი ლექსია. მით უმეტეს, რომ გიწერიათ: მამის დატირებაა! უფალმა ნათელში გიმყოფოთ! :( მეც გარდამეცვალა მამა შარშან, კოვიდით. :( მწარეა მშობლის დაკარგვა... დატირებაა, თან, ულამაზესი დატირება. მე უკვე დავაფიქსირე ჩემი მოწონება... გუშინ! ძალიან მომეწონა. წარმატებები! <3 „შტურმი“ მოვაშოროთ და არაჩვეულებრივია!!! ჩვენს ადგილობრივ ულამაზეს კილოკავებს ვერ „უმეგობრდება“ საერთაშორისო სიტყვები. ნამდვილად არ გაგიჭირდებათ შემცვლელის მოძებნა. დარწმუნებული ვარ. ^_^ <3 ეტყობა, ყველას თავიდან ბოლომდე ისე ძალიან მოგვეწონა, რომ „შტურმისთვის“ არ გვემეტება. ესაა მიზეზი!.. მართალია, საფუძვლიანად ნამდვილად არ ვიცი ლეჩხუმური კილოკავი, მაგრამ გავიგე და აზრი გამოვიტანე. ულამაზესი ლექსია. მით უმეტეს, რომ გიწერიათ: მამის დატირებაა! უფალმა ნათელში გიმყოფოთ! :( მეც გარდამეცვალა მამა შარშან, კოვიდით. :( მწარეა მშობლის დაკარგვა... დატირებაა, თან, ულამაზესი დატირება. მე უკვე დავაფიქსირე ჩემი მოწონება... გუშინ! ძალიან მომეწონა. წარმატებები! <3
10. ამ საიტზე კითხვისას, ძირითადად იმედი მიცრუვდება, თქვენ სასიამოვნო გამონაკლისი ხართ. დიდი მადლობა! იამოვნებით წავიკითხავ კიდევ, საიტის ადმინისტრაციას ვურჩევ, რომ თქვენი მსგავსი საინტერესო ადამიანები გამოაჩინოს თავფურცელზე. ამ საიტზე კითხვისას, ძირითადად იმედი მიცრუვდება, თქვენ სასიამოვნო გამონაკლისი ხართ. დიდი მადლობა! იამოვნებით წავიკითხავ კიდევ, საიტის ადმინისტრაციას ვურჩევ, რომ თქვენი მსგავსი საინტერესო ადამიანები გამოაჩინოს თავფურცელზე.
9. მადლობა მიხა კიდევ ერთხელ!
ყე ბოლოსართი ზმნას დაესმის ლეჩხუმურ დიალექტში და მრავლობითში გადაჰყავს მადლობა მიხა კიდევ ერთხელ!
ყე ბოლოსართი ზმნას დაესმის ლეჩხუმურ დიალექტში და მრავლობითში გადაჰყავს
8. 4. ადგილობრივი ტოპონიმებია მუხა. ლექსი ერთგვარი დატირებაა გარდაცვლილი მამის მარკოზ ხვამლელი.
"უმამოდ .." ლექსი ემოციურად ძალიან განვიცადე, ახლაც გითანაგრძნობ . ლეჩხუმური დატირებაში რას ნიშნავს: მოჰქონდა-ყე , ექნა-ყე?, ტიროდა-ყე, და ვინაა აქ - ყე, ვინ იგულისხმება? მინდოდა მცოდნოდა .
4. ადგილობრივი ტოპონიმებია მუხა. ლექსი ერთგვარი დატირებაა გარდაცვლილი მამის მარკოზ ხვამლელი.
"უმამოდ .." ლექსი ემოციურად ძალიან განვიცადე, ახლაც გითანაგრძნობ . ლეჩხუმური დატირებაში რას ნიშნავს: მოჰქონდა-ყე , ექნა-ყე?, ტიროდა-ყე, და ვინაა აქ - ყე, ვინ იგულისხმება? მინდოდა მცოდნოდა .
7. ძალიან მომეწონა! ფრიადი
ძალიან მომეწონა! ფრიადი
6. ჩემი გულწრფელად კეთილი რჩევის გათვალისწინების იმედით და "შტურმად"-ის სხვა, ქართული, მნიშვნელობის ვარაუდით დავწერ 5 ქულას :) ჩემი გულწრფელად კეთილი რჩევის გათვალისწინების იმედით და "შტურმად"-ის სხვა, ქართული, მნიშვნელობის ვარაუდით დავწერ 5 ქულას :)
5. კაცურად, ის "შტურმად" მოაცილე ამ სუფთა ლექსს :( მეორედ მოკლა ის ცხონებული შუაწელში მაგ ბარბარიზმმა. სხვა მხრივ, ჯონათანს უთქვამს აგერ უკვე სათქმელი :)
პ.ს. თუ "შტურმად" ლეჩხუმურ კილო-კავზე რამე სხვა მნიშვნელობის სიტყვაა და არა ის ინტერნაციონალური "შტურმი", მაშინ სიტყვას უკან ავიღებ, ოღონდ უნდა თქვა რას ნიშნავს. კაცურად, ის "შტურმად" მოაცილე ამ სუფთა ლექსს :( მეორედ მოკლა ის ცხონებული შუაწელში მაგ ბარბარიზმმა. სხვა მხრივ, ჯონათანს უთქვამს აგერ უკვე სათქმელი :)
პ.ს. თუ "შტურმად" ლეჩხუმურ კილო-კავზე რამე სხვა მნიშვნელობის სიტყვაა და არა ის ინტერნაციონალური "შტურმი", მაშინ სიტყვას უკან ავიღებ, ოღონდ უნდა თქვა რას ნიშნავს.
4. ადგილობრივი ტოპონიმებია მუხა. ლექსი ერთგვარი დატირებაა გარდაცვლილი მამის ადგილობრივი ტოპონიმებია მუხა. ლექსი ერთგვარი დატირებაა გარდაცვლილი მამის
3. ჯონათანს მადლობა ჯონათანს მადლობა
2. მშვენიერი ლექსია- ეთნოგრაფიულადაც და ემოციურადაც.
მშვენიერი ლექსია- ეთნოგრაფიულადაც და ემოციურადაც.
1. თვალშიშველი მახაშური, იელები ტყნირი ლარტყოლიაშ,
ლეჩხუმური არა მცოდნია და რა ვი, ეგება მითარგმნოს ვინმემ . თვალშიშველი მახაშური, იელები ტყნირი ლარტყოლიაშ,
ლეჩხუმური არა მცოდნია და რა ვი, ეგება მითარგმნოს ვინმემ .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|