ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2023


წერტილის გადაყლაპვა



მესამე პირში ვლაპარაკობ დაუსრულებლად
და საკუთარი თავისაგან გარიდებული
ასე უფრო ცუდი მოვჩანვარ იმ წერტილიდან,
რომელიც ჩემი დასმული და დახუნძლულია
ირგვლივ ტრიალით, წრეზე ცოცვით ჩამუქებული.
მესამე პირში რაც არ უნდა ვილაპარაკო,
არ ვიქნები იმაზე უშნო,
ვიდრე ჩემი მოჩლექილი ენაა,
კომპრომისებით საუბრისას ამლაშებული.
პირველ პირში მყოფს რაზე უნდა მეფიქრებოდეს,
თუ არა ხრიკზე,
რომლის რკალად გამოყენებით, გადაბმით და გადაგრეხვებით
როდესმე შევძლო გზას აცდენილად გადაქცევა,
ეს გზაც რაღაა ასე თავბრუდამხვევად რომ მაბოდიალებს წერტილის ირგვლივ,
რომელსაც ერთი სული აქვს რომ გადავყლაპავ,
მერე საყლაპავში გაჩხერილს მოუწევს მოითმინებით აიტანოს სპაზმური გაყუჩება ხველების უსასრულო კონვეირის ამუშავებამდე.
იორჭოფოს - გადამცდეს თუ ნახველს ამჰყვეს ფილტვებიდან გამოძევებულს.
ერთი სიტყვით არჩევანის არსებობაზე უნდა შევჯერდე.
წერტილის აზროვნება გამოვცადო,
თორემ იმის თქმასაც ვეღარ მოვასწრებ
- ეს ოხერი გაგანიერდა და გადამსანსლა - მეთქი.
არა და თავიდან დაბადებას ვაპირებდი,
პოეზიას რომ არ შეეშალა ხელი
თავისი მედიდურობით.
მესამე პირში წერტილი უფრო მეტად მუქია და სათაკილო,
რომელიც თვითონ უნდა ვიყო რამენაირად.

14 აპრილი 2023 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები