ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2023


წლებს ნუ დაითვლი

გიჯობს შეირგო წამები, ტკბილი
და მოიცვალო გველის ტყავივით
წარსულისაგან ადევნებული,
ყველა ტკივილი.
ნუ იხვევ ნაღველს,
შენი ცხოვრების განუყრელ ლანდებს,
ვერ უწილადებ თუკი, ამ წამებს.
არ ღირს ათი წლის ან, თუნდაც ოცის
გამო ედავო სიცოცხლის მპყრობელს,
ეს წყარო მაინც
ვერ დაგარწყულებს,
თუნდ ასი წელი ეწაფებოდე.
მოხუცს ის უფრო ძლიერ სწყურია,
ხოლო არსის დრო დასაზღვრულია.
წლები - თითებზე, რა სათქმელია,
როცა  ვარსკვლავთა კრიალოსანით
ცამ ლურჯი სფეროს წლები ჩამარცვლა.

ნუ დაიჩივლებ,
რადგან წარმტაცი მთების წიაღშიც
წარმავალობის ლავა ლივლივებს.
და ნუ იდავებ,
წლებს კი არა, სდიე ტკბილ წამებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები