ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2024


თვალებს გაუფრთხილდი

ამ სახლს სდარაჯობენ,
ამ სახლს მფარველობენ,
ზღურბლზე შემომჯდარი ვარსკვლავები,
არსად წავიდესო დიდი რწმენა,
გადარჩენილი სიყვარულის.
არ დაიფაროს სახლისკენ გზა
იალღუჯის მთის ჭიუხვებით.
გადარჩენილი სიტყვებიდან
ჩვენთვის ნათქვამი და ჯერართქმული.
არ გაიზარდოს დარდის ქულა,
თოვლმოხვედრილი უყინულო
გზებს დაეკიდოს ჭაღის ლოლო,
არ გაისიპოსო გზა-შობილი.
ფეხთ გეფინება ჩვენი სითბო,
სახლის შუქი და ჟრიამული,
გახსოვდეთ, აქ ყოფნა უნდა იგრძნო,
ცივ გულებს გავათბობთ, გაყინულებს.
აქ ყველაფერი არეული,
ისმენს მხოლოდ დრო და ღამეული
ლოცვის ძალა და მთვარეული,
გულს ჩახუტებული სურათები.
მაინც არ გაბედო, დაიძინო,
როცა ვარსკვლავი ჭერს ეცემა
როგორ შეგიძლია, დაიწუნო
ჩვენი სიმღერა, ანდა ცეკვა.
აქ სხვა გზებია აღმართული,
სხვა სიყვარულით განაკვეთი,
სულ სხვა დროები მოვიყვანე,
გასაქცევი და გასაფრენი.
შუბებს შემოვიხვევთ, ჩავთბუნდებით,
სიმყუდროვით გზებს დაგილოცავთ,
არ გაბედო, რომ დაიღალე,
ყველა იღლება, ვინც კი ცოცხლობს!
აქ სხვა სითბოა გულნაშობი,
პაწიას ტიტინი, პირმოთხვრილის,
ტაატით გამოგყვება, სადაც წახვალ,
ღუღუნით მოგიყვება აქ რაც არის.
სადილი კეთდება დიდი რწმენით,
სარეცხი ირიცხება სათუთებით,
ფეხსაცმელები როგორც ქარი,
არაფერს გიმტკიცებ, გეუბნები.
თუ რომ ყველაფერი აირიოს,
გულებს გადავაბამთ, თოკები გვაქვს,
დავაცხრეთ სითბოს, გულის კუმშვებს,
ერთურთის სიყვარული დაგვაპურებს.
გამომიწოდე ხელის გული,
გაუხეშებულ-გადამსკდარი,
მალამოები მაქვს გულს ნადები,
ჩასალბობი და მოსალხენი.
მაგ თვალებს ყოველთვის გაუფრთხილდი,
ჩვენ ვჩანვართ, არავინ ჩაახედო,
პირბადე აიფარე, სხვისი სუნი,
ჩვენს სურნელებას არ ეომოს.
სიტყვა მათხოვე, დაგიბრუნებ,
ცრემლებს გაგატან პირსაბანად,
ძლიერად როცა დაიღლები,
გაგართობს, გიმღერებს იავნანას.
დაგღალა, ვიცი ყველაფერმა,
არაფერს რომ სჯობია, გაიხსენე!!
შენია, რაც შენთანაა, დანარჩენი,
თითქოს არ გქონია, დამიჯერე!!
გული არ დახურო, გაიღიმე,
სიტყვა ამოუშვი ამის მერეც,
რომ ყველაფერი ცუდადაა,
შენ რომ გიყურებ, დავიჯერე!!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები