ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლოზა
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2023


სულში ბინდდება

იქ, სადაც სდუმან, ზოგჯერ დარდია,
ზოგჯერ სიკვდილის აჩრდილი დადის,
სიჩუმით ხმაურს დროც კი არ მიაქვს,
წლები მიდიან, დრო კი არ გადის.

დუმილი, დარდი, ბრაზი და სევდა,
ქაოსს ქმნიან და სულში ბინდდება,
სულს კი რწმენისთვის, სიყვარულისთვის,
ღიმილისათვის სურს გაღვიძება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები