სამი დღის წინ ერთი ქალი გარდაიცვალა მეზობელმა მითხრა ეს ქალი თავის თავს კი არა, იმ კაცს მოუკვდა რომელსაც არ იცნობდაო ერთი დღით ადრე საკმაოდ სოლიდური განყოფილების არანაკლებ სოლიდურ და საუკეთესო თანამშრომელს იმ დღეს უკანასკნელი სამუშაო დღე ჰქონია თურმე, დღის ბოლოს მომდევნო ორი თვის კონპესაციად, ასევე საკმაოდ სოლიდური თანხის ჩეკი, სადა კონვერტით თვით დირექტორმა გადასცა, არსებულ კრიზის მეათასაეჯერ გაუსვა ხაზი, უაზროდ, რომ ეჭირა ხელში ის თაიგულიც მიაწოდა, უკანსკნელად ეამბორა ხელზე, მოწიწებით გაუღო კარი და მერე შვებით ამოისუნთქა. დღეს უკვე მერამდენედ, თუმცა ამჯერად ყველაზე მძიმეც უკან დარჩა. არადა მართლა ემძიმა მისი გაშვება... იმ დღეს დილით, როცა საწოლ ოთახში მზემ შემოანათა და პირველი კონტქატი იგრძნო, მოფრინდა პირველი აზრი - დღეს ჩემი დღეა. მედიდურად წამომართა საწოლიდან არც თუ ურიგო სხეული.Lლამაზი არ იყო, თუმცა იყო თხელი, სიფრიფანა, წაბლისფერი სქელი თმა ხელის ერთი მოძრაობით გადიყარა უკან და სარკის წინ დააკვირდა საკუთარ თავს, ახალს ეძებდა. ახალი კი მხოლოდ ერთი ხაზით მეტი ყელის მიდამოებში აღმოაჩინა, კარგა ხანს უყურა არაფერიაო დაამშვიდა საკუთარი გამოსახულება და აბაზანაში ჩასაწოლად შევიდა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა, სურნელოვანი ქაფების და ეთერზეთების ფონზე გეგმაც კარგი დასახა. მთელი მისი ხელფასი, რომ მთლიანად გადაიხადა (ორ ნაგლეჯში, როგორც ამას მეგობრებმა უწოდეს) ის საცვალი გამოჩხრიკა, ისევ კარგად ადგა ტანზე, უცნაური ფერის იყო, მწიფე ადესის მიმსგავსებული. ძალიან სექსუალური ქალი უმზერდა სარკიდან და ისიც დატკბა, აქამდე ასე არ აფასებდა საკუთარ ფორმებს. კარგა ხანს იბორიალა სახლში, საუზმეც მსუბუქი მოიმზადა, გამაჯანსაღებელი კომპლექსის აბომნემენტს ვადა გადაუმოწმა, ჩაეწერა და წავიდა. იქაც ბოლომდე ისიამოვნა, თან ფიქრებში სავარაუდო მაღაზიათა სახელებს ალაგებდა, ჩაცმა ხომ უნდოდა. ნამდვილი შოპინგი მოუწყო საკუთარ თავს, არა მარტო საუკეთესოს, იმ დღეს ყველაზე ძვირიანსაც ეძებდა. ტაქსის მძღოლიც დაიხმარა, მარტო რას ზიდავდა ეს სიფრიფანა, თხელი ქალი ამდენ კოლოფებს. მერე ერთიანად ააპირქვავა საწოლზე და ბოლო აკორდების აღება დაიწყო. მთელი საათი, არა მთელი ორი საათი ან სამიც. იდგა და იცვლიდა, უხამებდა, მისთვის უჩვეულო სიმშვიდით ალბათ უკვე მეხუთედ აწყობდა. გამოუვიდა ბოლოს დაბოლოს, ამჯერად უკვე ისეთი ქალი კეკლუცობდა სარკის წინ, რომლის ბოლომდე აღქმა საკუთარ თავად გაუჭირდა. წაკითხვისას ხშირად იჭრებოდა გმირთა როლებში, კარგა ხანს თავისი მათემატიკის მასწავლებელი უყვარდა, ის ასაკიანი და უროდი იყო, ეს კი ჯეინ ეარი, მერე რომელიღაც ლექტორს ელოდებოდა ხოლმე სადრბაზოსთან, ოღონდ დაბადების დღეებზე თეთრ ვარდებს ვერ უგზავნიდა. ბოლოს ტოლსტოის ანნა აიკვიატა და ლიანდაგებში ჩავარდნის იდეით კარგა ხანს იცხოვრა. ბედს ხშირად უჩიოდა საკთარ თავდათან, ანდა როგორ არ ეჩივლა, ასეთ რომანტიკოსს და ამაღლებული გრძნობებით სავსე 40 წლის ქალს, ძიება ძიებაში 28 წლის არაფრის მომცემი შინაგანი სამყაროთი, ბიჭი შერჩა ერთადერთ პარტნიორად. სახლში არასოდეს მიუყვანია, სახლი მეტისმეტად სუფთა ადგილი იყო მისთვის. დღეს კი მოიპატიჟა. კარი გაუღო თუ არა, ისეთი გაშმაგებული ეცა მის ტუჩებს, 3 თვის დამშეულს, რომ დიდი ლანგარით უსაყვარლეს კერძებს მიართმევენ. ისეთი გრძნობით და მისთვის უჩვეულო სითამამით მიიწება კაცის სხეული, რომ შეშალა სულ მთლად ჭკუიდან. იმპულსებმაც არ დააყოვნეს, და იყო ეს ცეკვა უკანსკნელი ტანგოს თუ გედის, ერთდოულად იყო მასში სოსანი და ავაზა, იგრძნო რომ ახლა შედგა ის როგორც ქალი, მთელი მისი დიდებულებით. ესიამოვნა ყველა უჯრედით, რომ შეიწოვა ვნება და მისი ბოლო ცეკვაც საუკეთესოდ შესრულაა. უგემრიელეს ვახშამს მარტო შეექცა, მომდევნო გაჩერება - ღვინო, სასიამოვნო მუსიკის ფონზე წარმატებით დაასრულა და ფეხით აუყვა ძველი თბილისის რომელიღაც ქუჩას. Mმისია საკუთარ თავთან შესრულებულია, მიზანი მიღწეული. . . აბაზანაში ნებიერად ჩასვენებულმა ხელის აუკანკანკალებლად გადახედა მოცისფრო ვენებს და დღეც დაასრულა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. :) მომეწონა :) მომეწონა
17. კარგად წერ! მომეწონა. ყოჩაღ გოგონნი :) 55555 ;) კარგად წერ! მომეწონა. ყოჩაღ გოგონნი :) 55555 ;)
15. "ახალი კი მხოლოდ ერთი ხაზით მეტი ყელის მიდამოებში აღმოაჩინა"-მიყვარს ასეთი ქალური ფრაზები. ვფიქრობ,უფრო შთამბეჭდავი ფინალი მოუხდებოდა,თუნდაც უფრო მტკივნეული, სუიციდი არაა უნდა იყოს ასეთი მარტივი:) კარგია,ინტიმურიც...:):* "ახალი კი მხოლოდ ერთი ხაზით მეტი ყელის მიდამოებში აღმოაჩინა"-მიყვარს ასეთი ქალური ფრაზები. ვფიქრობ,უფრო შთამბეჭდავი ფინალი მოუხდებოდა,თუნდაც უფრო მტკივნეული, სუიციდი არაა უნდა იყოს ასეთი მარტივი:) კარგია,ინტიმურიც...:):*
12. კარგია, ოღონდ "უროდი" შეცვალე! ბარბარიზმია... წარმატებები!!! :) ;) ;) კარგია, ოღონდ "უროდი" შეცვალე! ბარბარიზმია... წარმატებები!!! :) ;) ;)
11. მდააა...მომეწონა :) მდააა...მომეწონა :)
10. ძალიან ლამაზად წერ, თურმე. გაიხარე!!!!!!! ძალიან ლამაზად წერ, თურმე. გაიხარე!!!!!!!
8. კომენტარი არ დამიტოვებია აქ. მომეწონა კარგო!!! შეცდომებს კი მიხედე. ჩათვალე, რომ გაპატია ყველამ! ;) კომენტარი არ დამიტოვებია აქ. მომეწონა კარგო!!! შეცდომებს კი მიხედე. ჩათვალე, რომ გაპატია ყველამ! ;)
7. მადლობა, ერთ დაწყებაზე დავწერე მაპატიეთ შეცდომები მადლობა, ერთ დაწყებაზე დავწერე მაპატიეთ შეცდომები
6. პუნქტუაციამ იმდენად შემიშალა ხელი, რომ ნახევრამდეც ვერ გავქაჩე, თუ შეასწორებ ნამდვილად წავიკითხავ გოგონიი და მოგიკითხე კიდევ. პუნქტუაციამ იმდენად შემიშალა ხელი, რომ ნახევრამდეც ვერ გავქაჩე, თუ შეასწორებ ნამდვილად წავიკითხავ გოგონიი და მოგიკითხე კიდევ.
5. არაჩვეულებრივია! არაჩვეულებრივია!
4. წინ, იერიშზე! წინ, იერიშზე!
3. მაგარი ხარ მზეთუნახავო, ლოყაზე ხელი რატომ გიკიდია, კოცნა ხომ არ უნდა ვინმეს?! იქნებ გაკოცა კიდეც? 5555 მაგარი ხარ მზეთუნახავო, ლოყაზე ხელი რატომ გიკიდია, კოცნა ხომ არ უნდა ვინმეს?! იქნებ გაკოცა კიდეც? 5555
2. დილით, როცა საწოლ ოთახში მზემ შემოანათა და პირველი კონტქატი იგრძნო, მოფრინდა პირველი აზრი - დღეს ჩემი დღეა.
დილით, როცა საწოლ ოთახში მზემ შემოანათა და პირველი კონტქატი იგრძნო, მოფრინდა პირველი აზრი - დღეს ჩემი დღეა.
1. ახლავე გაფრთხილებთ, რომ ეს პროზა არაა, თუმც აარც პოეზიაა, ეს ისე ახლავე გაფრთხილებთ, რომ ეს პროზა არაა, თუმც აარც პოეზიაა, ეს ისე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|