აშრამელ ბრძენს უთქვამს: - ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივაა სიზმარი და ტყუილიაო. მაშ, ეგ შენი სიბრძნეც ტყუილი იქნებაო, - უპასუხეს.
თურმე სიზმარი მონატრებას ბადებს, ტყუილი - სევდას.
"უცნაური თავმოყვარეობა", ანუ მე და "ვითომ გულგრილობა" - შენ, შეხვდნენ ერთმანეთს, - ფაქტობრივად წყალი და ზეთი. ფქვილს თუ არ მოუკიდებ, არ კეთდება მათი ნაზავი.
კი იცრებოდა ოხრად ფქვილი თურმე იმ ქვეყნად, მაგრამ მუდმივად ქარს მიჰქონდა, სულ სხვა ნაპირას.
ამ სიზმარში ვერ ავირევითო, ამ ტყუილში ვერ ავითქვიფებითო,- თქვეს და თავი შეინახეს წყალმა და ზეთმა. თურმე მიწისთვის.