მეფის ადგილი დაიკავა თურმე მასხარამ, უთქვამს: ამ ტახტზე უნდა ვიჯდე, სხვაგან კი არა, ნუ მივენდობით ნურც მეფეებს და ნურც მასხარებს, ვეღარ გავარჩევთ და ჩვენს თავებს გავიმასხარებთ. -- რაც არ უნდა მაღლა ახტე, ხომ მიწაზე უნდა დახტე? -- სიცოცხლე სავსეა პასუხებით, რომლებსაც ვერ შევეპასუხებით. -- სოლომონ მეფის სიბრძნე, თითქოს, გარს გვივლის, თან ჩაგვჩურჩულებს ყურში „ესეც გაივლის“. -- გვეთამაშება ცხოვრება ჭადრაკს და ყველას გვიგებს - ნორჩსა თუ ჭარმაგს. -- შენ აუხსენი ქალს სიყვარული, მას მოერია თვალებზე რული. -- ყველაზე კარგი „მიცინი“ არის ბავშვების სიცილი. -- მთაში აყვირდა სიყვარულით მთვრალი ირემი, რქებმა იკვირტა, გამოისხა ლურჯი იები. -- როდესაც დგება ფერი ბინდის, ვინ როგორ მიდის ამ ქვეყნიდან, ვინ როგორ მიდის.... -- გალაკტიონს
გალაკტიონის წვერში უკვე თეთრი თოვლია, მარტოსულია, მისი ტოლი ვერ უპოვია. ეცადა, მაგრამ ვერვის გული ვეღარ მოიგო. ინატრა მხოლოდ საყვარელი ცოლი - ოლიკო. ვერვინ გაუგო, ამ სოფელში ის ობოლია და აჰა, წავა, სადაც ყველა თანასწორია. -- შარიშურია ეს ცხოვრება, შარიშურია. შენ მეგობრობა რომ გეგონა, თურმე შურია. -- ო, როგორ მიყვარს ენა ქართული, მწყობრი ანბანი - წელგამართული. -- ყოველთვის იყო იმ ადგილას, დროსა და ჟამში, სადაც ფორტუნა არიგებდა ბედ-იღბალს წამში. -- ხან ლამაზია, ხან უშნო, მაინც მოხიბლა, ჰქონდა შნო ... -- მეხმა გააპო მუხა, ხეთქა და ვერ ჩამუხლა! -- თუ არ დასცინებ სხვას, არ გადაგხდება თავს. -- რასაც თვალი ვერ განახებს, იმას გული დაგანახებს. --
მზია თვალაბეიშვილი
დაწერილია სხვადასხვა წლებში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გმადლობთ, მუხა, მესიამოვნა თქვენი კეთილი სიტყვების წაკითხვა. ყველას გმადლობთ, ვინც კითხულობთ.
გმადლობთ, მუხა, მესიამოვნა თქვენი კეთილი სიტყვების წაკითხვა. ყველას გმადლობთ, ვინც კითხულობთ.
1. ძალიან, ძალიან მომეწონა, ძალიან მომწონს თქვენი შემოქმედება და საწყენია ის, რომ ძალიან მოგვიანებით დებთ ნაწარმოებებს, გთხოვთ, ამ სიამოვნებას მუ მოგვაკლებ მოგვაკლებ. ძალიან, ძალიან მომეწონა, ძალიან მომწონს თქვენი შემოქმედება და საწყენია ის, რომ ძალიან მოგვიანებით დებთ ნაწარმოებებს, გთხოვთ, ამ სიამოვნებას მუ მოგვაკლებ მოგვაკლებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|