ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2023


***



ამყოფებდა სამყაროს, შიშის გაწამაწიით მოკვდავობის სევდა,
როგორც თონის ნაცრიან, ფსკეზე დასვენებული კუტი პური მშიერს,
გამოუვალ სიცოცხლის უნებლიე პორტალში ვინც კი ფეხი შედგა,
ყველა დაიმახსოვრა აღარ ყოფნის მიხედვით წერტილმა და ტირემ.

სანამ დახრავს სინორჩეს, დრო მღვრიე და მერყევი, როგორც კოკორს ჭია,
მანამ ახსოვს არავის უსასრულოობიდან ნამეფარი დრონი,
მე კი მინდა მოვასწრო, დავუთვალო პლანეტებს ყველა კოკროჭინა,
თუ კი შემომთავაზებთ ხარისხიან ჩანაწერს  გადაღებულს დრონით.

სწორედ ხანმოკლეობა ითავისებს თანდათან პოეზიის ბიძგებს,
ამის პარალელურად, მასში რაღაც ახალი იშვიათად ღივის,
გააჩნია - ნაყეფარ გარიჟრაჟზე  დამფრთხალი თუ  გამოვიღვიძებ,
ჩემთან გადმოსახლდება, უხმაუროდ ნაკითხი გეგეჭკორი გივი.

11 მაისი 2023 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები