 | ავტორი: ვენი ჟანრი: პოეზია 19 აგვისტო, 2023 |
ცის სიჩუმეში მზის სხივი გალობს, ჩიტები ღრუბლის წიწკნიან ნაყინს, ლექსმა გალეწა სიურჩის კალო, სინაზეს ტანზე ღიმილად აყრის.
შენც ნუ მედები ფეხებში, ზღვაო, ტალღებო, ხოლმე თქვენი გზით წადით, თუ მიწა იხდის ცოდვის საზღაურს, წვიმა ცრემლებით ისრულებს წადილს.
რა ედარდებათ ფრთაყვითელ პეპლებს, უსხედან სატრფო-ვარდების ტაბლას, წარსულის ფირი ჩეხეს და კეპეს, გაბზარულ გულებს იმედი ლამბავს.
ჩვენ კი ზღაპარში ნაპოვნი ქოხი არ ვიკადრეთ და გამხდარა სხვისი, არ შეიცვლება ცხოვრება ოხვრით , ოხვრაზე უფრო ტკივილი ისმის
შენი გულიდან, უჩემოდ ჩემო, ცხრა ზღვის და ცხრა მთის იქითაც მკვიდრო, ჩემში სამყაროს ვერაღმომჩენო, უკვე ცალ-ცალკე ვიხსენებთ იმ დროს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა,ნინა. მადლობა,ნინა.
6. მოულოდნელი ფინალი დამხვდა. :/ კონვენციის მადლი ახლავს. კარგია.
მოულოდნელი ფინალი დამხვდა. :/ კონვენციის მადლი ახლავს. კარგია.
5. მადლობა, მუხა. მადლობა, მუხა.
4. ძალიან მომეწონა , ჩემი ნიჭიერი ავტორი. ძალიან მომეწონა , ჩემი ნიჭიერი ავტორი.
3. ორივეს ძალიან დიდი მადლობა. ორივეს ძალიან დიდი მადლობა.
2. ძალიან სასიამოვნო ლექსია, ნიჭიერი ავტორისა!! წარმატებები!!:) ქულას დავტოვებ :) ნექტარ, მეც შევამჩნიე და გულდასაწყვეტია, მხოლოდ თავისი ლექსები მოაქვთ და ნიჭის განვითარებასა და აღმოჩენაზე აქ არავინ დარდობს, პირიქით, იბოღმებიან და გთრგუნავენ. ძალიან სასიამოვნო ლექსია, ნიჭიერი ავტორისა!! წარმატებები!!:) ქულას დავტოვებ :) ნექტარ, მეც შევამჩნიე და გულდასაწყვეტია, მხოლოდ თავისი ლექსები მოაქვთ და ნიჭის განვითარებასა და აღმოჩენაზე აქ არავინ დარდობს, პირიქით, იბოღმებიან და გთრგუნავენ.
1. კარგია ლექსი მაგრამ სამწუხაროდ, შეიძლება არც კი წაიკითხონ სხვებმა, რადგან აქ როგორც ჩანს განვითარება მეორეხარისხოვნად ქცეულა, ყველას სხვაზე უკეტესი თავის ნაწეი ჰგონია, ეგოიზმი და შური, კაცის ტვინის უჯრედებს აქვეითებს, კარგია ლექსი მაგრამ სამწუხაროდ, შეიძლება არც კი წაიკითხონ სხვებმა, რადგან აქ როგორც ჩანს განვითარება მეორეხარისხოვნად ქცეულა, ყველას სხვაზე უკეტესი თავის ნაწეი ჰგონია, ეგოიზმი და შური, კაცის ტვინის უჯრედებს აქვეითებს,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|