^^^ ფანჯრიდან ხე ჩანს, ნაცრისფერ ღრუბლებთან მოლივლივე, ხელებგაწვდილი. დაუსრულებია ნაყოფის მორთმევა. შემოიხმო გვერდებზე სიბერე და ელოდება, როდის მოკვეთენ დასნეულებულ საცეცებს. კაცი მთლიანად მოჭრის და ცეცხლს შეუკეთებს. ცეცხლი ლოცულობს, კაცი მოყინულ ფეხებს ითბობს. დღე ღამეს მისდევს.
^^^ არ მინდა გული ვიმალო ვარდად, ვარდებს აცლიან ახლაც ხომ ეკლებს. ეკალმა კბილი კბილს თუ დაასვა, ავი ძაღლივით კუდს აიბურძგლებს. სიტყვაა ყველა ნუგეშზე დიდი, ყველაზე დიდი ტკივილის შვილი. კვიცსაც რომ გაწვრთნის და დაიურვებს. გულს რაც უნდა, რომ იმას უზამენ, გადააგდებენ, დაწვავენ, ხრავენ. მერე თავიდან ამოიღებენ, გულით კი არა, ფეხებით ისევ.