ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2023


საახალწლო

<<<
მზე პირს იბანს დაია, მიზნიანი ქარია.
ამის შემდეგ ჩემს ქუჩაზე
სულ სვეწკები არიან.

მარია თუ დარია, მათი გული მწარია
სახლი გულად, გულის კარი
არც ერთი არ ვარგია.

სულ არ მინდა შენი დუბლი-"ონკა",
კარა-"ოკე", ბუნტი ქალი ორია.
ონია და ტონიო, შენ მეფეთა კოლიო,
მან რაც გითხრა ის თვით იყო,
არავის არ ეომო.

იაუ და აუო, გიაო და ბუაო,
ამერიკას მიმავალო,
ჩაქრი სამეზობლო კვარო,
ჩაიკუნტე ფანჯრის ძირში,
გული არ გადმოიღვარო.
არავისი დღე არ იყო,
აღარ იხუმარო.
მწარე სიტყვებით დუელი
უნდა აგიკრძალო.

ამერიკას მიმავალო,
არაქართველების რძალო.
ხიდზე გავლისას უფრთხილდი
ფეხები არ მოიხარო,
გასწორებულად დარჩი,
სიკეთე არ ჩაისვარო.


>>>
ამ ახალ წელსაც გააღებს პირს,
სიცივის ნათელი ბგერა
და დაიწყება ყველაფერის ბოლო თავიდან..
დაიზნიქება თოვლიანი ხეჭეჭურები,
დაიბარდნება აყვავებულ ბაღში ატმები,
ვარდისფერ ლოყებს დაიფარავს ყინვა ყირმიზი,
გამოშლის კვირტებს. ჭირხლიანი იქნება დილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები