პეპელა თუ მოგიკლავს? შენ, აფრიკის სავანაში სპილოებზე მონადირეს, პეპელა თუ მოგიკლავს?! შენ, ვის ნადავლსაც ყიდდნენ ფინიკიელები, შენ, ჯალათო ცისფერი თვალებით, მემკვიდეობით დედისგან რომ გადმოგეცა, პეპელა თუ მოგიკლავს?!
მოდი, კოცონის დანთებაში მომეხმარე და მე მოგიყვები ძველ ლეგენდას ინდიელების:
მარად მღვიძარემ, უძინარმა დიადმა სულმა, შეხედა მწვანე პრერიებში მობინადრე თავის შვილებს და დამწუხრდა. ყველაზე სწრაფ მონადირეს, წლებთან ერთად ფეხები ერთმევა, ყველაზე შორსმჭვრეტელს- ეკარგება თვალის ჩინი და უფერულდებიან ყვავილები, ხმებიან გვალვაში. ამიტომ , მოწყვიტა დიადმა სულმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, ცის კიდე გადაკეცა და ჩამოხია, ჩაალაგა გვალაგში. ჩაყარა გვალაგში ნაძვის ნემსების სიმწვანე, თეთრი ფქვილი სიმინდის, ყვითელი ფოთლები და როცა გვალაგის საყელო გაშალა, ამოფრინდნენ იქედან პირველი პეპლები, რომლებიც არასოდეს დაბერდებოდნენ.
მარად მღვიძარემ, უძინარმა დიადმა სულმა, შეხედა პეპლებს. და შეუყვარდა ყველა პეპელა. ტყეებში წვიმის დასასრულის პირველი მაცნე. -შენ ხარ მფრინავი ცისარტყელა, შენ ხარ ლამაზი! - უთხრა პეპელას. - ეს სილამაზე თვალტწარმტაცია , მაგრამ ჩამქრალი ვულკანივით ნუ ხარ მდუმარე! მაშინ აფრინდა მაღალ ცაში, მზისკენ პეპელა და იქ მღეროდა, როგორც მდინარე. დიდხანს უსმენდა უძინარი, დიადი სული. უმძიმდებოდა ქუთუთოები და ასე იყო მზის დაბნელება. გამოიღვიძა დიადმა სულმა და უთხრა პეპლებს, პირველ განთიადს. -თქვენ, მდუმარენო ამიერიდან! და მდუმარენი იყვნენ პეპლები.
შენ პეპელას მოკლავდი?! შენ, აფრიკაში სპილოებზე მონადირე, მოკლავდი მდუმარე პეპელას?! თორემ რომ ემღერა, რომ ემღერა -გაპატიებდი.!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ან სპილოებს რად უნდა კლავდნენ? თუ მისიკვდილებამდე ცუდად მღეროდა, მაშინ უნდა ვაპატიოთ? არც სპილო და არც პეპელა - ჩემი ვერდიქტი. ან სპილოებს რად უნდა კლავდნენ? თუ მისიკვდილებამდე ცუდად მღეროდა, მაშინ უნდა ვაპატიოთ? არც სპილო და არც პეპელა - ჩემი ვერდიქტი.
3. რავი, პეპლების დახოცვა რა ბედენაა, თუ მუცელში პეპლებს არ გულისხმობდით :) რავი, პეპლების დახოცვა რა ბედენაა, თუ მუცელში პეპლებს არ გულისხმობდით :)
2. "ამოფრინდნენ იქედან პირველი, პირველი პეპლები" - აქ მგონი სწორი იქნება, რომ "პეპლები" გაიმეორო და არა "პირველი". განსაზღვრებით კონკრეტდება იდეაში და შენ არსებითი სახელით გაქვს დაკონკრეტებული. ნება შენია, უბრალოდ მე წამაბორძიკა კითხვისას.
ვატყობ ბოლო დროს პეპლებმა გაგიტაცა. მუცლის პეპლებზე წერას, კი ჯობია, მაგრამ მე მაინც შენი ქართულ-მეგრულ-აფხაზური მითოლოგია მირჩევნია :)
"ამოფრინდნენ იქედან პირველი, პირველი პეპლები" - აქ მგონი სწორი იქნება, რომ "პეპლები" გაიმეორო და არა "პირველი". განსაზღვრებით კონკრეტდება იდეაში და შენ არსებითი სახელით გაქვს დაკონკრეტებული. ნება შენია, უბრალოდ მე წამაბორძიკა კითხვისას.
ვატყობ ბოლო დროს პეპლებმა გაგიტაცა. მუცლის პეპლებზე წერას, კი ჯობია, მაგრამ მე მაინც შენი ქართულ-მეგრულ-აფხაზური მითოლოგია მირჩევნია :)
1. ძალიან მომეწონა , ხელოვანი მხატვრისა და პოეტურის ნაზავი. "დედა" რომ ჩართე საქმეში , ცოტა ეს არ მომეწონა, მერე "ნადავსაც "სწორად გავიგე?
ძალიან მომეწონა , ხელოვანი მხატვრისა და პოეტურის ნაზავი. "დედა" რომ ჩართე საქმეში , ცოტა ეს არ მომეწონა, მერე "ნადავსაც "სწორად გავიგე?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|