 | ავტორი: ვენი ჟანრი: პოეზია 21 ივლისი, 2023 |
არ მენატრება აღარავინ, არც მე არავის ვენატრები და ეს არყოფნა დამღალავი ამაყობს ყოფის თეატრებით. წლებია ბოლო ცის გახსნიდან, ზოგჯერ ჩემს გულში წამს ეკავე, ზოგჯერ სიტყვები წამლეკავენ, ზოგჯერ სიტყვებად ყოფნა მინდა, რომ ჩავესახლო ლექსებში და შენს თბილ ხალებზე ვიმკითხაო, სიზმრები ასე ვერ შემშლიდა, რაც არ ყოფილა, იმით ვხარობ. არ მენატრება აღარც ფრთები, არც მონაწერი ,,მომენატრე", რცხვენიათ ცისფერ ოლიანდრებს, შენ უჩემოდ რომ ვეღარ თბები. აღარ გითხარი არაფერი, არ მენატრები, აღარც მსურხარ, ჩვენი ბრძოლების ალაფებით ჩემი ლექსები დღემდე სუნთქავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია :) "სცხვენია" კარგია :) "სცხვენია"
1. ძალიან, ძალიან მომეწონა, ვიგრძენი პოეზიის სუნთქვა, ლექსი ცოცხალი არსებაა,სუნთქავს, ზოგჯერ იცინის , ხან ღმერთან გოდებს,,ინტროვერტულ ემოციებს გამოსცემს, გვაძლიერებს და გვმოსავს სიკეთის აღსასრულებად,
მადლობა ავტორს , ამ კარგ ლექსისთვის! ჩემი უმაღლესი შეფასება და ვიზა თავფურცელზე. ძალიან, ძალიან მომეწონა, ვიგრძენი პოეზიის სუნთქვა, ლექსი ცოცხალი არსებაა,სუნთქავს, ზოგჯერ იცინის , ხან ღმერთან გოდებს,,ინტროვერტულ ემოციებს გამოსცემს, გვაძლიერებს და გვმოსავს სიკეთის აღსასრულებად,
მადლობა ავტორს , ამ კარგ ლექსისთვის! ჩემი უმაღლესი შეფასება და ვიზა თავფურცელზე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|