ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2024


ნექტარი

რკინას ეხეთქება შხეფის ქარიშხალი,
და თან უცნაურად დარდმა ჩამიარა,
თუ კი გაზაფხული ასე ავი არის,
ვიცი მარტოობით წლებმა გაიარა,
მე კვლავ მეძახიან უცხო ბილიკები,
და კვლავ გათენება საღად უწერია,
ვერად დავივიწყე შენი მიმიკები,
გრძნობა სათამაშოდ თეთრი ბუცებია,
ვიცი მარმარილოს წყება იშვიათად,
მარტო საფლავებზე ქუხან ელვიანად,
ასე მარტოობა ხალხში მითქვია და,
განზე გადმისროლეს მითხრეს წყევლიანად,
მე ხო გარიჟრაჟის გრძნობა გალეული,
მარხილს შევაბი და მარტოს გამალექსებს,
ასე მოცარტივით გზები დალეული,
ვებრძვი განთიადს და მცველებს განამხეცებს,
მე თან უნიათო გზათა სიშორიდან,
მე ვერ მოგადგები დილით ყვავაილებით,
მე ეს გაზაფხული სხვისგან ვითხოვე და,
ასე აპრილივით უმალ დავიცლები.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები