 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 4 აგვისტო, 2023 |
მინდოდა დამეწერა და ცოტა მეფიქრა, ვერ ვუთხარი ჩემს თავს უარი, ვერ გავალღვე ყინულის ლურჯი წისქვილები, ვერ გადავცურე მშვიდი ზღვა ჩემში. მოდიოდნენ წლები და მჭამდნენ, როგორც მეფე ლირს საუკუნის თეატრები, დგამდნენ და ხსნიდნენ ეშაფოტიდან. სცენაზე მტვერნაყლაპ გოლიათივით ვწერდი სიტყვებს, ტაეპებს, ფრაზებს, რომ მეთქვა ის რაც სხვამ უკვე თქვა, ახლით და ძველით, გადასახტომი სანტიმეტრი მექცია მეტად, ვერ მოვიგონე რისთვის მოვკვდი, ისევ დამარცხდი. წიგნებჩატეულ სიხარულის ვიცოცხლე მხოლოდ, ჩემსას ვერ შევწვდი, ვერ დავწერე წიგნი დუმილის. ღამენათევი კარნახები დილით ქრებოდა, წერდა და შლიდა ეს თვალები ყველა დანახულს. ვერ გავიმარჯვე ჩემს კომფორტზე და საკვამურზე, სახლს ვაშენებდი, ხესაც ვრგავდი, საგაზაფხულოდ. ეს ზაფხულები გამეპარნენ, ფურცლებად იქცნენ, ამოიძარცვნენ ძველი წიგნის ნასეტყვ ყდებიდან, წვიმის სინესტე წიგნს კი არა, ძვლებსაც ჩაატანს. უზარმაზარი ყვავილების ბაღი დაირხა, ჩამოაფრქვია სარკმელიდან ბინდი ნათელი. მელოდიური ეს ზაფხული. თეთრი. ნაშუქი. საძინებლის წითელი ფარდა, ხელის გაწვდენის ახლა მისი ჭყლოპინი. გაზმორება. რძის სუნით გასარკულ ტუჩებზე მიწყვია როგორც გონი და მჭერმეტყველება. მისით ბნელდება, რასაც მიღამებსო დახუჭული ლურჯი თვალები. მისით ზღვაა. სიჩუმე. გაშლილი. ნავით ვსერავთ ხუთნი მის სიღრმეს, თავიდან ვიწყებთ მოგზაურობას ფარნის გარეშე, ის ნათელია.ლურჯი სიჩუმე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მე მიყვარს ლურჯი სიჩუმე :( მადლობა :) ლელა! მუხა!! მე მიყვარს ლურჯი სიჩუმე :( მადლობა :) ლელა! მუხა!!
2. სახეების სიუხვეში დავიკარგე. ვერ ჩავწვდი. სახეების სიუხვეში დავიკარგე. ვერ ჩავწვდი.
1. ლურჯი სიჩუმე , სენტიმენტალურია, ლურჯი ფერი, სევდასთან, შიშთან, წუხილთან, დარდთან და მარტოობის განცდასთან ასოცირდება. მე მაგ. არ მიყვარს სილურჯე. ლურჯი სიჩუმე , სენტიმენტალურია, ლურჯი ფერი, სევდასთან, შიშთან, წუხილთან, დარდთან და მარტოობის განცდასთან ასოცირდება. მე მაგ. არ მიყვარს სილურჯე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|